;
13 აპრილი 2015      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 1474-ჯერ
შვრიის ფაფა
როგორ გავხადოთ სასარგებლო საუზმე გემრიელი


შვრიის ფაფის 5 გემრიელი რეცეპტი


ეს საკვები ნაციონალურ კერძად ითვლება ინგლისში, მაგრამ თავისი სარგებლიანობის გამო მთელს მსოფლიოში მოიხმარება. დიეტოლოგები ტყუილ-უბრალოდ არ ადიდებენ შვრიის ფაფას - ის ყველაზე სასარგებლო საუზმის სახეობაა და ეფექტურად ეხმარება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას. ყველაზე უბრალო შვრიის ფაფაც კი, დამზადებული წყალზე უზრუნველყოფს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებებს. მაგრამ, შვრიის ფაფას სტაბილურად ვერ იხმარენ ისინიც, კი ვინც განსაკუთრებულად ზრუნავს თავის სხეულზე. ამიტომაც, 5 ხერხით გთავაზობთ სასარგებლო, მაგრამ არც ისე გემრიელი საუზმის გადახალისებას.

Tags:
8 აპრილი 2015      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 16157-ჯერ
ახალი სეზონისათვის კაბის შეკერვას თუ აპირებთ და არ იცით როგორი მოდელი შეარჩიოთ, ამისათვის გთავაზობთ იდეებს. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს და შეარჩიეთ ყველაზე განსხვავებული მოდელები. იყავით გამორჩეულები და აქცენტი თქვენს საუკეთესო მხარეზე გააკეთეთ. იხილეთ კაბების მოდელები, რომელთა მთავარი აქცენტი ქალბატონების ელეგანტურ და მიმზიდველ ნაწილზე- ზურგზეა გაკეთებული.
გაითვალისწინეთ რჩევები და იყავით განსხვავებულები.

კაბების მოდელები თქვენი შთაგონებისათვის
Tags:
7 აპრილი 2015      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 5743-ჯერ
სეზონურად გარდერობის ცვლილება და დალაგება აუცილებელია. გადავსებული გარდერობის გასუფთავება ყველას უჭირს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. უსარგებლო ნივთებისთვის ადგილის მოძებნაში, ჩვენ დაგეხმარებით.

გთავაზობთ 5 იდეას , თუ როგორ შეიძლება მოაგვაროთ გარდერობთან დაკავშირებული პრობლემები და მოაწესრიგოთ თქვენი საყვარელი პატარა "სამყარო".

Tags:
6 აპრილი 2015      Ancho.     6 კომენტარი     ნანახია 7780-ჯერ


სახის მოვლა
✘ 10 არასწორი მოსაზრება სახის კანის მოვლის შესახებ


მზიანი გაზაფხული უფრო და უფრო იჭრება ნათელი ფერებით. იღვიძებს სახის კანიც. ცდილობს მოერგოს ახალ რიტმს და შემთხვევით ეჯახება უსიამოვნებებს. ჩნდება გაღიზიანება და აკნე, იქერცლება კანი ან პირიქით, ცხიმივით ბრწყინავს. გთავაზობთ უსარგებლო სტერეოტიპების დანგრევას და რჩევებს როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის ტიპიურ პრობლემებს.

https://31.media.tumblr.com/73ee090002c3ef4e4e778596c03439ec/tumblr_nazdbmMRLm1qj4315o1_500.gif
Tags:
3 აპრილი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 5431-ჯერ

ტრენდი: კოლგოტები
წესები, რჩევები და მოდური ტაბუ


გამოდარებისთანავე, გოგონებს სწრაფად სურთ გადავიდნენ საგაზაფხულო ფეხსაცმელებსა და სანდლებზე. ჯერ კიდევ საჭიროა სითბო ფეხებზე. ამისათვის, ვიყენებთ მრავალფეროვან კოლგოტებსა და წინდებს, რაც ამ სეზონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. Calzedonia-ს დიზაინერები მოგვითხრობენ როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად, რას შევუხამოთ და რა შეცდომები არ დავუშვათ.

იყო დრო, როდესაც მოდის დიქტატურა, მოდის კვირეულების დამსწრეთა სახით, კოლგოტების არამოდურობას აწესებდა, მაგრამ მიმდინარე ჩვენებები, მოდის მოყვარული ადამიანისთვის მათ თითქმის მთავარ აქსესუარად გვისახავს. სხვადასხვა ფერისა და ფორმის კოლგოტებისა და წინდების ტარებას აქვს გარკვეული წესები, რომელთა ცოდნაც სასურველია.

Tags:
2 აპრილი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 12803-ჯერ


მოდური ვარცხნილობები
გაზაფხული/ზაფხული 2015

თუ თქვენ შეპყრობილი ხართ სურვილით, შეცვალოთ რაიმე თქვენს გარეგნობაში, მაშინ მიყევით რეკომენდაციებს ახალი ვარცხნილობის შესახებ. Wella Professional-ის ექსპერტები გთავაზობენ ტრენდული ვარცხნილობების რამდენიმე ვარიანტს.

Tags:
31 მარტი 2015      candice     3 კომენტარი     ნანახია 3942-ჯერ
დღეს ძალიან ბევრი თანამედროვე აპარატი და საშუალება არსებობს კბილების გასათეთრებლად. მაგრამ ბევრს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ამ პროცედურებში ფული გადაიხადოს, ან თუნდაც სურვილი მიმართოს ძლიერეფექტურ ქიმიურ საშუალებებს, როდესაც არსებობს რამდენიმე გამოცდილი - ორგანული მეთოდი სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად. ისინი არ ავნებს თქვენს კბილებს და სრულიად უსაფრთხოა. წარმოგიდენთ ყველაზე მარტივ, გამოცდილ და ეფექტურ 3 მეთოდს:

Tags:
29 მარტი 2015      liliana     14 კომენტარი     ნანახია 6272-ჯერ
მარტივი რჩევები წონაში დასაკლებად

წარმოგიდგენთ მარტივ რჩევებს, რომლებიც
დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში


მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული - ხილ-ბოსტნეულში მცირე რაოდენობითაა ცხიმი და არც მაღალკალორიულობით გამოირჩევა, სამაგიეროდ მათ ში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები და მინერალები, რაც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს.

გამოიყენეთ დარიჩინი - თქვენს ულუფას, ხილს, ბანანს თუ სხვა საკვებ პროდუქტებს დაუმატეთ დარიჩინი, რაც მას სიტკბოს მიანიჭებს, თუმცა არა კალორიებს.

თუ საშუალება გაქვთ იყიდეთ პედომეტრი
- პედომეტრი დაგეხმარებათ გაზომოთ ნაბიჯების რაოდენობა დღეში. ზოგადად ადამიანმა დღის განმავლობაში სულ მცირე 1000 ნაბიჯი უნდა გადადგას.

მარტივი რჩევები წონაში დასაკლებად მარტივი რჩევები წონაში დასაკლებად
Tags:
25 მარტი 2015      • Angel M •     5 კომენტარი     ნანახია 16023-ჯერ
როგორ გავიკეთოთ ნატურალური მაკიაჟი

როგორ გავიკეთოთ ნატურალური მაკიაჟი?
5 მარტივი ხერხი
სახე, ლოყები, წამწამები, წარბები, ტუჩები

ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული უმაკიაჟო ლუქი იყო. პოდიუმზე იხილავდით მოდელებს, რომლებსაც სადა მაკიაჟი ესვათ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია Marc Jacobs-ის საგაზაფხულო შოუ, რომელზეც მოდელები თითქმის უამკიაჟოდ იყვნენ. თუ თქვენც გსურთ ნატურალური სახე, მაგრამ არა სრულიად უამკიაჟო, მაშინ მიყევით ამ რჩევებს. რა თქმა უნდა, მოგიწევთ მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ ხაზი გასმული იქნება თქვენს ბუნებრივ სილამაზეზე და დავფარავთ მცირედ ნაკლოვანებებს. გთავაზობთ 5 მარტივ ხერხს ნატურალური მაკიაჟის გასაკეთებლად.

როგორ გავიკეთოთ ნატურალური მაკიაჟი
Tags:
25 მარტი 2015      sallyzine     5 კომენტარი     ნანახია 5797-ჯერ
რა აქვს ყველა პოპულარულ ადამიანს საერთო? ყველა ერთნაირად იცმევს? ყველას ერთნაირად აქვს თმა? ერთნაირად ლაპარაკობენ? რა თქმა უნდა არა. არ არსებობს ისეთი ჯადოქრობა, რომელსაც შეუძლია გაგხადოს პოპულარული. თუ გინდა რომ იყო პოპულარული მიყევი ამ ნაბიჯებს

როგორ უნდა გახდე პოპულარული
რჩევები თინეიჯერებისთვის და სკოლის მოსწავლეთათვის

არ არის საჭირო იყო იდიალური, რომ გახდე პოპულარული. გინდაც შორს ხარ იდიალისგან, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს შენი თავის და შესაძლებლობების. არ დაიმალო კუთხეში. იყავი ყურადღების ცენტრში ოღონდ საჭირო მომენტში. თუ შენ ბევრ დროს უთმობ იმაზე ფიქრს, რომ ცუდად გამოიყურები, არ იდარდო, იყავი ისეთი როგორიც ხარ. დაიმახსოვრე, თუ შენ გიყვარს შენი თავი, მაშინ ყველას ეყვარები და დაგაფასებენ.

როგორ გახდე პოპულარული
Tags:
24 მარტი 2015      TataNakani     2 კომენტარი     ნანახია 4540-ჯერ
ყოველი დილა ქაოსით იწყება?

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გახადოთ თქვენი დილა მშვიდი და ხალისიანი. იყოთ პუნქტუალურები და მოწესრიგებულები. დააწესეთ წესები თქვენი დილისათვის, რომელიც თქვენი პოზიტიური დღის წინაპირობაა. რჩევების გათვალისწინებით ყველაფერს მოასწრებთ და თქვენი ყოველდღიური რუტინის ცვლილებას მალე იგრძნობთ.

დაიწყეთ დღე ენერგიულად. დრო უაზროდ არ დაკარგოთ. გამოიყენეთ წინა ღამის რამდენიმე წუთი თქვენი დილისათვის.

გაითვალისწინეთ რჩევები და შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა
Tags:
22 მარტი 2015      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 5594-ჯერ
რჩევები თქვენი სახლისათვის
საგაზაფხულო სეზონი ცვლილებებით უნდა დაიწყოთ. გთავაზობთ რჩევებს, რათა თქვენი სახლის გამრავალფეროვნებაში დაგეხმაროთ. სიახლე ახალ სეზონზე აუცილებელია, თითოეულ სეზონს კი მომზადებულები უნდა შეხვდეთ. ცივი ზამთრის შემდეგ თქვენი სახლიც უნდა განათდეს და თბილი გარემო შექმნას. გაითვალისწინეთ რჩევები და განაახლეთ თქვენი სახლი.

დაიწყეთ ახალი სეზონი სიახლეებით!

Tags:
20 მარტი 2015      TataNakani     4 კომენტარი     ნანახია 27489-ჯერ
რჩევები საბანკეტო საღამოსთვის


ახალგაზრდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი საღამო სასკოლო და საუნივერსტეტო ბანკეტია. ყველა მოუთმენლად ელის ამ დღეს და მისთვის საგანგებოდ ემზადებიან. მათ, ვისაც შთაგონების წყარო სჭირდება და ჯერ არ იცის რა უნდა ჩაიცვას, ჯერ ყველაფერი წინ არის. თუ მკერავთან გინდათ კაბის შეკერვა ან დიზაინერთან აპირებთ მისვლას, გთავაზობთ კაბების მოდელებს, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებიან. მოგცემთ რჩევებს ბანკეტისთვის, რათა ეს დღე დაუვიწყარი გახდეს თქვენთვის. იგრძნოთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, ძველი კი ღირსეულად გააცილოთ.
მიეცით თავს უფლება წარმოაჩინოს თქვენი საუკეთესო მხარე.
მიიღეთ შთაგონების წყარო მოდის სახლების კოლექციებიდან, დიზაინერთან ან მკერავთან მისულს, კაბის მოდელზე ბევრი ფიქრი აღარ დაგჭირდებათ.

რჩევები საბანკეტო საღამოსთვის- იყავით უნიკალური!

რჩევები საბანკეტო საღამოსთვის
Tags:
19 მარტი 2015      TataNakani     4 კომენტარი     ნანახია 13781-ჯერ
ვარჯიშის დროა

ქალბატონებო, ცივი ზამთრის შემდეგ მოდუნებული სხეულის ვარჯიშის დრო დადგა.
წინ მხურვალე სეზონი გელოდებათ, რომელსაც ღირსეულად უნდა შეეგებოთ.ვარჯიში კი თქვენი თავდაჯერებულობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და კონკრეტულ ვიდეოებს, რომელთა დახმარებით სახლში, ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებთ ვარჯიშს, ისე რომ შედეგი საუკეთესო იქნება. ვისგან უნდა მივიღოთ რჩევები ვარჯიშის შესახებ? რა თქმა უნდა, სუპერმოდელებისგან , რომელთა ცხოვრება ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია. ადრიანა ლიმას, ალესანდრა ამბროსიოს, სინდი კროუფორდისა და სხვა მოდელების რჩევები მოტივაციის ამაღლებისა და შრომის საუკეთესო წინაპირობაა.

ივარჯიშეთ, შეცვალეთ თქვენი სხეულის ფორმები და შეხვდით ზაფხულს საუკეთესო ფორმაში.
გახსოვდეთ, რაც მალე დაიწყებთ ვარჯიშს, შედეგი მით უფრო კარგი გექნებათ. ვარჯიშის შედეგად უკეთ შეიცნობთ თქვენს სხეულს, იგრძნობთ ახალ ენერგიას და თავდაჯერებულობას, რაც გახსოვდეთ ქალის საუკეთესო აქსესუარია.

რჩევები თქვენი სხეულის ცვლილებისა და ახალი ენერგიის გამომუშავებისათვის.


ვარჯიშის დროა
Tags:
14 მარტი 2015      Ancho.     2 კომენტარი     ნანახია 5697-ჯერ
https://41.media.tumblr.com/857d6d738f6266ccd818e583a5d02ffe/tumblr_nkgmioVudC1u6rfiso1_540.jpg

სილამაზის 100 რჩევა
ცნობილი ადამიანებისგან
ნაწილი III


მსახიობები, მომღერლები, მოდელები და აგრეთვე მათი ვიზაჟისტები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგები სილამაზის საიდუმლოებებს გვიზიარებენ. უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდურმა ჟურნალებმა შეკრიბეს ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და ეფექტური beauty-რეკომენდაციები ცნობილი ადამიანებისა და მათი დამხმარეებისგან - მაკიაჟის, სტილისა და დიეტის გურუებისაგან.

"თავს უნდა მოუარო როგორც გარედან, ისე შიგნიდან. მე კარგად ვიკვებები, ვზრუნავ იმაზე, რომ დღეში 8 საატზე ნაკლები არ მეძინოს, ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე ყველაზე გიჟურ დღეებშიც. ჩემთან ყოველთვისაა მინერალური წყლის ბოთლი. ეს მე მეხმარება ვიყო მწყობრში დატვირთულ საათებში, სამსახურში, ფოტოსესიებზე."
ბარბარა პალვინი


"მთლიანად შავად შეღებილი წამწამები ძალიან გამომწვეად და დრამატულად გამოიყურება, განსაკუთრებით ქერებზე. მე გირჩევთ შავ ტუშს ზედა წამწამებზე და ყავისფერს, იისფერს ან ცისფერს ქვედაზე. ცისფერი ტუშის წყალობით, თვალის ცილები უფრო თეთრი გამოჩნდება."
ვლადიმირ კალინიჩევი, ვიზაჟისტი


https://36.media.tumblr.com/tumblr_m5pys1Zaxs1qdc95ho1_500.jpg

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 14
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top