;

17 June 2015      ANGEL     Views 13268    
Category: Take Care

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებში
ზაფხულის ცხელ დღეებში დილის შხაპით დაწყებას და Oil control საშუალებებით სახის დაბანას გვირჩევენ, თუმცა მთელი დღის მანძილზე ამ სიგრილის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ დეოდორანტების, ტანის სურნელოვანი სპრეის და თერმული წყლის გარეშე. რამოდენიმე მარტივი რჩევა, როგორ ვაკონტროლოთ ოფლი, შევაკავოთ სახეზე ჭარბ ცხიმიანობა და გავგრილდეთ

გირჩევთ ხელჩანთით თან ატაროთ ეს 3 საჭირო ნივთი, რათა სიცხესთან გამკლავებასთან ერთად სასიამოვნო სურნელი შევინარჩუნოთ: სურნელოვანი Body Mist, თერმული წყლის სპრეი და სველი ხელსახოცები.
მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილო თითოეული მათგანის სარგებელი

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე

ერთი დეოდორანტის გამოყენება დილით მთელი დღის მანძილზე უნდა გეყოთ. თუ კი დღის განმავლობაში ამჩნევთ, რომ დეოდოტანტი ვერ აკავებს ოფლს, სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, უმჯობესია ჩამოიბანოთ და ხელახლა წაისვათ დეოდორანტი, ვიდრე დეოდორანტის ხელმეორე ფენით დაფაროთ დაბინძურებული უბანი. მოერიდეთ 48 საათიანი ანტიპერსპირანტების გამოყენებას, ზაფხულის ამ ცხელ დღეებში მაინც სასურველია გამონახოთ დღის მონაკვეთი - თუნდაც ღამით, როდესაც კანი შეძლებს ოფლის გამოყოფას და სუნთქვას.

თან ატარეთ ტანის სურნელოვანი სპრეი Body Mist. გაგრილების შემდეგ იპკურეთ ან გადაატარეთ სურნელოვანი ბურთულა ყურებთან, კისერთან, დეკოლტეზე, ხელებზე და მუცლის არეში. მსუბუქი, სასიამოვნო არომატი დადებითად დაგმუხტავთ.


როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე

ასევე გაგრილებისთვის და კანის საჭირო მინერალებით დატენიანებისთვის უებარი საშუალებაა თერმული წყლების სპრეის გამოყენება, რომელიც გაგაგრილებთ, დაანოტივებს და დააწყნარებს კანს დღის განმავლობაში, ხელს შეუწყობს ოფლისგან გამორეცხილი საჭირო ნივთიერების ციკლის აღდგენას. წყლის-სპრეი იყიდება აფთიაქებში დიდი მოცულობის და მცირე ზომის სპრეის ბოთლების სახით, მოათავსეთ პატარა ბოთლი თქვენს ჩანთაში და პერიოდულად იპკურეთ წყალი სახეზე და დეკოლტეზე. თერმალური წყლების სპრეი უებარი საშუალებაა გარუჯული კანის დასაწყნარებლად.

როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე

სიცხის შედეგად ფორები იხსნება და განსაკუთრებით სახის კანი დიდი რაოდენობით ცხიმს გამოყოფს. რაც შემდეგ წვრილ-წვრილი გამოანაყარის გავრცელების საუკეთესო მიზეზია. რათა გაცხიმიანებულ სახის კანზე არ დაგაყაროთ შეგიძლიათ ბამბის დისკოებით სახეზე დაიყაროთ ცოტაოდენი ბავშვის'ტალკი'. ბავშვის ტალკი სახეს არ მისცემს გამოშრობის საშუალებას, თუმცა არ გააცხიმიანებს დღის მანძილზე. ნუ შეშინდებით რომ ის სახეზე თეთრ კვალს დატოვებს,სწორედ ამიტომაც გადაანაწილეთ ბამბის დისკოთი და შეგიძლიათ შემდეგ მცირეოდენი პუდრა გადაისვათ.

გამოიყენეთ სახის გამწმენდი საშუალებები ცხიმიანი კანისთვის.
თუმცა! თუ კი სახის კანი გამომშრალი და მზისგან გადამწვარი გაქვთ წაისვით ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემები და რადგან ყოველი მიზეზის გადასაჭრელად საბავშვო განყოფილებაში გაგგზავნეთ, ცხელ დღეებში გასაგრილებლად გამოგადგებათ სველი სალფეთქები მხოლოდ ალკოჰოლის გარეშე. ეს სალფეთქები რბილი ტექსტურით გამოირჩევა.

სამარშუტო ტაქსში თუ მსგავს ვითარებაში სველი სალფეთქებით გაიგრილეთ იდაყვები! უფრო სწორად კი ხელის მოსახრელში, ვენებთან. ეს ყველაზე მგრძნობიარე წერტილია სწრაფად გასაგრილებლად. ასევე კისერი და მუხლებს უკანა მონაკვეთი, მოსახრელები. სცადეთ ერთხელ და ამაში თავად დარწმუნდებით.

გაოფლილ სახეს - ხელის გულებით ნუ შეიმშრალებთ!
სჯობს თან ატაროთ მშრალი სალფეთქები. რა თქმა უნდა ერთჯერადი ცხვირსახოცები ძალიან პრაქტიკულია, თუმცა ქაღალდის სალფეთქები ცხიმს უკეთ იწოვს და არ აზიანებს სახის კანს.

რატომ არა ხელით შემშრალება?
რადგან ეს მხოლოდ ოფლის ზედა ფენის მოწმენდაა, თანაც თქვენი ხელები რეალურად უფრო ცხელია ვიდრე სახე! ამგვარად ოფლი კიდევ უფრო მალე მოგაწვებათ

ასევე არ გვირჩევენ ცივი სასმელის ბოთლებით გაგრილებას, რადგან ეს დროებითი ეფექტია და ამ კონტრასტის შეგრძნების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობთ ცხელ ჰავას. სჯობს მშრალი სალფეთქებით შემშრალდეთ და ეცადოთ ოთახში არსებულ ტემპერატუას გაუთანაბრდეთ.

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი!
გახსოვდეთ, კოკა-კოლა და მსგავსი გაზიანი სასმელები შეიცავენ ნივთიერებას, რომელიც მალევე მოგაწყურებთ! ამიტომაც გასაგრილებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა ცივი, ქილის რძიანი ყავა თუ ჩაი.



Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top