15 July 2015      liliana     Views 10 687    
Category: Take Care

10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის

არსებობს უამრავი სტერეოტიპი თუ როგორები უნდა გავხდეთ ქალბატონები, რომ მამაკაცის ყურადღება მოვიპოვოთ. ალბათ ყველას გვინახავს სარეკლამო რგოლები, რომლებშიც ძირითადად აქცენტი სექსუალური და იდეალური სხეულისა და სახის ქალბატონებზეა გაკეთებული, რაც ქმნის სტერეოტიპს, რომ მამაკაცები ქალბატონებში მხოლოდ ვიზუალს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ნამდვილად მცდარი შეხედულებაა. მსოფლიო ისტორიას ახსოვს „ასიმეტრიული“ ბედნიერი წყვილები, რომელთა ხანგრძლივი თანაცხოვრების საიდუმლოც ურთიერთგაგებასა და პატივისცემაშია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე თვისებას, რაც განსაკუთრებით მოსწონთ მამაკაცებს ქალებში და რომლებიც გვეხმარება ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებაში.


10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის

1. ხშირად გაიღიმეთ
ნებისმიერი ქალბატონის სილამაზე მის უნიკალურ ღიმილშია. მამაკაცებს მოსწონთ როცა ქალს მხიარული ხასიათი, კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ხშირად იღიმის.პოზიტიური განწყობა ხშირად შეამსუბუქებს ყველა სირთულეს და ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ.

2. იკითხეთ ბევრი
მამაკაცების უმეტესობას მოსწონს როცა ქალი საინტერესო მთხრობელი და მოსაუბრეა, მოსწონთ როდესაც დისკუსიისას ქალი საინტერესო ისტორიებს ჰყვება. განათლებული ქალბატონები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ მამაკაცებში.

3.ჩაიცვით მოდურად

მამაკაცები ყოველთვის ყურადღებას აქცევენ ქალის ჩაცმულობას .შეეცადეთ მოიხდინოთ თქვენი ინდივიდუალურობის და აღნაგობის შესაბამისად მოხდენილი სამოსი. დაიმახსოვრეთ ,მამაკაცების უმეტესობას ქალბატონები კლასიკურ სამოსში იზიდავთ.

10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის

4.დახვეწილი მანერები
შეეცადეთ შეინარჩუნოთ ფორმალობა მამაკაცთან ურთიერთობისას, ისაუბროთ დახვეწილად, არ გამოიჩინოთ ხშირად ინიციატივები. მამაკაცებს მოსწონთ ქალების ნაზი და სექსუალური ხმა , ისაუბრეთ დაბალი ტონით და მიმზიდველად.

5.ფლირტი
მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალი მათ ფლირტის ელემენტებს ან მინიშნებებს პასუხობს ხოლმე.შეეცადეთ აჰყვეთ კაცებს ფლირტში თქვენთვის მისაღებ დონემდე. ხშირია შემთხვევები რომ საკუთარი მეგობარი ქალბატონების ან მეუღლეების გვერდითაც კი მამაკაცები სხვა ქალბატონებისაკენ მიიწევენ,რომლებიც მის მზერას თუ სხვა მანერას უკანვე პასუხობენ.

6.სასიამოვნო სურნელი
მამაკაცებს მოწონთ როდესაც ქალს გემოვნება არა მხოლოდ მოდური სამოსის არჩევაში არამედ სასიამოვნო სუნამოს შერჩევაშიც აქვთ. არასოდეს გახვიდეთ სახლიდან პაემანზე სუნამოს გარეშე , სასურველია სუნამოს ჰქონდეს ნაზი,გრილი ან ჰაეროვანი სურნელი , ხშირად კაცესბ ქალები ზუსტადაც რომ სასიამოვნო სურნელით ამახსოვრდებათ.

10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის

7.პიროვნულობა
არასოდეს მოატყუოთ მამაკაცი და მითუმეტეს პირველივე შეხვედრისას. იყავით დაკვირვებულები და ამავდროულად გულწრფელები ,არასოდეს ითამაშოთ და იყავით ის რაც ნამდვილად ხართ, ინდივიდუალიზი ქალის ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. გულწრფელობა მამაკაცს თქვენს კეთილგანწყობაშიც დაარწმუნებს.

8.იყავით ძლიერები
მცდარია თქვენი შეხედულება თუ თვლით რომ მამაკაცს ძლიერი ქალები არ მოსწონთ. კაცების უმეტესობას დამოუკიდებელი ქალები იზიდავთ,რომლებსაც საკუთარი ცხოვრება აქვთ და რთულ პერიოდში კაცისთვის მორალური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის გაწევა შეუძლიათ.

9.იყავით ჯანმრთელები
არაერთი გამოკითხვა ადასტურებს რომ მამაკაცებს არ მოსწონთ მწეველი ქალები , რაც მათთვის არაჯანსაღ ცხოვრების სტილთან ასოცირდება. შეეშვით მოწევას, ივარჯიშეთ, იზრუნეთ საკუთარ კანსა და ფიგურაზე და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების სტილით.

10. შეუქმენით მამაკაცს კომფორტი
არასოდეს იწუწუნოთ თქვენს პრობლემებზე გაუთავებლად, გაიგეთ რა სიამოვნებს თქვენს საყვარელ მამაკაცს და შეეცადეთ ხშირად ასიამოვნოთ სიურპრიზებით, პოზიტიურად განეწყოთ მისი მეგობრების მიმართ და დაინტერესდეთ მისი ჰობით თუ სხვა ინტერესის სფეროებით.მსგავსი საქციელით თქვენს საყვარელ ადამიანს აგრძნობინებთ რომ პატივს სცემთ მის ინტერესებს.

10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის
10 მარტივი რჩევა მამაკაცთან ხანგრძლივი ურთიერთობისათვის

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top