;

13 April 2015      Ancho.     Views 1619    
Category: Take Care, Culinary



შვრიის ფაფა
როგორ გავხადოთ სასარგებლო საუზმე გემრიელი


შვრიის ფაფის 5 გემრიელი რეცეპტი


ეს საკვები ნაციონალურ კერძად ითვლება ინგლისში, მაგრამ თავისი სარგებლიანობის გამო მთელს მსოფლიოში მოიხმარება. დიეტოლოგები ტყუილ-უბრალოდ არ ადიდებენ შვრიის ფაფას - ის ყველაზე სასარგებლო საუზმის სახეობაა და ეფექტურად ეხმარება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას. ყველაზე უბრალო შვრიის ფაფაც კი, დამზადებული წყალზე უზრუნველყოფს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებებს. მაგრამ, შვრიის ფაფას სტაბილურად ვერ იხმარენ ისინიც, კი ვინც განსაკუთრებულად ზრუნავს თავის სხეულზე. ამიტომაც, 5 ხერხით გთავაზობთ სასარგებლო, მაგრამ არც ისე გემრიელი საუზმის გადახალისებას.


➨შვრია ნუშითა და ბანანით
დრო: 15წთ


შვრიის ფაფა საუზმეზე წარმატებული დღის საწინდარია. ის წევს ტონუსს და გავსებს ენერგიით მთელი დღის მანძილზე. რომ გავხადოთ, უფრო გემრიელი, უნდა დაბალანსოთ ის ბანანისა და თხილის დამატებით.

ინგრედიენტები
ფაფა:
შვრიის ფანტელები - 1/2 ჭიქა
უცხიმო რძე - 1,5 ჭიქა
დამატება:
ნატურალური იოგურტი - 1/2 ჭიქა
ნუშის ფანტელი - 2 ჩ. ჭიქა
ბანანი - 1/4 დაჭრილი ჭიქაში
თაფლი გემოვნებით

► მომზადების წესი

1 ვხარშავთ შვრიის ფანტელებს რძეზე მომზადებამდე
2 თითოეულ პორციას ვრთავთ იოგურტით, ბაბანს პატარა ნაჭრებით. ბოლოში ვასხავთ თაფლს.





➨შვრია ატმით
დრო: 15წთ


ზაფხულის დილა შვრიის ფაფით, ნაკლებად მოსაწყენი რომ გავხადოთ, ხილის სეზონზე ადვილია. მთავარია სურვილი და ფანტაზია.

ინგრედიენტები
ფაფა:
შვრიის ფანტელები - 1/2 ჭიქა
რძე ან წყალი - 1,5 ჭიქა
დამატება:
მოცვი - 2 ჩაის ჭიქა
ატამი - 1 ც
ხილის წვენი 1 სუფრის კოვზი
ვაფლი გემოვნებით

► მომზადების წესი

1 ვხარშავთ შვრიის ფანტელებს რძეზე ან წყალზე მომზადებამდე, გადმოგვაქ ჯამში და ვასხავთ ხილის წვენს.
2 თითოეულ პორციას ვრთავთ კენკრით:მოცვით, ატმის ნაჭრებით.





➨შვრია შავი ქლიავით და სანელებლებით
დრო: 15წთ


თუ ხელთ არ გაქვთ ხილი ან თხილი, არამარტო სასარგებლო, არამედ საოცრად გემრიელია ჩირითა და სანელებლებით. შეიძლება ვისარგებლოთ ჩირით, შავი ქლიავით, ლეღვით. დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მსუყე საუზმის კეთებას ვართ შეჩვეული.

ინგრედიენტები
ფაფა:
შვრიის ფანტელები - 1 ჭიქა
წყალი - 2,5 ჭიქა
რძე - 1/2 ჭიქა
დამატება:
ჩირი დიდი პეშვით
თაფლი ან შაქარი გემოვნებით
ნიგოზი და დარიჩინი გემოვნებით

► მომზადების წესი

1 შვრიას და ჩირს ვასხავთ წყალს და ვტოვებთ მთელი ღამე.
2 დილით ვამატებთ დარიჩინს, თხილს და ვდგამთ მოსახარშად საშუალო ცეცხლზე 6 წუთით, შემდეგ ვამატებთ რძეს და ვხარშავთ კიდევ 5 წუთი.
3 პორციას ვამატებთ თაფლს ან შაქარს,გემოვნებით შესაძლოა დავამტოთ რძე.






➨შვრია რუსულად
დრო: 15წთ


ეს რეცეპტი ოდნავ რთულია, მაგრამ უფრო მეტად სასარგებლო, რადგან გამოიყენება არა შვრიის ფანტელი, არამედ დაფქვილი შვრია. ფაქტი, რომ შვრიას არ ვხარშავთ მას სძენს უფრო მეტ სასარგებლო თვისებას, მასში უამრავი ფერმენტებია. მომზადებამდე შვრია შეინახეთ დახურულად 2 საათით მაინც, უკეთესია მთელი ღამით. ასე ის უფრო გემრიელი იქნება.

ინგრედიენტები
ფაფა:
შვრია - 1 ჭიქა
წყალი - 2 ჭიქა
დამატება:
კენკრა დიდი პეშვით
ვაშლი 1 ც.
დარიჩინი გემოვნებით

► მომზადების წესი

1 შვრიას ვამატებთ 2 ჭიქა სასმელ წყალს და ვტოვებთ ღამით.
2 დილით ვასხამთ ბლენდერში 1,5 წუთის განმავლობაში.
3 პორციას ვამატებთ დარიჩის, კენკრას, ვაშლის ნაჭრებს, დაქუცმაცებულ თხილს. შეიძლება რძის დამატებაც გემოვნებით.
4 მათ ვისაც ტკბილი უყვარს, შეუძლია დაამატოს გარგარი, ლეღვი, ფინიკი.






➨შვრია თაფლითა და ვაშლით
დრო: 20წთ


ინგრედიენტები
ფაფა:
შვრია - 4 სუფრის კოვზი
წყალი ან უცხიმო რძე - 1 ჭიქა
დამატება:
ვაშლი - 1ც.
თაფლი გემოვნებით

► მომზადების წესი

1 ვიღებთ შვრიას, არა სწრაფად მოსახარშს, არამედ ჩვეულებრივს, რომელიც იხარშება 7-10 წუთი-ის უფრო სასარგებლოა. ამავდროულად ვაშლს ვაცხობთ ქურაში 10-15 წუთი 180-200 გრადუსზე.
2 ვადუღებთ წყალს, ვამატებთ მასში შვრიის ფანტელს და ვხარშავთ ფაფას 10 წუთი, ისე, რომ წყალი მთლიანად აორთქლდეს.
3 გამომცხვარ ვაშლს ვასუფთავებთ კურკებისგან და ვჭრით წვრილ ნაჭრებად.
4 ვავსებთ ფაფას ვაშლით, ვასხავთ რძეს და ვაყოლებთ დიეტურ პურს საუზმეზე.












Category: Take Care, Culinary
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top