;

25 March 2015      sallyzine     Views 5954    
Category: Take Care

როგორ გახდე პოპულარული


რა აქვს ყველა პოპულარულ ადამიანს საერთო? ყველა ერთნაირად იცმევს? ყველას ერთნაირად აქვს თმა? ერთნაირად ლაპარაკობენ? რა თქმა უნდა არა. არ არსებობს ისეთი ჯადოქრობა, რომელსაც შეუძლია გაგხადოს პოპულარული. თუ გინდა რომ იყო პოპულარული მიყევი ამ ნაბიჯებს

როგორ უნდა გახდე პოპულარული
რჩევები თინეიჯერებისთვის და სკოლის მოსწავლეთათვის

როგორ გახდე პოპულარული

1. იყავი თავდაჯერებული
არ არის საჭირო იყო იდიალური, რომ გახდე პოპულარული. გინდაც შორს ხარ იდიალისგან, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს შენი თავის და შესაძლებლობების.

•არ დაიმალო კუთხეში. იყავი ყურადღების ცენტრში ოღონდ საჭირო მომენტში. თუ შენ ბევრ დროს უთმობ იმაზე ფიქრს, რომ ცუდად გამოიყურები, არ იდარდო, იყავი ისეთი როგორიც ხარ. დაიმახსოვრე, თუ შენ გიყვარს შენი თავი, მაშინ ყველას ეყვარები და დაგაფასებენ.
•ეცადე რომ შეგამჩნიონ. აწიე თავი და ყველაფერი დროზე გააკეთე. ადამიანები უფრო კარგად გაგიცნობენ, ნუ გეშინია ხმის ამოღების.
•ნურასდროს ისაუბრებ შენს ნაკლოვანებებზე, ან თუ რა არაკომფორტულად გრძნობ სამოსში თავს, რომელიც იმ მომენტში გმოსავს. ამაზე საუბარი გამართლებული იქნება, თუ ეს არ იქნება წუწუნი და მიუდგები იუმორისტულად.
•მოიტყუე თუნდაც ესე არ იყოს, თუნდაც არ გრძნობდე თავს თავდაჯერებულად. დაანახე სხვებს, რომ შენ შენი შეხედულებები და გათვლა გაქვს ამა თუ იმ საკითხისადმი, არ არის აუცილებელი ყველამ ერთნაირად იაზროვნოს, სწორედ შენ ხარ განსხვავებული და იყავი დარწმუნებული ამაში. მიუდექი ყველაფერს ჭკვიანურად და შენიშნვები რჩევების სახით მოისმინე.
•თავდაჯერებულობას ეგრედ წოდებული სხეულის ენაც აქვს (body language) - იარე თავაწეულმა და თამამად უყურე სამყაროს, ნუ დამალავ თვალებს.


როგორ გახდე პოპულარული

2. წარმოაჩინე თავი
ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ უნდა გადადგა ნაბიჯი შენი კომფორტის ზონიდან. შენ იმიტომ არ ხარ პოპულარული, რომ არ გრძნობ თავს კომფორტულად.
•გააბი საუბარი, იხუმრე, ესაუბრე ბიჭებს, უფროსი თაობის ადამიანებს. დაიმახსოვრე პოპულარულები მაშინ ხდებიან როდესაც შედიან საუბარში და უზიარებენ ხალხს საკუთარ ისტორიებს, ასევე ისმენენ მათგან... მცირედს მაინც.
•დაიმახსოვრე თუ არავინ გელაპარაკება ნუ ელოდები იმას, რომ სხვა მოვიდეს და დაგელაპარაკოს. შენ შეგიძლია ელაპარაკო მათ ვისთანაც არასდროს გილაპარაკია.
თავიდან თითქოს შენ შენ არ ხარ, მაგრამ დაიმახსოვრე, რომ შენ ის ხარ, ვინც გინდა იყო!
•შენ შეიძლება ხარ წყნარი ან უბრალოდ გრცხვენია, მაგრამ უნდა გააკეთო ის რაც შენ გინდა და შეცვალო ყველასთან ურთიერთობა კარგი მხრით.

3. იპოვე შენი სტილი
რომ გახდე პოპულარული არ არის აუცილებელი შეიღებო თმები ვარდისფრად ან გაიკეთო ტატუ. ჩაიცვი როგორც მოგწონს და ისე მოიქეცი, როგორც ფიქრობ რომ უკეთესია შენთვის.
• თუ შენ დაიმალები ფართხუნა სვიტერში მაშინ არავინ შეგამჩნევს, უფრო სწორედ კარგი მხრივ არავინ შეგამჩნევს.
არ არის აუცილებელი იყიდო ის რაც მოდაშია. მაგალითად თუ შენ გაცვია იგივენაირი "ქონვერსები" რაც ყველას სკოლაში და არ მოგწონს ის, ჯობია საერთოდ არ ჩაიცვა, იმიტომ რომ ყველა შეამჩნევს რომ არაკომფორტულად ხარ.
• რასაც ჩაიცმევ ყველაფერი მეტყველებს იმაზე როგორი თავდაჭერა გაქვს.
• კარგია როდესაც ყურადღებას აქცევ შენ თავს, მაგრამ არ უნდა ჩანდეს ისე თითქოს შენ მხოლოდ იმიტომ ცდილობ ამის გაკეთებას, რომ პოპულარული გახდე. ეს იმაზე ცუდია ვიდრე არ გაინტერესებდეს. ამიტომაც თუ ვერ იხდენ მაკიაჟს, ჯობია არ ატარო და არ გაითხაპნო სახე.

როგორ გახდე პოპულარული

4. გარისკე
თუ გინდა რომ იყო პოპულარული ისეთი რაღაცეები გააკეთე რაც ჩვეულებრივად არაკომფორტული იყო შენთვის.
• გარისკე იმ გზით, რომ შენი თავი გააცნო ისეთი როგორიც ხარ და არავის უნახიხარ. დაგეთანხმებით, რთულია საკუთარი ხასიათის გამოვლინება სასკოლო აუდიტორიაში, მაგრამ შეეცადეთ, გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი წარმოაჩინოთ ხასიათი.
• თუ შენ ამოგივა ვარიანტად გარისკვა - გარისკე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზიანო არაა და წაგების შემთხვევაშიც არ დააზიანებს შენს რეპუტაციას.

5. არ მოიქცე ისე თითქოს არ გაინტერესებს.
ნუისე მოიქცევი თითქოს სკოლისთვის ზედმეტად კარგი ხარ.
არ არის აუცილებელი იყო მასწავლებლის "ლეკვი" და უპასუხო ყველა კითხვას სწორედ, მაგრამ ისევ ეს ჯობია ვიდრე ეუხეშო მასწავლებელს.
• რაც არის აუცილებელი პოპულარობისთვის არის ღიმილი. მაგრამ არ არის აუცილებელი იღიმოდე სულ მანიაკივით. მაშინ გაიღიმე, როცა რამე კარგს გეტყვიან ან პირველმა შენ გაუღიმე მისალმებისას. ღიმილი არასდროს არ არის ცუდი, ეს დაგეხმარება ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებაში, რომლებიც შემდგომში მობრუნდებიან შენკენ პოზიტიური ტალღების მისაღებად.
გაეცი რაიმე საინტერესო შენს შესახებ, რატომ უნდა იყო პოპულარული? შთააგონე ხალხი, დაუჭირე მათ მხარი და გაუწიე მოტივაცია, დაეხმარე და მიეცი უფლება გაუზიარო შენი ცხოვრების მომენტები, შექმენი მისაბაძი მაგალითი. ცუდი საქციელით წამიერი პოპულარობის მოპოვებას კი არანაირი ინსტრუქცია არ სჭირდება...

როგორ გახდე პოპულარული


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top