5 March 2015      Ancho.     Views 5 262    
Category: Take Care / Stars



ლამაზმანების საუზმე
მონრო, ბარდო და ლორენი
დღის გემრიელი დასაწყისი სამი ცნობილი მსახიობისგან



მერლინ მონრო



"მე მითხრეს, რომ ჩემი ჩვეულებები საჭმლის მიმართ ცოტა უცნაურია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. იქამდე, სანამ შხაპს მივიღებ, რძეს ქურაზე ვაცხელებ. როდესაც ის გაცხელდება, მასში ვაგდებ 2 კვერცხს, ვტეხავ დანით და ვსვამ, სანამ ჩავიცმევ. სასმელს ვუმატებ ვიტამინის აბებს და ვეჭვობ, რომელიმე ექიმმა ასეთი სასარგებლო საუზმე ურჩიოს მომუშავე გოგონებს, რომლებიც მუდამ სადღაც ჩქარობენ."
-ასე აღწერა მერლინმა თავისი დღის დასაწყისი ერთ-ერთ ინტერვიუში.



უფრო რომ გავერკვეთ, სექსუალური ქალბატონის სპეციალური სასმელი შეიცავს ვიტამინ B-ს, რიბოფლავინს, კალცს, ფოსფორს და 20 გრამ ცილას. შედარებისათვის, პორცია სიმინდის ფანტელებით 1,8 გრამ პროტეინს შეიცავს, ხოლო შვრიის ფაფა 3-ს. ვარსკვლავის საუზმე არ ჰგავს სხვების მიერ მომზადებულ ჩვეულებრივ გოგლი-მოგლს. რატომ არ ვცადოთ, დილა გავატაროთ კინო-ვარსკვლავის სტილში? შეგიძლიათ დაიწყოთ მონროს ვარიანტის ამ ვერსიით:



ფორთოხლის გოგლი-მოგლი

ინგრედიენტები:
კვერცხი — 4ც.
ცივი რძე — 4ჭ.
ფორთოხლის წვენი — 1ჭ.
შაქარი — 6 სუფრის კოვზი
მარილი — 1 ბწკარი
შოკოლადის ბურბუშელა — 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1) გულმოდგინეთ გარეცხეთ კვერცხი სოდით
2) გამოაცალკევეთ ცილა კვერცხის გულისგან და ათქვიფეთ იქამდე სანამ წარმოიქმნება ხშირი ქაფი. (მარილით)
3) კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4) დაამატეთ ფორთოხლის წვენი და რძე. კარგად აურიეთ.
5) აურიეთ ეს ყველაფერი ცილასთან, კარგად აურიეთ, გაანაწილეთ ჭიქებში. უკანასკნელი დეტალი: მოაყარეთ შოკოლადის ბურბუშელა.





ბრიჯიტ ბარდო


მსოფლიო კინო ინდუსტრიის კიდევ ერთი მომხიბვლელი ქერა ქალბატონი (სხვათაშორის ვეგეტარიანელი), შეიძლება დავახასიათოთ მისივე ციტატებით. მიუხედავად იმისა, რომ ბარდო საუზმეზე წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევდა, სადილს არ ივიწყებდა.

"მე ბოსტნეულს მივირთმევ ყოველ ჯერზე როდესაც რაიმე კერძს ვჭამ.
და აუცილებლად - ხილი საუზმეზე"

"უხვი საუზმის შემდეგ ყოველთვის ვიცდი იქამდე, სანამ ისევ არ ვიგრძნობ შიმშილს.
ვცდილობ არ ვჭამო მხოლოდ იმის გამო, რომ -ამის დროა".


"ყოველთვის ვკითხულობ ეტიკეტებს პროდუქტზე, რომელსაც ვყიდულობ.
ვანიჭებს უპირატესობას იმ საკვებს, რომელსაც ნაკლები დამუშავება სჭირდება.
ამას ვარქმევ "ნამდვილ საჭმელს".

" ყოველთვის მაქვს ხელთ სასარგებლო პროდუქტები. შიმშილი ვერასოდეს
ჩამაყენებს გამოუვალ სიტუაციაში-მე ყოველთვის მაქვს ვარიანტი ჩავახშო ის."


გთავაზობთ ბრიჯიტ ბარდოს საუზმის სტილს.


ვეგეტარიანული ომლეტი

ინგრედიენტები:
ყველი — 300-400 გრამი
პომიდორი — 1ც.
ტკბილი წიწაკა — 2 ც.
სოიო — 2 სუფრის კოვზი
ზეითუნის ზეთი
ზაფრანა — 1/2 ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1) ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და დაჭერით პამიდორთან ერთად პატარა ნაჭრებად.
2) დაუმატეთ სოიო
3) ყველი გადმოაწყვეთ ჯამზე, დაამატეთ მარილი, წიწაკა და ზაფრანა. კარგად გაანაწილეთ ყველი ჩანგლით.
4) დაასხით ტაფაზე ზეთი, დააწყვეთ ბოსტნეული. ჩათუშეთ მომზადებამდე. როდესაც რბილები გახდებიან და წვენს გამოყოფენ, დაუმატეთ სოიოში არეული ყველი და კარგად აურიეთ.
5) ჩათუშეთ 3-4 წთ. ყველი რომ გაიჟღინთოს ბოსტნეულის წვენით და არომატული დანამატებით.



გასახდომი კოქტეილი

ინგრედიენტები:
ბანანი — 1ც
კივი — 2ც.
პიტნა — 10 გრამი
წყალი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

1) გაასუფთავეთ კივი. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. თუ გინდათ თავი დაიზღვიოთ სიმწარისგან, თესლები მაქსმალურად მოაშორეთ.
2) გაასუფთავეთ და გაჭერით ბანანი. დაბეგვეთ პიტნა.
3) ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ. არიეთ ერთგვაროვან მასამდე 20 წამი.




სოფი ლორენი


ამ იტალიელი კონკიას დილა დიდი სილამაზის რიტუალია.
დაიმახსოვრეთ წარმატების ფორმულა: წამოდექით დილის 6 საათზე (ლორენი თავად 9 საათზე წვებოდა ხოლმე), ივარჯიშეთ 15 წუთი, ისეირნეთ ნახევარი საათი და შემდეგ საუზმე. "რასაც თქვენ ხედავთ, სპაგეტის უნდა ვუმადლოდე"- სოფი ლორენის საუზმესაც ვერ უწოდებ გამხდარი ქალბატონის რაციონს. ყავა კოფეინის გარეშე და ინგლისური კალორიული ფუნთუშა. 1 საათის შემდეგ კი სენდვიჩი. მსახიობის დიეტის საიდუმლო იმაში არ მდგომარეობს, რომ ის უარს არ ამბობს გასტრონომიულ სიამოვნებებზე, ის უბრალოდ ნებისმიერ საკვებს მიირთმევს პატარ-პატარა პორციებით. კარგი აღნაგობის კიდევ ერთი საიდუმლო ანანასის პორციაა ყოველდღიურად. მას გამოაქვს ზედმეტი სითხე, ეხმარება ცილების დაშლას და კანის რეგენერაციას. 3 თვეში ერთხელ კი ვარსკვლავი განტვირთვას აკეთებს-3დღე ერთი და იგივე დიეტას იცავს. აი ასე გამოიყურება მისი რაციონი-ნამდვილად გემრიელად.



პირველი დღე

საუზმე : 1 კვერცხი და 170 გრამი ფორთოხლის წვენი
სადილი: 60 გრამი ინდაური, ბოსტნეულის სალათა და უცხიმო ხაჭო
ვახშამი: ისპანახის სალათა, 115 გრამი პასტა კრევეტებით და ვაშლი

მეორე დღე

საუზმე: უცხიმო რძე
სადილი: ნახევარი ჭიქა ხაჭო და ხილის სალათა
ვახშამი: სალათის ფურცლები, 115 გრამი სპაგეტი სამარხო ინდაურის გუფთით. დესერტად მსხალი.

მესამე დღე

საუზმე: არაკალორიული ყველის ნაჭერი.
სადილი: მოხარშული ქათამი და 115 გრამი მწვანილი
ვახშამი: 170 გრამი ლაზანია არაკალორიული ყველით. 1-2 ატამი.



Category: Take Care / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top