21 February 2015      TataNakani     Views 9 818    
Category: Take Care / Interior

რჩევები თქვენი სახლის თითოეული სივრცის სრულად გამოყენებისათვის

თქვენს სახლში არის ინტერიერი, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზეა და სივრცესაც მორგებულია. თუმცა, ყველგან მოიძებნება ის აუთვისებელი და უსარგებლო სივრცე, რომელსაც ვერაფერში იყენებთ. პატარა და გამოუყენებული სივრცე კი შესაძლოა თქვენი ოთახების მთავარი და მიმზიდველი ადგილი გახდეს.

მთავარია, ის ჭკვიანურად გამოიყენოთ!
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს თუ როგორ შეიძლება შეავსოთ და გამოიყენოთ თქვენი სახლის უსარგებლო სივრცეები.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, გამოიყენეთ თქვენი სახლის თითოეული ცარიელი კუთხე.

სივრცე თქვენს აივანზე

გამოიყენეთ თქვენი აივნის სივრცე მაქსიმალურად. ამინდის შესაბამისად მოაწყვეთ თქვენი აივანი, ისე რომ ის თქვენი მეგობრებისა და თქვენი შეხვედრის საყვარელი ადგილი გახდეს. დადგით პატარა მაგიდა, სკამები და ყვავილები. აითვისეთ სივრცე და არ დაგავიწყდეთ ამინდის გათვალისწინება. საგაზაფხულო და საზაფხულო სეზონისთვის დაიწყეთ ფიქრი თქვენი აივნის ინტერიერით დატვირთვაზე.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


სივრცე შემოსასვლელ დერეფანში

სახლში შემოსვლისთანავე თქვენი სტუმარი პირველ შთაბეჭდილებას თქვენი შესასვლელი დერეფნიდან იღებს. მოაწყვეთ ის ლამაზად და კომფორტულად. თავისუფალ სივრცეზე დაკიდეთ ჩამოსაკიდი თქვენი პალტოებისათვის. ქვემოთ კი თქვენი ლამაზი და საყვარელი ფეხსაცმელები დააწყვეთ.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


სივრცე თქვენს სამზარეულოში

სამზარეულოში კიდევ ერთი ან ორი თარო გამოუყენებელი ვერ დაგრჩებათ. აითვისეთ კედლების სივრცე და თაროების დახმარებით უფრო კომფორტული გახადეთ თქვენი მზარეულის ამპლუა. დაამატეთ თაროები ცარიელ და გამოუყენებლ ადგილას.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


ცარიელი სამუშაო სივრცე

გაიხალისეთ თქვენი მუშობის პროცესი. სამუშაო მაგიდასთან გამოიყენეთ პრინტიანი შპალერი, რომელიც სულ სხვა ეფექტს მოახდენს თქვენზე და თქვენს სტუმრებზე. თეთრი და ცარიელი სივრცე შეცვალეთ ლამაზი პოსტერებითა და გემოვნებიანი შპალერით.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


სივრცე სასტუმრო ოთახში

ორიგინალური იდეა თქვენთვის! გაამრავალფეროვნეთ თქვენი სასტუმრო ოთახი, დადგით სარკის წინ თქვენი პატარა სამუშაო მაგიდა, იმ შემთხვევაში თუ სასტუმრო ოთახი თქვენს სამუშაო ადგილს ითავსებს.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


პატარა სასადილო კუთხე

თქვენს სამზარეულოში პატარა სასადილო კუთხეა? ეს არ იქნება პრობლემა თუ პატარა სივრცეს მოდურად და კომპაქტურად გამოიყენებთ. მრგვალ მაგიდასა და სკამებს დიდი სივრცე არ სჭირდება. გამოიყენეთ თქვენი სასადილო კუთხე და კედელზე საყვარელი ნახატი დაკიდეთ.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


სივრცე საძინებელ ოთახში

თუ თქვენი საძინებელი პატარაა, ნებისმიერი სივრცე უნდა გამოიყენოთ. ლოგინის გვერდით გრძელი და ვიწრო კომოდი თქვენთვის კომფორტული იქნება.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


გამოიყენეთ თქვენი საყვარელი და მოდური ნივთები თქვენი ინტერიერისათვის. ლამაზი და საყვარელი ნივთების მუდმივად ხილვა თქვენს ოთახზეც და განწყობაზეც დადებითად აისახება.

რჩევები სახლის გამოუყენებელი სივრცეების ასათვისებლად


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Take Care / Interior
Tags:

Share it
Comments
Back to Top