;

20 February 2015      Medea♥     Views 8383    
Category: Take Care

Simple Cooking: იდეები ლანჩისა და სნექებისთვის

angel.ge და კულინარიული ბლოგი cookingblog4u.blogspot.com აგრძელებენ საერთო პროექტს "Simple Cooking". პირველი პოსტში თქვენ იხილეთ 5 მარტივი იდეა საუზმისთვის, ახლა კი გთავაზობთ 5 რეცეპტს ლანჩისა და სნექებისთვის, წასახემსებლებისთვის. სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად ნუ მიმართავთ, ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს. ამავდროულად, ზედმეტი კალორიების მიღება თქვენს წონაზეც ცუდად აისახება. ნუ დაიზარებთ და წინა დღით მოიმზადეთ რაიმე სამსახურში/სკოლაში/უნივერსიტეტში წასაღებად. შთაგონებისთვის ეს სტატია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Simple Cooking: 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის

1) ჟოლოს მილქშეიკი:
მასალა:
250 მლ. ცივი რძე
1/2 ჩ.ჭ. ჟოლო
2 ჩ.კ. შაქარი (შეგიძლიათ შეცვალოთ რაოდენობა, გემოვნებისდამიხედვით)

მომზადება:
სამივე ინგრედიენტი ბლენდერჩი მოათავსეთ და 1 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე. გამოდის 2 ჭიქა :)

P.S. ჟოლო შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი საყვარელი ხილით შეცვალოთ.

Simple Cooking: 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის

2) შოკოლადის გულები ქოქოსით
დაგჭირდებათ:
• 250 გ. შოკოლადი
• 1/3 ჩ.ჭ. ქოქოსის ფანტელები
• 50 მლ. ნაღები

მომზადება:
• ქოქოსის ფანტელები გადაიტანეთ საცხობ ფატაზე და შედგით აირღუმელში რამდენიმე წუთით, როცა ღია ყავისფერი გახდება გამოიღეთ.
• შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ ნაღები და ქოქოსის ფანტელები. კარგად აურიეთ.
• გაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით.

Simple Cooking: 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის

3) გამომცხვარი კარტოფილი ძეხვითა და ყველით

დაგჭირდებათ: კარტოფილი,
ყველი (გახეხილი)
ძეხვი (წვრილად დაჭრილი)
მწვანე ხახვი (წვრილად დაჭრილი)
კარაქი
(პროპორციები თავად განსაზღვრეთ :) )

მომზადება: კარგად გარეცხეთ კარტოფილი. შემდეგ დაჭერით თხლად. თითოეულ ნაჭერს ორივე მხრიდან წაუსვით კარაქი. მოაყარეთ ყველი, მწვანე ხახვი და ძეხვი. შედგით 240 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-40 წუთი. როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.

Simple Cooking: 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის

4) კომბოსტოსა და კარტოფილის სალათა

მასალა:
1 პატარა ახალი კომბოსტო
3 კარტოფილი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
6 ღერი მწვანე ხახვი
1 პატარა ხახვი
1 ბულგრული წიწაკა
ზეთი
მარილი გემოვნებით

მომზადება:
კომბოსტოს ქორფა ფურცლები მსხვილად დავჭრათ. კარტოფილი მოვხარშოთ და გაგრილებული საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ. მწვანილი წვრილად, ხახვი მრგვალად, ბულგარული წიწაკა კი გრძელ ნაჭრებად დავჭრათ. ყველა ეს ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი (გემოვნებით) მოვასხათ ზეთი და ამოვურიოთ.

Simple Cooking: 5 იდეა ლანჩისა და სნექებისთვის

5)ტრიუფელები:
მასალა:
400 გ კარაქი (თუ მარხვაზე ხართ დაჩა ან სხვა მცენარეული კარაქი)
1 ჭიქა შაქარი (200 მლ-იანი ჭიქით)
დაახლოებით 500 გ შვრიის ფანტელი
25 გ. კაკაო
100 გ. ქოქოსის ფანტელები

მომზადება:
კარაქი და შაქარი ხელით კარგად ასრისეთ, ნელ-ნელა დაამატეთ შვრიის ფანტელი და შეურიეთ ერთმანეთს. უნდა მიიღოთ ისეთი მასა რომლის დამრგვალებაც ადვილია. ხელზე უნდა ეკვრებოდეს. შემდეგ დაუმატეთ კაკაო და აურიეთ. ერთიანი მასა შედგით მაცივარში, საყინულესთან ახლოს და არა საყინულეში. გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გამოიღეთ და სასურველი ზომის ბურთულები გააკეთეთ. ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, კაკაოში ან საკონდიტრო ფერად შაქრებში. შემდეგ ისევ შედგით მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათი.

მეტი საინტერესო რეცეპტი იხილეთ კულინარიულ ბლოგზე: cookingblog4u.blogspot.com
ასევე იხილეთ Facebook გვერდი: www.facebook.com/Cookingblog4u


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top