;

19 February 2015      Ancho.     Views 6787    
Category: Take Care, Stars

http://38.media.tumblr.com/tumblr_m2lcuf16VX1rnketao1_500.gif


როგორ დგებიან ფორმაში ცნობილი მოდელები ორსულობის შემდეგ

მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ისინი ბრწყინავენ წითელ ხალიჩაზე და იდეალური სხეულის დემონსტრირებას ახდენენ პოდიუმზე. ყოველთვის აღტაცებაში მოვყავართ მათი სხეულის იდეალურ ტრანსფორმაციებს. ცნობილი ჟურნალები ცდილობენ გაარკვიონ როგორ გამოსდით მოდელებს ფორმაში ჩადგომა მინიმალურად მოკლე დროში.

http://38.media.tumblr.com/a8e6797933a4a57ee67acfe849fd7169/tumblr_mf6rnv3yyA1s0s71do1_500.gif

ნატალია ვოდიანოვა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს სუსტი და ბავშვური ღიმილის მქონე მოდელი ცოტა ხნის უკვე მეოთხედ გახდა დედა. ნატაშა აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა ორსულობის დროს, იღებდა მონაწილეობას ღია ფოტოსესიებში და განაგრძობდა საქველმოქმედო მისიით მსოფლიოში მოგზაურობას.

ყველა ინტერვიუში მოდელი ამბობს, რომ ზედმეტი კილოგრამები თავისით მიდის (გენეტიკის დამსახურებით). რაც შეეხება ფიგურის ტონუსში ყოფნას, ნატალიას ნიღბები, წყალმცენარეების აბაზანები და თიხით დაფარვა შველის.
http://images2.cosmopolitan.ru/upload/gallery/b54/b54ca36d8dcd237e5e483916e63e57c3.jpg
http://images1.cosmopolitan.ru/upload/gallery/b90/b90b4bcf1049122fc167d663b469553e.jpg


დოუცენ კრუზი

ივლისის ბოლოს, ჰოლანდიელი მოდელი მეორეჯერ გახდა დედა და როგორც პირველ ჯერზე, ეხლაც ნახევარ წელზე ცოტა დრო ჰქონდა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზთა რიგებში ჩასადგომად.

მოდელის მთავარი დამხმარე ფორმაში დასაბრუნებლად რთული ფიზიკური ტრენინგი აღმოჩნდა: კუნთებზე ძლიერი დატვირთვა, პრესისა და ზურგის ვარჯიშები. ამასთან, კრუზმა რაციონიდან მთლიანად ამოიღო ნახშირწყლები და შეცვალა ის ცილის შემცვლელი საკვებით. ასევე დოუცენი განტვირთვას ახერხებს წვენების საშუალებით, ის ყოველი ჩვენების წინ ამხნევებს თავის ორგანიზმს მათი მეშვეობით.

http://images3.cosmopolitan.ru/upload/gallery/414/414d041253bd522fa46c5bea93da78f9.jpg
http://images4.cosmopolitan.ru/upload/gallery/9c3/9c31939168b915e0afd303ba28410f1f.jpg


მირანდა ქერი

ზოგიერთ მოდელს მშობიარობა წაადგა კიდეც. მაგალითად მირანდა ქერს. ავსტრალიელის მკაცრმა ფიგურამ უკვე მიმზიდველი ფორმები მიიღო. სწორედ ფლინზე მშობიარობის შემდეგ მისცეს უფლება მირანდას წარმოედგინა ბრენდის ლეგენდარული ბიუსჰალტერი Very Sexy Fantasy Bra, რომელიც ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი.

კარიერაში მნიშნელოვანი ეტაპისათვის მოსამზადებლად მასაც წელიწადნახევარზე ნაკლები დრო ჰქონდა. ამიტომაც ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ, მან დაიწყო იოგა პილატესით დაკავება. მისი რაციონი მკაცრად იყო განსაზღვრული. დილა იწყებოდა ხილით, კვერცხით, ავოკადოთი. სადილად გამოწერილი ჰქონდა ზღვის პროდუქტების ან ბოსტნეულის სალათა ხოლო ვახშმად თევზი ან ორთქლზე მოხარშულ სტეიკი.

http://images5.cosmopolitan.ru/upload/gallery/3a6/3a65a551cd3dfe52e9fe3a0e95eb1b19.jpg
http://images1.cosmopolitan.ru/upload/gallery/23f/23fe9ea5d5ab4bde58b10ab8ea11414d.jpg


ჟიზელ ბიუნდჰენი

ჟიზელმა ფორმაში ჩასადგომად მომზადება ორსულობიანვე დაიწყო. ის გატაცებული იყო იოგითა და მედიტაციებით, მშობიარობის შემდეგ კი საბრძოლო ხელოვნების ნაირსახეობით კუნგფუთი დაკავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში დღის მანძილზე.

იმისათვის, რომ სწრაფად დაბრუნებოდა ყოფილ აღნაგობას, მას რაციონის შეცვლაც მოუწია. მოდელმა კვების სპეციალური სისტემა დაინიშნა: მხოლოდ 1500 კალორია დღეში.

http://images5.cosmopolitan.ru/upload/gallery/e35/e359bbce4aa843c4c7eccd05c2a68c2f.jpg
http://images4.cosmopolitan.ru/upload/gallery/322/3223e77bc14159a174c40b689277dc3c.jpg
http://images3.cosmopolitan.ru/upload/gallery/bc8/bc8085f1de3a6ffbff6b898d94f37cf0.jpg


ჰაიდი კლუმი

ამ 41 წლის ქალის შემყურე, ძნელია დაიჯერო, რომ ის 4 შვილის დედაა. ორსულობის დროს ჰაიდი არცერთხელ არ იწესებდა აკრძალვებს და ყოველ ჯერზე 20 კილოზე მეტს იმატებდა ხოლმე. მაგრამ, ორსულობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ის იმდენაც საოცარ ფორმაში ბრუნდებოდა, რომ მზად იყო თვალისმომჭრელად ეპოზიორა ვიქტორია სექრეტისათვის პოდიუმზე.

კლუმი თავის საიდუმლოს შემდეგნაირად ხსნის: გარდა მკაცრი დიეტისა და რეგულარული ვარჯიშისა, ის დიდ დროს ატარებდა ბავშვებთან ერთად: ხტოდა მათთან ერთად ბატუტზე, თამაშობდა აქტიურ თამაშებს და დარბოდა მათთან ერთად.

http://images2.cosmopolitan.ru/upload/gallery/035/035fc32a0aa850cf28778927e322285e.jpg
http://images3.cosmopolitan.ru/upload/gallery/5cf/5cf1fe331bd7613d8520c8eeb64be01c.jpg


ალესანდრა ამბროსიო

ერთ-ერთ ინტერვიუში ალესანდრა გამოტყდა, რომ ზედმეტი კილოგრამები ადვილად ჩამოშორდა, სხეულის ყოფილი ელასტიურობის დაბრუნებაში კი ტრენერი დაეხმარა. "ტრენაჟორები და სირბილი-ეს საოცრად მომაბეზრებელი და სასიკვდილოდ მოსაწყენია. პროფესიონალმა ტრენერმა კი იცის როგორ დაგაინტერესოს. ჩემი ვარჯიშები კაპოიერასა და სამბას მიქსი იყო, ძალიან ეფექტური და რაც მთავარია სახალისო".

იმისათვის, რომ არ გამოკლებოდა ბრენდის ყოვეწლიურ ჩვენებას, მას რაციონიდან შაქრის და ცომეულის შემცვლელი პროდუქტის ამოღება მოუწია.

http://images2.cosmopolitan.ru/upload/gallery/b41/b4163993f877f34c7b9c94180fa1bbe4.jpg
http://images3.cosmopolitan.ru/upload/gallery/bf8/bf8dd399e13eff08454a18a89b757bc5.jpg


ადრიანა ლიმა

ადრიანა ლიმას კი უფრო რთულად ჰქონდა საქმე, ვიდრე მის კოლეგებს. ორსულობის დროს მომატებული კილოგრამების დასაკლებად მას ორი თვე ჰქონდა. მოდელი ყოველდღიურად ვარჯიშობდა ბოქსს(თავის საყვარელ სპორტის სახეობას) და თავის "ფიტნეს რაციონს" გულის კუნთის ვარჯიშებს უმატებდა. ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე კი ლიმა მკაცრ დიეტას იცავდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წყლისგან და სპეციალური პროტეინების კოქტეილებისგან შედგებოდა.

http://images4.cosmopolitan.ru/upload/gallery/365/3659b308b3152b1d1c9b413b3cc89b85.jpg
http://images5.cosmopolitan.ru/upload/gallery/b9a/b9af6ab85c286efbd26632a24cb37d1d.jpg


Category: Take Care, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top