;

12 February 2015      Medea♥     Views 5383    
Category: Take Care

Simple Cooking:
5 რეცეპტი საუზმისთვის


angel.ge კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს კულინარიულ ბლოგთან ერთად cookingblog4u.blogspot.com რეცეპტები, რომლებსაც შემოგთავაზებთ იქნება მარტივი, განსხვავებული, სასარგებლო და, რა თქმა უნდა, გემრიელი. თქვენ ალბათ ხშირად შეგხვედრიათ YouTube-ის არხებზე ვიდეოები სახელწოდებით:back to school: breakfast ideas, snack and lunch ideas. ეს პროექტიც ზემოთ აღნიშნულის მსგავსი იქნება, თუმცა ამავდროულად თქვენ ისწავლით ისეთი კერძების მომზადებას, რომლებიც წვეულებებისა და პიკნიკებისთვისაც კარგი არჩევანი იქნება. პერიოდულად ვიდეო რეცეპტებსაც იხილავთ.

დღეს სწრაფად მოსამზადებელ საუზმის რეცეპტებს გასწავლით. იხილეთ სტატია და დაივიწყეთ დღის საუზმის გარეშე დაწყება. დილით ჭამა არ ასუქებს, ამიტომ აირჩიეთ ნოყიერი და ენერგიით მდიდარი კერძები, მიღებული კალორიების დახარჯვას დღის განმავლობაში აუცილებლად შეძლებთ. ასე ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და სასურველ ფორმებსაც.



1) კვერცხის შეწვის განსხვავებული გზა,
ორიგინალურიცაა და გემრიელიც.

2 კვერცხი ათქვიფეთ 2 ს.კ. მაწონთან ერთად. დაამატეთ წითელი წიწაკა, პილპილი, მარილი გემოვნებით. პური საშუალო სისქის ზომებად დაჭერით, შუა ნაწილი ამოჭერით. ტაფა გააცხელეთ, მოასხით ზეთი და 2 ნაჭერი პური მოათავსეთ. რამდენიმე წუთში მათ შუაგულებში ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი. სანამ ბოლომდე შეიწვება მოაყარეთ გახეხილი ან წვრილდ დაჭრილი ყველი. 2 წუთში მზადაა :)



2) შვრიის საუზმე
შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ხილით.

1/4 ჩ.ჭ. შვრია, 1/4 ჩ.ჭ. რძე, 1/4 ჩ.ჭ. იოგურტი ან მაწონი, 1/4 ჩ.ჭ. დაჭრილ სასურველი ხილი მოათავსეთ ერთ ქილაში, დაამატეთ ცოტა ვანილი. ქილას დაახურეთ თავსაფარი და რამდენჯერმე შეარხიეთ. შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით კი გემრიელად მიირთვით.





3) "მაგ ქეიქი" ნამცხვარი ჭიქაში,
სულ რამდენიმე წუთში.

4 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. კაკაო
1 კვერცხი
3 ს.კ. რძე ან წყალი
3 ს.კ. ზეთი
ვანილინი

ცხვება 200 გრადუსზე 5 წუთი.



4) სმუზი-ხილის არჩევა გემოვნების მიხედვით აქაც შეგიძლიათ.
გთავაზობთ ბანანისა და ანანასის სმუზს

ინგრედიენტები:
1 1/2 ჩ.ჭ. ანანასი
1 ბანანი
1/2 ჩ.ჭ. ანანასის წვენი ან წყალი
1/2 ჩ.ჭ. ყინული
1/2 ჩ.ჭ. იოგურტი


მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და
დააბლენდერეთ რამდენიმე წუთით.



5) ლავაში ყველით- ესეც უმარტივესია.
ლავაშს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გადაახვიეთ და დაატოსტერეთ.

კულინარიული ბლოგი: cookingblog4u.blogspot.com/
facebook-ის გვერდი: www.facebook.com/Cookingblog4u


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top