29 January 2015      slimshady     Views 7 310    
Category: Take Care

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?


თქვენ შეიძლება ყოველ დილას აბაზანაში სიმღერით იწყებთ, ან და შეიძლება დაბანა დღის ყველაზე საშინელ ნაწილს წარმოადგენდეს და ყოველთვის ბოლოსთვის იტოვებდეთ. მაგრამ ალბათ ყველას აინტერესებს თუ რამდენჯერ უნდა იბანდეს ადამიანი კვირის განმავლობაში?

განსხვავებით თავის დაბანისგან, რომლის სიხშირე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული თმის თავისებურებებსა და შამპუნის ტიპზე,მეცნიერებმა ტანის დაბანის რეკომენდირებული რაოდენობა დაადგინეს კვირის განმავლობაში. გაგიკვირდებათ და ძალიან ხშირი დაბანა არათუ სასარგებლო, არამედ კანისთვის საზიანოც კია, რადგანაც ცხელი წყალი და საპონი კანს ბუნებრივ ზეთს აშორებენ, რომელიც გვიცავს და ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის მას. ამას გარდა კანიდან ის "სასარგებლო" ბაქტერიები გამოდიან, რომელთა ადგილს შემდეგ ჭუჭყი დაიკავებს და შესაბამისად ინფექციის რისკი გაიზრდება. ამიტომაც დერმატოლოგები გვირჩევენ 2-3 დღეში ერთხელ დაბანას.


დაბანის სიხშირით ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა.როგორც ცნობილია,მოსახლეობის უმრავლესობა აქ ტანს დღეში ორჯერ იბანს,რაც როგორც აღვნიშნეთ,სრულებით არ არის აუცილებელი!

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?
რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?


თუკი თქვენ მისდევთ ცხოვრების აქტიურ სტილს და ვარჯიშის/ფიზიკური დატვირთვის შედეგად ოფლიანდებით,შეგიძლიათ გაოფლიანებული სხეულის ნაწილები წყლით ან სველი ხელსახოცით გაისუფთაოთ.

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ,რომ ჩვილების ყოველდღიური დაბანა არაა საჭირო,რადგანაც ადრეულ ასაკში ბაქტერიების მოქმედება კანზე მას მომავალში უფრო მტკიცეს და არამგრძნობიარეს გახდის.

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?

ისინი ვინც ყოველდღე იბანენ თვლიან,რომ ვინც ასე არ იქცევა ბინძურია და ეს მიუღებლად მიაჩნიათ,მაგრამ ეს ყველაფერი "კულტურული ფენომენია",რაც იმას ნიშნავს,რომ წლების განმავლობაში საზოგადოების აზროვნებაში დამყარდა ასეთი აზრი და მისი უმრავლესობა ხშირ დაბანას სწორედ სოციალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მიმართავს.სინამდვილეში უმრავლესობის მხოლოდ სახე და ხელები ექცევა ჭუჭყისა და ბაქტერიების ზემოქმედების ქვეშ,ამიტომ დღეში რამდენჯერმე დაბანა სხეულის ამ ნაწილების აუცილებელია!


რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?

რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი?

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top