12 November 2014      te_te_e     Views 8 057    
Category: Take Care

7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
7 ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

ადაიანების უმრავლესობას მუდმივად აწუხებს კანის პრობლემები, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე, გამონაყარი, აკნე და ა.შ მინდა შემოგთავაზოთ სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელი ნიღბები სხვადასხვა ტიპის კანისთვის, რომელიც დაგიზოგავთ ბიუჯეტს და თქვენს კანს ბრწყინვალებას დაუბრუნებს.

თუ გაქვთ ცხიმიანი კანი

ბანანის და თაფლის ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
"ჭარბი ცხიმი ყოველთვის აზიენებს კანს და იწვევს გამონაყარს"- ბანინი შეიცავს თუთიას და ვიტამინ C, რომელიც ებრძვის აკნეს, კურნავს მას და ასევე აკონტროლებს კანის ბუნებრივ ცხიმიანობას. ნიღაბი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველ საშუალებად.

მომზადება და მოხმარება: დავჭყლიტოთ ერთი მთლიანი ბანანი, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და რამოდენიმე წვეთი ლიმონი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავიდოთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში. დროს გასვლის შემდეგ მოვიშოროთ ნიღაბი თბილ წყალში დასველებული პირსახოცით და გავიმშრალოთ სახე.

გოგრის და თაფლის ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
ეს ნიღაბი არაჩვეულებრივი საშუალებაა რათა ნატურალური გზით მოვიცილოთ მკვდარი კანი სახიდან. გარდა ამისა ნატურალურ თაფლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამიტომაც შესანიშნავი ინგრედიენტია გამონაყარის გასაქრობად.

მომზადება და მოხმარება: 1 მოხარშულ დაჭყლეტილ გოგრას დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ნაღები და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თუ გაქვთ აკნე

ასპირინის სახის ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
ეს ნიღაბი პირდაპირ მიმართულია გამონაყარის ჩაქრობისკენ და ასევე ასპირინი პირდაპირი გზით მკურნალობს და აქრობს გამონაყარის გამომწვევ მიზეზს.

მომზადება და მოხმარება: დაფხვენით 2-3 აბი ასპირინი პატარა ჭურჭელში და დაუმატეთ წყალი ისეთი რაოდენობით რომ მივიღოთ კრემისებური მასა. უმჯობესი იქნება თუ დაუმატებთ შემთბარი თაფლის რამოდენიმე წვეთს. მიღებული მასა წაისვით სახეზე და დაელოდეთ გაშრობას (დაახლოებით 10 წუთი) და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ქლიავის ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
ეს ნიღაბი განსაკუთრებით კარგია აკნეთი დაავადებული კანისთვის, მაგრამ ამასთანავე ნიღაბს შეუძლია გამოაცოცხლოს თქვენი კანი. გარდა იმისა, რომ ქლიავი შეიცავს A, C, E, K, და B ვიტამინების კომპლექსს, იგი ასევე მდიდარია ბეტა კაროტინით, რკინით, კალიუმით და მაგნიუმით. ქლიავის გამოყენებით თქვენ იცავთ უკრედებს ანთების გამომწვევი თავისუფალი რადიკალებისგან და ამავდროულად ეხმარებით კანს ელასტიურობის შენარჩუნებაში.

მომზადება და მოხმარება: დაჭყლიტეთ 3-4 ცალი გათლილი ქლიავი, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი turmeric, 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სუფრის კოვზი უშაქრო იოგურტი ან მაწონი. დაიმასაჯეთ სახე მიღებული მასით და გაიჩერეთ 10-15 წუთით შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თუ გაქვთ მშრალი კანი

ალოე ვერას და ავოკადოს ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

ავოკადო მდიდარია ცხიმიანი უჯრედებით და ვიტამინებით, რომლებიც ატენიანებენ კანის უჯრედებს, ტოვებენ დატენიანებულს დიდხანს და კურნავს მშრალ კანს. ალოე ვერა ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

მომზადება და მოხმარება: დაჭყლიტეთ ნახევარი ავოკადო, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი, 1 სუფრის კოვზი მშრალი შვრია (გერკულესი) და 1 სუფრის კოვზი თბილი თაფლი. მიღებული მასა დაიტანეთ სუფთა და მშრალ კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლიანი კრემი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

ყველაზე მარტივი საშუალება მშრალი კანის წინააღმდეგ თაფლიანი დამატენიანებელი კრემია. უბრალოდ დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი კრემს და წაისვით სახეზე. ეს ნაზავი უფრო მეტად დაატენიანებს თქვენს კანს.

მომზადება და მოხმარება: უბრალოდ დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ დამატენიანებელ კრემს რამოდენიმე წვეთი თაფლი და წაისვით სახეზე როგორც კრემი.

თუ გაქვთ წითელი კანი

კიტრის და შვრიის ნიღაბი
7  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

ამ ორი ინგრედიენტის ნაზავს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ანთება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს.

მომზადება და მოხმარება: 1 ჭიქა მოხარშულ შვრიას დაუმატეთ გახეხილი კიტრი. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ სახიდან თბილი სველი პირსახოცით.

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top