;

7 November 2014      te_te_e     Views 7179    
Category: Take Care

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
კვება ძილის წინ ბევრი პრობლების საწინდარია, მაგალითად ცუდი ძილის და წონაში მომატების. ძილის წინ კვებამ შეიძლება ასევე დიდი ზიანი მიაყენოს ყელის და საყლაპავი მილის ქსოვილებს. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის რა არის გულძმარვა, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ღამის არასწორი კვებაა. ასევე არსებობს გულძმარვის კიდევ ერთი ფორმა, რომელსაც ჩუმ გულძმარვას უწოდებენ და "გულის წვით" გამოიხატება. როგორც წესი ეს პროცესი შეუჩნეველია. Jamie Koufman-ის მიერ ჩატარებულ კვლევების საფუძველზე, რომელსაც იგი 30 წლის მანძილზე ატარებდა, დადასტურდა რომ ამერიკელების 50%-ს სწორედ ჩუმი გულძმარვა აწუხებს. ექიმი გვირჩევს ვახშამი დაწოლამდე 3 საათით ადრე მივირთვათ, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა გადავხედოთ კვების რაციონს რათა ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები არ მოხვდნენ მასში.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
1. ალკოჰოლი
ალკოჰოლი ადუნებს მილებს რომლებიც უკავშირდება კუჭს და საყლაპავს. როდესაც ვიღებთ სასმელს ძილის წინ, სხეული ვერ ინახავს საკვებს იქ სადაც საჭიროა ანუ კუჭში. სწორედ ამიტომ უმეტეს შემთხვევაში შეგაწუხებთ გულძმარვა.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
2. გაზიანი სასმელი
გაზიანი სასმელები შეიცავს უფრო მეტ მჟავას ვიდრე აღმოჩენილია ბუნებაში. მისი მიღებაც ისევე როგორც ალკოჰოლი აზიანებს მილებს და იგივე ეფექტს იძლევა და ასევე ზრდის კუჭის წნევას.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
3. შოკოლადი
შოკოლადი მდიდარია ცხიმებით - რომლებიც ასევე ადუნებს მილებს. შოკოლადი ასევე შეიცავს კოფეინს და ნაკლებად ცნობილ სტიმულატოს რომელსაც თეობრომინი ეწოდება, რომელის შოკოლადს უფრო გემრიელს ხდის.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
4. ყველი
ეს არის კიდევ ერთი ცხიმიანი საკვები მაგრამ თუ თქვენ მაინც შეყვარებული ხართ ყველზე, ჯობს მიირთვათ მაგარი ყველის სახეობები როგორიცაა მაგალითად პარმეზანი და შვეიცარიული ყველი, რომლებიც ისე არ აზიანებენ მილებს როგორც მაგალითად რბილი სახის ყველი, როგორიცაა ფეტა და მოცარელა - დიახ, რაც იმას ნიშნავს რომ არ უნდა მიირთვათ პიცა.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
5. თხილი
იმ ფაქტის გარდა რომ თხილი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მაინც უნდა ამოვიღოთ ვახშმის რაციონიდან. აკაჟუები, ნიგოზი, მაკადამია და არაქისი არის ყველაზე უარესი საკვები, ხოლო ფისტები და ნუში შედარებით მისაღებია.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
6. ციტრუსი
ციტრუსი ასევე მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა. ფორთოხლის და მწვანე ვაშლის წვენი ყველაზე ცუდი არჩევანია ვახშმისას, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის წითელი ვაშლი პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ ციტრუსის მიღება უფრო მეტად თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეფექტს მოახდენს.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
7. ყავა
ყავა ნაწილობრივ გამოირჩევა მჟავიანობით, მაგრამ სამაგიეროს შეიცავს კოფეინს, რომელიც იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას. თუ მაინც უპირატესობას ანიჭებთ ყავას ეცადეთ მიირთვათ ნაკლებ მჟავიანი ყავა.

7 პროდუქტი რომლის ღამით მიღებაც "აკრძალულია"
ექიმი Jamie Koufman გვირჩევს ღამის საათებში მივირთვათ ნაკლებმჟავიანი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად ბანანი, ან უშაქრო მარცვლეულის ფაფა ნაკლებცხიმიანი რძით, ან მისი საყვარელი გვირილის ჩაი.


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top