5 November 2014      te_te_e     Views 7 062    
Category: Take Care

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
7 შემოდგომის პროდუქტი წონაში დასაკლებად

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს შემოდგომის სეზონის საყვარელი კერძი ან ტკბილეული, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებიან წონის დაკლებაში და ამასთანავე გემრიელიცაა.

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
1. ჭარხალი
გარდა იმისა რომ ჭარხალი ძალიან ტკბილია, ის შეიცავს ფიტოდანამატ შენაერთს, რომელსაც ეწოდება ბეტალაინი. ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც დაეხმარება თქვენს სხეულს ბუნებრივი გზით დეტოქსიკაციაში. როდესაც თქვენი სხეული „ანადგურებს“ ტოქსინებს სწორი გზით, მას შეუძლია უფრო ეფექტურად გადაამუშაოს საკვები, რაც მოგეხსენებათ უმთავრესი ფაქტორია წონის კლებისთვის.

7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
2. ბროკოლი
ბროკოლის 91% შედგება წყლისგან და H2O-თი სავსე საკვები არის საუკეთესო გზა თქვენი წონის კონტროლისთვის. მისი მთავარი უპირატესოვა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც თქვენ მიირთმევთ წყლით სავსე საკვებს თავს დანაყრებულად გრძნობთ და ასევ თქვენი სხეული ჰიდრატირებულია. ტენესის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დამტკიცდა, რომ წყლით სავსე საკვები ორგანიზმს ეხმარება წონის კლებაშიც. სცადეთ მოხრაკული ბროკოლის ყვავილები ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან და ნიორთან შეზავებული გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
3. მსხალი
მსხალი მდიდარია პექტინებით, ხსნადი ბოჭკოებით, რომელიც წყალს გარდაქმნის ბლანტ მასად, რაც ანელებს წყლის ჩქარ გამოდევნებას კუჭიდან და თავს გაგრძნობინებთ დანაყრებულად დიდი ხნის მანძილზე. მიირთვით მსხალი ან უბრალოდ დაუმატეთ ის სალათაში გემრიელი არომატის მისაღებად.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
4. ბროწეული
ბროწეული ერთ-ერთი სუპერ პროდუქტია, რომელიც შეიცავს ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით, რომელიც გეხმარებათ წონის კლებაში. ასე რომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბროწეული რადგან ის არამარტო წონის კლებაში არამედ სხვადასხავა ორგანოებისთვისაც კარგია.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
5. გოგრის კურკები
გოგრა შემოდგომის სეზონის მეფეა, მაგრამ არ დაივიწყოთ მისი კურკები. ცხიმი რომელსაც კურკა შეიცავს ამარცხებს კუჭის ცხიმს. უბრალოდ მოხალეთ ცოტაოდენ ზღვის მარილთან ერთად და მიირთვით ან მოაყარეთ სალათას.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
6. ტკბილი კარტოფილი
ადამიანების უმეტესობა თავს იკავებს ნახშირწყლების მიღებისგან, მაგრამ კვლევბმა აჩვენა, რომ სახამებელი რომელსაც კარტოფილი შეიცავს გეხმარებათ წონის კლებაში. ტკბილ კარტოფილს შეუძლია ჩაანაცვლოს ტკბილეული. გამოაცხეთ ღუმელში, მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით.
7 შემოდგომის პროდუქტი წონის დასაკლებად
7. Spaghetti Squash
ამ კერძის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად აკმაყოფილებს თქვენს სურვილს მაკარონის მიმართ. ეს კერძი შეიცავს პექტინს, რომელიც არეგულირებს ინსულინს ორგანიზმში და ეხმარება სხეულს რათა სისხლში არ მოხდეს შაქრის მომატება.

Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top