;

18 October 2014      liliana     Views 7165    
Category: Take Care

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი

რომ შეგეძლოთ ორი, სამი, ან თუნდაც მეტი ახალი ჩვევის ან უნარის შეძენა -ათვისება ,რომლებიც სრულიად შეცვლიდნენ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ,რომლები იქნებოდა? უამრავი ადამიანი სვამს ამ შეკითხვას , თუმცა მასზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. ყველას სურს იცხოვროს პოზიტიურ გარემოში ,თუმცა ბევრი არ ინტერესდება გააუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები , ქცევები, აიმაღლოს მოტივაცია და ირგვლივმყოფებს დაანახოს რომ მასაც შეუძლია.კონფუცის განცხადებით "ადამიანი ყველა ერთნაირია, უბრალოდ მათ ჩვევები განასხვავებთ ერთმანეთისაგან."წარმოგიდგენთ გეგმას თუ როგორ განვივითაროთ ახალი უნარები და რომელი პოზიტიური ჩვევები დაგვეხმარება შევცვალოთ საკუთარი მოსაწყენი ყოველდღიურობა.

ყველას გაუჩნდება შეკითხვა თუ როგორ დავიწყოთ თვითმოტივაცია და ახალი უნარების ათვისების გეგმა? იაპონელი ფილოსოფოსი კაიზერი ნამდვილად დაგვეხმარება ამ ამოცანის გადაჭრაში.მთავარია არ ავჩქარდეთ, ვიქონიოთ მოთმინება და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითვალისწინოთ ყველა რჩევა.

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი
7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი

კაიზერის იდეები მცირე, თუმცა უწყვეტი ცვლილებების განხორციელებისაკენ მიგვითითებს. მაგალითად :კაიზერი გვირჩევს რომ თავი გემის კაპიტნებად წარმოვიდგინოთ,რომლებმაც მიმართულება უნდა შევცვალოთ 90 გრადუსით. ჩვენ გვაქვს ორი გზა: ან შევაჩეროთ გემი და მოვატრიალოთ 90 გრადუსით , ან მცირე ბიძგებით ვიაროთ მანამ სანამ გემი 90 გრადუსით არ მობრუნდება.კაიზერი მცირე და ხშირად შეუჩნეველი,ხანგრძლივი და უსასრულო განვითარებით მოგვიწოდებს შევასრულოთ მაქსიმუმი რაც ჩვენ მოგვეთხოვება. მაგალითი რომ უფრო კარგად ავხსნათ თუ რატომ ჯობია ნელ-ნელა ვიაროთ მიზნისაკენ განვიხილოთ ყველაზე მარტივი და უწყინარი მოვლენა: დილით ადრე ადგომა.დავუშვათ რომ თქვენ გადაწყვიტეთ დილით 1 საათით ადრე ადგეთ, თუმცა არ შეგიძლიათ. დაიწყეთ წინა დღესთან შედარებით 1 წუთით ადრე გაღვიძება და მალე დაინახავთ შედეგს რომ 2 თვის შემდეგ მაღვიძარის გარეშეც ადგებით 1 საათით ადრე.

ცხოვრების "ოქროს წესი " არ არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ჩვევებების მიხედვით წარმართავს საკუთარ ცხოვრებას. წარმოგიდგენთ წესებს ,რომლებიც დაგეხმარებათ პოზიტიურად უყუროთ მომავალს და შეცვალოთ იგი:

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი

1.ივარჯიშე ემპათიაში.
წარმოიდგინე საკუთარი თავი სხვა ადამიანების "ფეხსაცმელებში", იფიქრე როგორ გინდა რომ ისინი მოგექცნენ.შეეცადე გაუგო სხვებს,იყავი კეთილი, დამხმარე , თავაზიანი და მეგობრული.განსაზღვრე რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დანარჩენზე არც იფიქრო.განავითარე პოზიტიურად ფიქრის და განსჯის უნარი.დაკავდი იოგით ან მედიტაციით, იცეკვე, ივარჯიშე, შიყვარე საკუთარი თავი.ხშირად ისეირნე, იარე ბუნებაში. დაგეგმე დღე და ჩამოწერე ფურცელზე, დაიტანე შენიშვნები რისი გაკეთება გსურს და დაფიქრდი თუ რატომ არ გამოგდის, ყოველი პროგრესული ნაბიჯი ჩაწერე დღიურში და ხშირად იკითხე.თუ ფურცლებზე წერა გეზარებათ მიწერეთ საკუთარ თავს მეილები Google Calendar-ის ან memotome.com -ის საშუალებით და შეახსენეთ რა უნდა გააკეთოთ დღეს.

2.მოუსმინე სხვებს.
საზოგადოების უდიდესი ნაკლი ის არის რომ გვინდა ვისაუბროთ , თუმცა არ გვინდა რომ მოუსმინოთ სხვებს.გულითადად მოუსმინე შენს ირგვლივ მყოფებს რაც დაგეხმარება უკეთ გაეცნო მათ და მხოლოდ მაშინ ისაუბრე როცა შენი ჯერი დადგება.

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი

3.შეწყვიტე სხვა ადამიანების კრიტიკა.
ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს და ხშირად აბსოლიტურად უმიზეზოდ.ხშირად აგრესიას გამოვხატავთ ადამიანების მიმართ რომლებიც მხოლოდ ტელევიზორში გვინახავს, ვსჯით სხვა ადამიანებს და ვმალავთ საკუთარ დანაშაულს.დაიმახსოვრეთ რომ ყველა ადამიანი განსხვავებულად სცოდავს და ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვები განვსაჯოთ.დაანახე შენს მეგობრებს სიმართლე და დაიმსახურე მათი ნდობა.

4. განსაზღვრე შენი მთავარი ჩვევა რაც გამოგარჩევს სხვებისაგან და ფოკუსირდი მასზე.
ჩარლზ დუჰინგი წიგნში The Power of Habit მოგვიწოდებს გამოვარჩიოთ ჩვენთვის დამახასიათებელი ჩვევა და გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად. ჩამოვწეროთ 30 დღიანი თვითგანვითარების გეგმა და ვნახოთ მიღწეული შედეგი აკმაყოფილებს თუ არა ჩვენს მოლოდინს.

5.დაიჯერე კარმის.

როცა რაიმეს აკეთებ. ცდილობ დაიკლო წონაში, დაიწყო ახალი სამსახური თუ დაანებო მოწევას თავი , რასაც არ უნდა აკეთებდე გააკეთე გულით,შენ ხომ მომავალში პოზიტიურ შედეგს ელოდები.

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი
7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი

6. აკეთე სიკეთე.
შეგიძლია დაეხმარო ორსულ თინეიჯერ გოგონებს , რათა გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, გაუწიო ონლაინ კონსულტაცია მათ ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება,თუნდაც მეგობრებს,იმუშაო მოხალისედ მიუსაფარ ბავშვთა სახლებში ან მოხუცთა თავშესაფრებში,აღნიშნული აქტივობები დაგეხმარება მუდმივად კონტაქტზე იყო მათთან ვისი ცხოვრების შეცვლაც თავად შეგიძლია საკუთარი მოწყალებით.

7. იმოქმედე გულით და თავით ერთდროულად.
დაუსვი კითხვა ორჯერ საკუთარ თავს. რატომ ყიდულობ ფეხსაცმელს შენ ხომ რამდენიმე წყვილი გაქვს? რატომ ხვდები ამ ბიჭს გიყვარს თუ მარტოობის გეშინია?იყავი პატიოსანი საკუთარ თავთან და ყოველთვის იფიქრე რომ ცხოვრება ხანმოკლეა და გააკეთე მაქსიმუმი.

7 ჩვევა რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ ცხოვრების სტილი


Category: Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top