29 August 2012      Lanikooo     Views 22 052    
Category: Take Care

ახალდაბადებული ბავშვის კანი ნაზი, გლუვი, ვარდისფერია, მაგრამ წლებთან ერთად კანი სიფრიფანა, მშრალი, დანაოჭებული ხდება.
კანის დაბერება ბუნებრივი პროცესია, რაც გამოწვეულია მთელი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობით. ბუნებრივად იბადება კითხვა: როგორ დავიცვათ სახე სიბერისგან? რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მობერებული სახე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ყველამ, ვისაც ამის სურვილი აქვს, უნდა იცოდეს, რომ ეს მოკლე დროის მანძილზე, რაღაც სასწაულმოქმედი საშუალებებით არ მიიღწევა, საჭიროა სახის კანზე ყოველდღიური ზრუნვა.

თქვენი სახის კანი

უპირველესად, ყველა ქალმა უნდა იცოდეს,რომ კანის მოქნილობა, სიქორფე დამოკიდებულია ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის ჰარმონიულ ფუნქციონირებაზე. სახის კანის ნორმალურ ,დგომარეობაში შენარჩუნებისთვის ზრუნვაცაა სუფთა ჰაერი, სისტემატიური ვარჯიში, ნორმალური კვება, ჯანსაღი ძილი და კოსმეტიკური მოვლა.
სანამ სახის კანის კოსმეტიკურ მოვლას შეუდგებოდეთ, უნდა გაარკვიოთ, როგორი სახის კანი გაქვთ: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული.
ნორმალური სახის კანი ქორფა, ნაზი, სრიალაა. მას აკრავს მოვარდისფრო იერი. მას არ აქვს ლაქები, შეხორცებები, თმები.
მშრალი კანი ნაზი და თხელია, არაიშვიათად მასზე ნაოჭებიც ჩანს. ის ხშირად წითლდება, მზე და საპონი მასზე უარყოფითად მოქმედებს,
ცხიმიანი კანი პრიალაა, იგი ადვილად ღიზიანდება, ის უფრო უხეშია.
შერეული ტიპის კანის დროს შუბლი, ცხვირი, ნიკაპი - ცხიმიანია, ლოყები, ღაწვები მშრალი ან ნორმალური.

თქვენი სახის კანი

ნორმალური სახის კანი უნდა დაიბანოთ დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოს, თბილი წყლით. დილით სახე შეიძლება გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძინ ან ლოსიონით, შემდეგ კი შეისხით ოთახის ტემპერატურის წყალი. სახე უნდა შეიმშრალოთ რბილი პირსახოცით.
მშრალი კანი უნდა გაიწმინდოთ კოსმეტიკური რძით. თუკი ეს არ გაქვთ, შეიძლება გამონაკლისის სახით, სახე ცხიმიანი საპნით ან უმჯობესია საპნიანი კრემით დაიბანოთ, დაბანის შემდეგ კარგია სახის ყინულით გაწმენდა, საღამოობით კი სახე თხიერი კრემით უნდა გაიწმინდოთ, ბამბა რომელზედაც კრემს ასხმათ, სველი უნდა იყოს.
ცხიმიანი კანი უნდა დაიბანოთ დღეში ერთი-ორჯერ 35C ტემპერატურის რბილი ან ნეიტრალური წყლით ან ბურის შემცვლელი საპნით. დაბანისას შეიძლება რბილი ღრუბლით მსუბუქი მასაჟის გაკეთება, შემდეგ კი რბილი პირსახოცით შემშრალება.
თუკი თქვენ შერეული სახის კანი გაქვთ, მაშინ საჭიროა განსაკუთრებული მოვლა. ვთქვათ, კანის დიდი ნაწილი ცხიმიანია, მაშინ მშრალ ადგილებზე წაისვით ცხიმიანი კრემი და ჩემდეგ ისე დაიბანეთ და გაიწმინდეთ, როგორც ცხიმიანი კანი.

თქვენი სახის კანი

სახის კანი მოითხოვს კვებას. ამისთვის ეფექტურად გამოიყენება ნიღაბი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს კანს, ასწორებს ნაოჭებს.
უნდა დაიხსომოთ ნიღბის გაკეთების ძიითადი წესები:

1. ნიღაბი უნდა მოამზადოთ უშუალოდ გამოყენების წინ.
2. ნიღბის გაკეთების შემდეგ სახე განუძრევლად უნდა იყოს მანამ, სანამ არ მოიბანთ მას.
3. კარგ შედეგს იძლევა ნიღბების სისტემატიური, კვირაში ერთხელ მაინც გაკეთება.
4. ნიღაბი უდნა გაიკეთოთ მხოლოდ საფუძვლიანად გასუფთავებულ კანზე.
5. ნიღაბი უნდა მოიცილოთ ცივ წყალში დასველებული ბამბით.
6. ბოლოს სახეზე უნდა წაისვათ მცირე რაოდენობით მკვებავი კრემი.

ახლა კი, შემოგთავაზებთ ნიღბების რეცეპტებს.

° ნორმალური კანისთვის კარგია არაჟნის, მაწვნის, რძიანი ხაჭოს ან ხილის ნიღბები.

° ნებისმიერ სახის კანს ახალისებს და ტონუსს მატებს ნიღაბი არაჟნისა და ხაჭოსგან. მისი მომზადების წესი ასეთია: 1 ს/კ ახალი არაჟანი, 1 ს/კ ხაჭო და 1 ჩ/კ სუფრის მარილი ავურიოთ. მიღებული მასა 15-20 წუთი გავიჩეროთ სახეზე. შემდეგ ბამბის ტამპონით მოვიცილოთ, ბოლოს კი თბილი, შემდეგ ცივი წყლით დავიბანოთ.

თქვენი სახის კანი

° ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფქვილის ნიღაბი: 1 ს/კ შვრიის ფქვილს დაუმატეთ 1გრ. ბურა,
დაასხით აუდუღარი რძე. მიღებული ფაფა ნორმალურ კანზე გაიჩერეთ 10, ხოლო ცხიმიან კანზე 15 წუთი. რადგან ნიღაბი მაგრდება, მისი მოცილებისას ცივი წყლით დაიბანეთ სახე.

° შესანიშნავია შემდეგი სახის ნიღაბი - ჭიქაში ათქვიფეთ 1 კვერცხის გული და ნახევარი ჩ-კ თაფლი. დაუმატეთ 3-5 წვეთი ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ შვრიის ფქვილი. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით და დაიდეთ ცივი კომპრესი.

თქვენი სახის კანი

° მშრალი კანისათვის კარგია შემდეგი სახის ნიღაბი: ავურიოთ ერთი კვერცხის გული და ერთი ს/კ შვრიის ფქვილი. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20წუთი. ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 1-2ჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში.

° ცხიმიანი კანისათვის კარგია სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ლოსიონები, ნიღბები და ორთქლის აბაზანები.

° ნაოჭების გაჩენას უნდა ვებრძოლოთ ყველა საშუალებით. დილით პირი დაიბანეთ ცივი წყლით, რომელშიც შეიძლება დავამატოთ ზღვის ან სუფრის მარილი(2 ჩ/კ 1 ლიტრზე). შეიძლება სახის დაბანი ჩაის ან გვირილის ნაყენით.

თქვენი სახის კანი

როგორც ნახეთ, სახის კანი ყოველდღიურ, გულმოდგინე მოვლას საჭიროებს, რომელიც დიდად შრომატევადია და დიდ გულისყურს მოითხოვს, ამგრამ თქვენი მეცადინეობა უქმად არ ჩაივლის - დიდხანს შეინარჩუნებთ ქორფა, სწორ, უნაოჭო, ახალგაზრდულ სახეს. ეს კი, დიახაც, ღირს გარჯად ! ! !




Category: Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top