;
5 მაი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 4020-ჯერ
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა და 6-დან 10 მაისის ჩაითვლით გაიმართება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც საგულდაგულოდ კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. გახსნაზე მოეწყობა LIG STUDIO-ს დამფუძნებლის, ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გამოფენა, ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის საუკეთესო ფოტოები გამოიფინება ვარდების ბაღში მოდის კვირეულის მიმდინარეობისას.

5-15 მაისს, განახლებული Flabour -ში მოეწყობა TFW Show-room. შარდენის პირველ ნომერში განლაგებულ საივრცეში წამყვანი ქართველი დიზაინერების ექსკლუზიური „კაფსულა კოლექციები“ იქნება მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის. ისინი, ვინც ვერ დაესწრებიან თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს, შეძლებენ Tbilisi Fashion Week-ზე წარმოდგენელი ექსკლუზიური სამოსის დათვალიერებასა და შეძენას Flabour-ში შარდენის #1 ასევე დაგეგმილია მასტერკლასები პროფესიონალი და ახალბედა დიზაინერებისთვის, მოდის ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

9 თებერვალი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5357-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი დათუნა სულიკაშვილი

კრისტი ყიფშიძემ BUON VIAGGIO-ში დათუნა სულიკაშვილს უმასპინძლა. დიზაინერმა მის მიერ შექმნილი პირველი სამოსისა და საყვარელი ჩვენების შესახებ ისაუბრა.ვინ არის მისი ყველაზე ხშირი სტუმარი და როგორი გეგმები აქვს მას გაზაფხულისთვის. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„უკვე დავიწყე შემდეგი ჩვენებისთვის მომზადება. მინდოდა, რომ ცოტა ადრე დამეწყო, რომ ერთხელ გავაკეთო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს: სრულყოფილი და დასრულებული. მაისითვის ვაპირებ ამის დასრულებას. ასევე, მინდა ახალი ეტიკეტი გავუკეთო ჩემს კოლექციას. ჩემი სახელი და გვარი აღარ ეწერება. ბევრი სიახლე იქნება მაისის ჩვენებაზე.“

25 აპრილი 2013      ANGEL     18 კომენტარი     ნანახია 8873-ჯერ


თბილისის მოდის კვირეულის დღე # 2 ,
2013-14 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება, 24 აპრილი 2013

19 მაი 2012      ANGEL     54 კომენტარი     ნანახია 7762-ჯერ


თბილისის მოდის კვირეული 17 მაისს BUDHA-BAR -ში ფოტო-გამოფენით გაიხსნა,
თამუნა ინგოროყვამ ფოტოგრაფ ირაკლი პირველის მიერ გადაღებული ფოტო-კოლექცია წარმოადგინა.

თამუნა ინგოროყვას მის მიერ შექმნილი სამოსი მოდელებმა ელენე გოგავა და ანი ჩიხლაძემ მოირგეს
Queen Jewelry -ის სამკაულებით და Image Lab .- მიერ შერჩეული იმიჯებით.

ბუდა ბარმა სტუმრებს აქსესუარების გამოფენით, სხვადასხვა ბრენდებისთვის დათმობილი სტენდებით და ალკოჰოლური სასმელებით გვიმასპინძლა აკა ნანიტაშვილის კოლექციის ჩვენებამდე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყო.





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top