;
24 ნოემბერი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5417-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ანუკი ქორქია

BUON VIAGGIO-ს პროექტი და სილამაზის სალონი „Belle Comtesse” ანუკი ქორქიას მასპინძლობს. კრისტისა და ანუკის საუბარი პროექტის მთავარ თემაზე - მოდაზე შედგა. რას ანიჭებს უპირატესობას ანუკი, მისი ყოველდღიური სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„გარდერობში ძირითადად, ონლაინ შოპინგით და საზღვარგარეთ შეძენილი სამოსი ჭარბობს. “

„ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტის მეხუთე სეზონზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი მაცვია და ბუნებრივია, მას არ ვუწევ არანაირ წინააღმდეგობას. მან ზუსტად იცის, რა შეიძლება გამოაჩინოს. როგორც წესი თვალდახუჭული მივყვები მას. “

10 ნოემბერი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 5317-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ვიქტორია პლეშაკოვა

BUON VIAGGIO- ს პროექტის სტუმარია ვიქტორია პლეშაკოვა. კრისტისა და ვიქტორიას რესტორანმა „ტიფლისო“ უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ვიქტორიას, მისი ნიუ-იორკული ყოველდღიურობისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

კრისტი: „დიდი ხანია არ მინახიხარ. მახსოვხარ, ძალიან პატარა. თეა მაქაცარიასა და ჟორჟიკას სააგენტო ჰქონდათ, მეც იქ ვმუშაობდი. როგორიც ახლა ხარ, ასეთივე ლამაზი მოგიყვანეს სააგენტოში და ფოტოები გადაგიღეთ. მახსოვს, ჩვენებაზე ერთადაც გამოვედით და ერთმანეთსაც გვამსგავსებდნენ.“

„ეს პროექტი მეხმარება იმაში, რომ საქართველოში ვიყო და ჩემს ნათესავებთან მქონდეს კონტაქტი.“

„ ვიფიქრე, თუ საქმე არ მექნებოდა აქ, ისევ დავბრუნდებოდი ამერიკაში და კონტრაქტს გავაგრძელებდი. როცა ჩავედი, ვთქვი რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ჩემს სააგენტოში ძალიან გაუხარდათ. ამერიკიდან მგულშემატკივრობენ.“

„ თმის შამპუნის „Matrix-ის“ რეკლამაში გადამიღეს. ასევე, „Pantene-ს“. ამის გამო, ჩემი თმის შეჭრა არ შეიძლება.“

3 ნოემბერი 2014      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3931-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ხიზანიშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტისა და „ტიფლისოს“ სტუმარია ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი . კრისტისა და ზურას საუბარი მოდაზე,მის ყოველდღიურ და სპორტულ სტილზე შედგა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


„ფეხბურთიდან გამომდინარე, ყოველდღიურად, სპორტულად მიწევს ჩაცმა. არის დღეები, როდესაც შეხვედრებზე კოსტუმით მიწევს სიარული. ეს ბოლო წლებია ასე ხდება. ახალგაზრდა რომ ვიყავი ფეხბურთის მიღმა სხვა ბიზნესი და საფიქრალი არ მქონდა რომ კოსტუმი ჩამეცვა და ჰალსტუხი გამეკეთებინა. “

„10 წელია მხოლოდ ფრანგულ სუნამოს „Creed-ს“ ვისხვამ. შეიძლება სხვა მივისხა,
იმიტომ რომ მეჩქარებოდეს და იმ მომენტში ჩემი პარფიუმერია არ მქონდეს. ის სულ მაქვს.“


27 ოქტომბერი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5149-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ილია ბეროშვილი - „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია “Assa Hall”. ამჯერად,კრისტის სტუმარი ილია ბეროშვილია -კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს. როგორი სტილი აქვს მას და რას ფიქრობს მოდაზე,ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მოდის კვირეულზეც არ ვყოფილვარ.დიზაინერებიდან, რომ ვთქვა რომ მომწონს „თამუნა ჩხარტიშვილი“ ასეთი არავინ არ არის. ვაკიდან მოვდივარ და რომ ჩავიარე ბევრი რაღაც მომეწონა, ვისი იყო არ ვიცი.“

„მე, მაგალითად, ხანდახან ჰიპ ჰოპის სტილში ვიცვამ, ხანდახან კონსერვატულად, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულად.“

„14 წლის ვიყავი პანკმა ბავშვებმა გამიხვრიტეს ყური. იმის მერე დიდი ხანია არ მკეთებია. ახლა, ორი ვერსიაა თუ რატომ მაქვს გახრეტილი.კაზანტიპზე მეკეთა საყურე და მეკითხებოდნენ: „კაზანტიპის პონტში გაიხვრიტეო?“

21 ოქტომბერი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4930-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლალი ტოტიკაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ლალი ტოტიკაშვილი . კრისტისა და ლალის „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა, რომელიც შარდენის 4 ნომერში მდებარეობს. ლალი ტოტიკაშვილის სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

კრისტი: „მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა გრძელი თმა გქონდა
და წითელი კაბა გეცვა. რაღაც კასტინგი იყო.მას შემდეგ 20 წელი გავიდა.“


„რამდენიმე წლის წინ მთელ კოსმეტიკის ჩანთას ვატარებდი. ამოჩემებული მქონდა, სულ დამქონდა. ადრე უფრო მჭირდებოდა, როცა სამოდელო სფეროში ვიყავი დაკავებული. დღისა და ღამის განმავლობაში სულ მჭირდებოდა გადაღებებზე. ახლა, მხოლოდ ტუჩსაცხითაც კომფორტულად ვარ.“

„ჩემი 5 წლის გოგოსთან ნიტასთან ხშირად მაქვს წინააღმდეგობები. 3 წლის ასაკიდან არჩევდა სამოსს. ბოლო ერთი წელია შოპინგზე ნიტასთან ერთად დავდივარ. თვითონ არჩევს.“

14 ოქტომბერი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 10664-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი სალომე ჭაჭუა

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია სალომე ჭაჭუა . სალომესა და კრისტის „Unique Terrace-მ“ უმასპინძლა. როგორია სალომეს ყოველდღიური სტილი,საყვარელი დიზაინერისა და მისი სუსტი წერტილის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ორი ტატუ მაქვს. Dance Forever მაწერია.“

„მოცეკვავეებს ძირითადად, სპორტული სტილი გვიყვარს. ვარჯიშზეც რაც უფრო დახეული და დაძონძილი სამოსი გვაცვია, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ყველა მოცეკვავე ასეა. მაისურს და ელასტიკს რომ შევიძენ დავგლიჯავთ, დავხევთ და მერე უფრო კარგად გვაცვია. “

„ჩემი სუსტი წერტილი ცეკვის ფეხსაცმელებია. სულ სხვადასხვა ფერის მაქვს. “

6 ოქტომბერი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 6921-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნინი ბადურაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი ნინი ბადურაშვილს მასპინძლობს.საუბარი მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე კრისტისთან ერთად შედგა.რომელ ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს ნინი ბადურაშვილი ყველაზე ხშირად ,ახალი კლიპისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„შავი - ვფიქრობ, ყველა ადამიანი კომფორტულად გრძნობს ამ ფერში თავს. რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდე. “

„ახალი კლიპი გადავიღე, სადაც რამაზო რომას კოსტუმები მაცვია. ძალიან მომეწონა, მას აქამდე არ ვიცნობდი.ძალიან ლამაზი კოსტუმები ჩამაცვა. კლიპი გამოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში. სიმღერაზე ეკამ და მე ერთობლივად ვიმუშავეთ.“

29 სექტემბერი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 6319-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუცა ბუზალაძე

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარი ნუცა ბუზალაძეა . BUON VIAGGIO-ს პროექტში ნუცამ თავის სტილზე, საყვარელ ბრენდებსა და აქსესუარებზე ისაუბრა. როგორია მისი სამომავლო გეგმები, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მიყვარს განსხვავებული რაღაცები,რომლებიც სხვას არ უკეთია,არ აცვია,სხვაზე არ მინახავს. რაც მოდურია, იმას არ ვიცვამ. ვცდილობ, მუდამ განსხვავებული ვიყო. ხასიათსა და განწყობასაც გააჩნია.“

„ბავშვობიდან დედა და დეიდა ზრუნავდნენ ჩემს ჩაცმულობაზე. ყველაფერი რაც მაქვს,მათი შეძენილია. ახლა,მე თვითონ ვიწყებ ჩემი სტილის შერჩევას. ედაჩემთან ერთად ვერაფერს ვყიდულობ, ჩემი არჩეული არაფერი მოსწონს.ფიქრობს,რომ გემოვნება არ მაქვს.მე ვეუბნები რომ გემოვნება ჩამომიყალიბდება როცა გავიზრდები.“

22 სექტემბერი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4316-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის მასპინძელია „Unique Terrace“. ამჯერად, კრისტის სტუმარი ზუზუ ბეჟაშვილია .რას ფიქრობს ზუზუ მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩაცმაშიც, პროფესიასა და საქმეშიც მე არ ვეძებ სტილს, ის თვითონ მეძებს. თვითონ მოდის. არ არსებობს მომეწონოს შარვალ-კოსტუმი და მასთან ერთად ჩავიცვა ფეხსაცმელი. პატარა დარღვევა ყოველთვის უნდა იყოს. თუ ასე ჩავიცვამ, კომფორტულად ვერასდროს ვიგრძნობ თავს“

„ტანსაცმელი ცოტა „ძონძი“ უნდა იყოს.“

„არ მიყვარს კლასიკად ქცეული ბრენდები: Gucci, Armani. მიყვარს Unisex სამოსი.“

15 სექტემბერი 2014      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3379-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეა აგლაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ჟურნალ „ბომონდის“ რედაქტორი თეა აგლაძე . საუბარი კრისტისთან ერთად მოდაზე, სტილსა და გემოვნებაზე შედგა. რას ფიქრობს თეა თანამედროვე ქართულ მოდაზე, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მიუხედავად შეზღუდვებისა, თავისუფალი სტილის სამოსის ტარებას ვცდილობდი. თანაკლასელების მშობლები აღშფოთდნენ ჩემზე, ამით იმის თქმა მინდა, რომ შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა. მოდას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან და უაღრესად საინტერესო სფეროს, მაშინ ვერ აღვიქვამდით.“

„ქართველ დიზაინერებს ვგულშემატკივრობ და თანავუგრძნობ, რადგან ენთუზიაზმზე მუშაობენ. მთავარია ქართველი დიზაინერები საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ, რადგან ნიჭიერები არიან. “

„ქართველი დიზაინერები ფეხსაცმელზე მუშაობენ კარგად. გოლას გახსნილ ფეხსაცმელს სიამოვნებით ვატარებ. პარიზშიც კი შეამჩნიეს და ავტორი იკითხეს.“

1 სექტემბერი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 6892-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეონა ელიზბარაშვილი

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია დიზაინერი თეონა ელიზბარაშვილი . კრისტი მას მოდის სახლში ესტუმრა.საუბარი მოდაზე, სტილსა და აქსესუარებზე შედგა.როგორი იყო თეონა ელიზბარაშვილის გზა დიზაინერობამდე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„წელიწადში ორჯერ ვაკეთებ კოლექციას, მაღაზიისთვის ცალკე. რაღაც ყოველთვის მაკლდა. მინდოდა ისეთი ხაზი, ფასიც რომ დემოკრატიული ყოფილიყო. ზუსტად ახლა მიდის ბრენდინგი. დიდი გეგმები მაქვს „Wings-თან“ დაკავშირებით. „Wings“ არის ჩემი სიმბოლო, ძალიან კარგის მომტანი“

„აკადემია რომ დავამთავრე მოვხვდი ავთო ცქვიტინიძესთან. დავიწყე მუშაობა და ძალიან დიდი პრაქტიკა გავიარე. სწავლობ, თეორია იცი, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა: კლიენტთან ურთიერთობა,პ რაქტიკული ტვინი რომ უნდა გქონდეს ესკიზის გასაკეთებლად. ავთოსთან 6 წელი ვიმუშავე, რისიც ძალიან მადლიერი ვარ.“

26 აგვისტო 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4533-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლევან ჩიჩუა (თიელი)

BUON VIAGGIO-ს პროექტს „Holiday Inn-მა“ უმასპინძლა. კრისტის სტუმარი მომღერალი ლევან ჩიჩუაა . როგორია მისი სტილი, რა აქსესუარები უყვარს და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტევიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

(სტილის შესახებ) „ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.“


„ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.“

(„ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს სასცენო კოსტუმებზე) „ვფიქრობ, რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა, რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.“

18 აგვისტო 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4377-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი რუსა მორჩილაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია რუსა მორჩილაძე . კრისტისა და რუსას კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა.საუბარი მოდაზე,გემოვნებასა და რუსას ინდივიდუალურ სტილზე შედგა.სად უყვარს შოპინგი და რომელია მისთვის გამორჩეული დიზაინერი,ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

„დედა ძალიან მონდომებული იყო.ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა.ზედმეტსაც აკეთებდა და სულ სალაპარაკო თემა იყო,რომ ბავშვისთვის ამდენი არ იყო საჭირო.მეც დედას ვგავარ.“

„მუსიკალურ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი ჩემი ჩაცმულობა სულ სალაპარაკო იყო.ყოველთვის განსხვავებულად და ექსტრავაგანტულად მეცვა.შეიძლება15-16 წლის გოგონასთვის ზედმეტიც იყო..“

„წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,როგორც შევძლებ მივდივარ მილანში .მილანი ჩემი საყვარელი საყვარელი ადგილია.იქ ვყიდულობ იმას,რაც ვიცი რომ მჭირდება ყოველდღიურად თუ საკონცერტოდ.“

11 აგვისტო 2014      ANGEL     10 კომენტარი     ნანახია 8792-ჯერ

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ყიფშიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ზურა ყიფშიძე . საუბარი მოდაზე კრისტისთან ერთად სასტუმრო „Holiday Inn-ში“ შედგა. შეიცვალა თუ არა ზურა ყიფშიძის სტილი და რას ფიქრობს იგი მოდაზე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება.“

„ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით.
ჯინსებზე, თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.“


„სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები.
ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი.“


4 აგვისტო 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 4951-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ეკა კახიანი

BUON VIAGGIO-ს პროექტს კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა. ამჯერად, კრისტის სტუმარი ეკა კახიანია. საუბარი მოდაზე,სტილსა და აქსესუარებზე შედგა. როგორია ეკა კახიანის ყოველდღიური სტილი და სამოსი,რომელშიც ის ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„რაღაც ასაკის მერე გიყალიბდება სტილი. შეიძლება რაღაც მომეწონოს,
მაგრამ ვიცი, რომ ეს უკვე ჩემი ასაკისთვის აღარ არის.“


„ამ ბოლო დროს ძალიან გავჩერდი და მეშინია ძალიან ბებოობაში არ გადავარდე.“

„ძალიან ბევრი ქუდი მაქვს. შლაპა ძალიან მოსახერხებელია.
ზოგჯერ თმის გაკეთებას ვერ ასწრებ და არაჩვეულებრივი საშუალებაა გამოიყურებოდე მოწესრიგებულად.“


  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top