;




კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი შოთიკო ბოჭორიშვილი

BUON VIAGGIOში კრისტის სტუმარია ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი. როგორი იყო მისი გზა მომღერლობიდან ფოტოგრაფობამდე, ვინ არის მისი საყვარელი ქართველი დიზაინერი და რას გეგმავს სამომავლოდ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ქუჩაში აპარატით აღარ დავდივარ. ვთვლი, რომ ამოვწურე ის ეტაპი.
ახლა, სხვა ეტაპზე ვარ, მომავალში შეიძლება სხვა რამემ დამაინტერესოს.“


„სადმე რომ მივდივარ, მინდა რაღაც შტრიხი შევიტანო სამოსში და
განსხვავებული ვიყო, პერანგზე ბაფთით ამ შედეგს ვაღწევ.“




კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი თეონა კონტრიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის მომდევნო სტუმარია თეონა კონტრიძე. ამჯერად, კრისტისა და თეონას „შერატონ მეტეხი პალასმა“ უმასპინძლა. როგორია თეონა კონტრიძის აზრი გემოვნებსა და სტილზე. რა განაპირობებს მისი იმიჯის ცვლილებას და სამომავლო გეგმების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„არ მჯერა რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გემოვნება კინემატოგრაფიაში ან ლიტერატურაში და არა ჩაცმაში. ეს არის შენი შინაგანი ძალა,რომელიც გაკეთებინებს არჩევანს.“

„სცენა მარტო ჩემია, სასცენო კოსტუმზე დედასაც არ ვეკითხებოდი აზრს. (მეუღლის) მის სტილს უშუალოდ მე ვაკონტროლებ. 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ყველაფერს მის გარეშე ვყიდულობ. ერთმანეთი რომ გავიცანით დაძინებული ადამიანი იყო. მხოლოდ რუხი ან ლურჯი სამოსი ეცვა. თბილისში რომ 1990-იან წლებში ქართველებს ეცვათ, ზუსტად ისე იყო ჩემი ქმარიც, დავიწყე ფერადი სამოსის ყიდვა და ვუთხარი: „დღეიდან ვიცვამთ აი ასე!“

„(სასცენო კოსტუმი) ხშირად ვხმარობ ბახრამას, ქვებს. მაქვს კაბა, რომელიც 7 კილოგრამს იწონის. სცენაზე იმდენად მჩატდები ადრენალინის დროს, რომ ვერ გრძნობ ამის სიმძიმეს ქმედებაში, როგორც კი ჩამოვდივარ სცენიდან, ყველა გრამს ვგრძნობ.“



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top