;
3 მარტი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 11079-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ნადირაძე-კუზანოვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნინო ნადირაძე-კუზანოვას უმასპინძლა, როგორია კარდიოლოგის ყოველდღიური სტილი, როგორ უთავსებს თეთრ ხალათს მოდურ სამოსს და რა არის მისი ყოველდღიური აქსესუარი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„დღემდე ვერ გავიგე რა არის ჩემი სტილი. ხშირად მეცვლება ხასიათი. მარტის თვის ქალი ვარ და სულ სხვადასხვა მხრიდან მიქრის ქარი. ჩემი ხასიათის ცვლილება ადამიანებთან ურთიერთობაში არ მეტყობა.“

„შეიძლება სამსახურში ერთი დღე პიჯაკითა და ჰალსტუხით წავიდე
კაცის სტილით, ხოლო მეორე დღეს პეპელასავით.“


24 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4712-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნოდიკო ტატიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნოდიკო ტატიშვილს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა მომღერლის გემოვნება და რა სამომავლო გეგმები აქვს. მომღერლის სტილსა და შემოქმედებით საქმიანობზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ზოგადად, მიყვარს სისადავე. კაცი, როცა ხარ მამაკაცურად უნდა გამოიყურებოდე,
ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვატარებ. დამატებით არ მიყვარს რაღაცების ხმარება.“


„მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. როცა პროფესიონალი მუსიკოსი ხარ, კრიტიკა უნდა აიტანო.
ვერავინ ვერ შემედრება ჩემი თავის კრიტიკაში.“

18 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5764-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩი არველაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - აჩი არველაძე საუბარი შედგა მის ყოველდღიურსა და სავარჯიშო სტილზე .რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთას. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„თბილისიდან გამომდინარე მირჩევნია ვიყო სპორტულ სტილში. განათებული კი არის, მაგრამ სუფთა არა. მირჩევნია, რომ ჯინსს შევუხამო სამოსი.“
13 თებერვალი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 15002-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკო ფანგანი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - ეკო ფანგანი რა პროფესიისაა სინამდვილეში და სად უმუშავია თავისი პროფესიით,ტელეწამყვანის საყვარელი დიზაინერი და მისთვის დამახასიათებელი სტილი.ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ პრანჭვა გვიან დავიწყე თინეიჯერობის ასაკში. ჩემი მეგობრები უკვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდნენ, მე ვუყურებდი და გიჟი მეგონა ყველა, ვინც ასე იცვამდა.ისინი კი იმას, მეუბნებოდნენ: როდის უნდა გადამეგდო დიდი შარვლები, ქურთუკები, დიდი მაისურები. 16 წლიდან დავიწყე გაპრანჭვა, სკოლას რომ ვამთავრებდი ნელ-ნელა დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. ამ ასაკამდე ძალიან ბავშვური ვიყავი.“

9 თებერვალი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5413-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი დათუნა სულიკაშვილი

კრისტი ყიფშიძემ BUON VIAGGIO-ში დათუნა სულიკაშვილს უმასპინძლა. დიზაინერმა მის მიერ შექმნილი პირველი სამოსისა და საყვარელი ჩვენების შესახებ ისაუბრა.ვინ არის მისი ყველაზე ხშირი სტუმარი და როგორი გეგმები აქვს მას გაზაფხულისთვის. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„უკვე დავიწყე შემდეგი ჩვენებისთვის მომზადება. მინდოდა, რომ ცოტა ადრე დამეწყო, რომ ერთხელ გავაკეთო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს: სრულყოფილი და დასრულებული. მაისითვის ვაპირებ ამის დასრულებას. ასევე, მინდა ახალი ეტიკეტი გავუკეთო ჩემს კოლექციას. ჩემი სახელი და გვარი აღარ ეწერება. ბევრი სიახლე იქნება მაისის ჩვენებაზე.“

5 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6688-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ქეთი ორჯონიკიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია მომღერალი და პოეტი ქეთი ორჯონიკიძე. რა პროფესიისაა ის, არის თუ არა ჩანთა მისი ყოველდღიური აქსესუარი და რა არის მისი იმიჯის ცვლილების მიზეზი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ანუ არ ვწერ არაფერს: არც ლექსს, არც მუსიკას, მაშინ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ის ერთფეროვნება, რომელიც შინაგანია, ამის შეცვლას ვერ ვახერხებ. მუზა ან არის ან არა, გამოძახებით არ მოდის, მაგრამ თმის ფერის შეცვლა შეიძლება“

3 თებერვალი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 6056-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკა მგალობლიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ მსოფლიოს 7 სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრს, ეროვნულ დირექტორს ევრაზიაში და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელს ეკა მგალობლიშვილს უმასპინძლა. საუბარი შედგა კონკურსებსა და ჩანთებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩვენი პრინციპია ყველა რაიონსა და რეგიონში აღმოვაჩინოთ ახალი სახე. მხოლოდ ვაკესა და ვერაზე მოსული გოგონებით არ ვკმაყოფილდებით. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ვისაც აქვს და არ აქვს, თუნდაც ტრანსპორტის საფასურის გადახდის საშუალება.“


30 იანვარი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 5459-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩიკო მეფარიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ აჩიკო მეფარიძეს უმასპინძლა. აჩიკო მეფარიძის აზრი მოსკოვისა და თბილისის მოდაზე და მომღერლის სამომავლო გეგმები. ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„გამორჩეულად იმიტომ კი არ იცვამ,რომ გინდა მიიპყრო ვინმეს ყურადღება,
არამედ იმიტომ რომ გინდა ჩაიცვა ის,რაც შენ მოგწონს.“


„მოსკოვში უფრო თავისუფლად შემიძლია ჩაცმა, ვიდრე საქართველოში.“

25 იანვარი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 7233-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო იოსელიანი

BUON VIAGGIO-ის სტუმარია მოდის მარკეტოლოგი - ნინო იოსელიანი. რა პოტენციალი აქვთ ქართველ დიზაინერებს და როგორ ყალიბდება გემოვნება, ამბობს, რომ თავად ბრედებს აღარ ანიჭებს უპირატესობას და იხსენებს თინეიჯერობის წლებს. ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემი ჩაცმის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა,
ამის გამო სკოლის დირექტორთან ყოველთვის მქონდა პრობლემები.“


„ადამიანები როცა შანელისა და დიორის სამოსს ყიდულობენ, ამით ისინი იძენენ სტატუსს საზოგადოებაში.ამ ბრენდების დახმარებით უნდათ გახდნენ საზოგადოების ნაწილნი. ისეთი ადამიანი ,ვინც მოდისა და ხელოვნების სფეროშია აღარ აქცევს ბრენდს ყურადღებას. ჩემთვის მთავარია ინდივიდუალიზმი.“

20 იანვარი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 7775-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი თამუნა ინგოროყვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძე თამუნა ინგოროყვას უმასპინძლა. საუბარი შედგა მოდაზე, სტილსა და ჩანთებზე. რისი ჩაცმა არ უყვარდა თამუნა ინგოროყვას ბავშვობაში და რა არის საჭირო ქართული მოდის სფეროს განსავითარებლად. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან მქონდა თავისუფლება, რომ რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის ჩამეცვა.
ყოველთვის მიწყობდნენ ხელს მშობლები, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.“

„ჩემი აზრით, გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.“


13 იანვარი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 12528-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი გიორგი ყიფშიძე

კრისტი ყიფშიძის სტუმარი BUON VIAGGIO-ში გიორგი ყიფშიძეა. რომელი პერსონაჟი შეიჭრა მსახიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვინ არის მისთვის მისაბაძი ადამიანი,ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„არ ვიცი მაქვს თუ არა ჩამოყალიბებული სტილი, მიყვარს რაღაცების ერთმანეთში არევა,ხანდახან ვიწრო ფორმა მომწონს,ხან განიერი,მათი ერთმანეთთან შეთავსების ნიჭი, ალბათ ,გენეტიკურიც არის.ყველაფერი დედამიწის ზურგზე, რაც ადამიანზე გავლენს ახდენს, რაც შემოაბიჯებს შენს ცხოვრებაში, მონაწილეობს ადამიანის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა,ოჯახმაც იქონია გავლენა, თუმცა კონკრეტულად არავინ ცდილობდა ჩარეულიყო ამ საკითხში.“

6 იანვარი 2014      ANGEL     13 კომენტარი     ნანახია 17717-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ქრისტინე იმედაძე

ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO -ში კრისტი ყიფშიძე ქრისტინე იმედაძეს უმასპინძლა. მომღერალმა და ტელეწამყვანმა მოდასა და სტილზე ისაუბრა.რომელია მისი საყვარელი ბრენდი და რა ადგილი უჭირავს ჩანთებს მის ცხოვრებაში. ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი- წარმოგიდგენთ:

„ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა დედამ,ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.დავდიოდით მუზეუმებში და თეატრებში. მიწყობდა ხელს,რომ დამოუკიდებლად ჩამომყალიბებოდა გემოვნება.თუმცა, ხშირად ვერ ვთანხმდებოდით ჩაცმის სტილზე.”

,,ინდივიდუალიზმი შემოქმედებასა თუ ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელოვანესია.’’


25 დეკემბერი 2013      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 13482-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის
სტუმარი დალი ჩიტალაძე

ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO-ოს ახალი პროექტის პირველი სტუმარია მოდის ექსპერტი, Fashion Icon, დახვეწილი, ლამაზი და საინტერესო ადამიანი დალი ჩიტალაძე .

როგორ აღმოჩნდა პროფესიით მუსიკოსი დალი ჩიტალაძე მოდის სფეროში, ვინ არის მისთვის მისაბაძი ქალბატონი და რას ანიჭებს უპირატესობას დალი ჩიტალაძე ამის შესახებ კრისტი ყიფშიძეს ესაუბრა
მაღაზია „BUON VIAGGIO-ში“
, რომელსაც ენჯელ.ჯი- წარმოგიდგენთ:


„გემოვნებას ღმერთი გაძლევს, ეს შიგნიდან მოდის. ამას ვერ ისწავლი, თუმცა თვითკრიტიკის უნარით ადამიანს შეუძლია გახდეს მოდური.“

„ჯობს ისწავლო, კარგს მიბაძო, ვიდრე ამბიციურად გჯეროდეს საკუთარი თავის და იყო აბსოლუტურად სასაცილო.“

„შეიძლება ჩაიცვა შავი კაბა, სხვადასხვა აქსესუარი მოირგო, სხვა ფეხსაცმელი შეუხამო, სხვა გარემოში მოხვდე და უცბად, შენ სხვანაირი ხარ!“


  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top