;
29 ივლისი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4396-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გიორგი ნაზღაიძე
BUON VIAGGIO-ში კრისტიმ გიორგი ნაზღაიძეს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა გიორგის სტილი,რა არის მისი სტილის გამორჩეული დეტალი და როგორია მისი სამომავლო გეგმები ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას ფერების შეხამებას. განსაკუთრებულად იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჩამეცვა, როგორ, სად და პატარა დეტალიც რომ უნდა ყოფილიყო თვალში მოსახვედრი გარდატეხის ასაკიდან დავიწყე.“

„რატომღაც, ყველა იტყოდა თავისუფალ სამოსში (ვგრძნობ თავს კომფორტულადო).
მე იმ სამოსში ვგრნობ თავს კომფორტულად,რომელიც ძალიან მიხდება.“


21 ივლისი 2014      ANGEL     14 კომენტარი     ნანახია 7634-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მერსი სულხანიშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია მერსი სულხანიშვილი . რა ნივთები ჭარბობს მერსის გარდერობში, ვის ენდობა ბრმად და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა .ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„Bra-ს ვიყენებ აქსესუარად, საჭიროების შემთხვევაში.
სამოსს თუ სჭირდება აუცილებლად მაცვია,თუ არ სჭირდება არ მაცვია.“


„მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია. ზოგადად, გემოვნებას ფულით ვერ იყიდი,ის ან გაქვს ან არ გაქვს. რაღაც ტენდენციებს ვითვალისწინებ, ამავდროულად, ტენდენციებსაც არ უნდა ენდო ბრმად და არ უნდა აყვე. ჩემს სტილს ჩემი ხელით ვირგებ.“

„საზოგადობა თვლის, რომ რადგან განსხვავებულად მაცვია, რაღაც პროტესტს გამოვხატავ, თუმცა ყოველთვის ის მაცვია, რაც მომწონს. ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი.“

16 ივლისი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5690-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ქეთი ხატიაშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია ქეთი ხატიაშვილი . რა ადგილი უკავია ჩანთას ქეთის პროფესიულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიცვალა თუ არა მისი სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან 5-6 საათი სულ დარბაზში ვიყავი, ამიტომ სულ სპორტული სამოსი მეცვა. ძირითადად, შეკრებებსა და შეჯიბრებებში გავატარე ცხოვრება. დილა იწყებოდა სპორტული სამოსით, შეჯიბრის ფორმით. უმეტესწილად, მოწესრიგებულად სულ შავებში მეცვა, ამიტომ გარდერობში ეს ფერი ჭარბობდა. ძირითადად, Nike, Adidas და Reebok-ის სამოსი მქონდა.“

„რთულია გადაერთო სპორტული სტილიდან კლასიკურზე. დგომაც და სიარულიც სხვანაირი აქვს სპორტსმენს.“

„ძალიან მიყვარს სათვალეები. აუცილებელია ჩანთაში მედოს, თუნდაც უამინდობა იყოს.“

7 ივლისი 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 5372-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გოჩა ჩერტკოევი

Buon Viaggio-ს პროექტის სტუმარია გოჩა ჩერტკოევი . კრისტი მას შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაწყებამდე ესტუმრა. საუბარი შედგა სტილსა და მოდაზე.რომელია გოჩას საყვარელი ბრენდები და ფერი,რომელიც ყველაზე ახლოს არის მის შინაგან სამყაროსთან. „ჩემი დაბრუნება საქართველოში დამოკიდებულია მხოლოდ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე““ - ამბობს ის ენჯელ.ჯი-სთან ინტერვიუში - „თუ ეს შოუ არ იქნება ალბათ, 25 წელი აღარ ჩამოვალ. “

„სასცენო კოსტუმების ყველა ესკიზს მე ვხატავდი. ყველანაირი კონკურსისთვის.
ჰოლივუდის „Dancing with the Stars-ში“ ყველა კოსტუმი ჩემი დიზაინით არის შექმნილი.“


„დღევანდელი ცეკვის მოდაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ მე და შორენამ. (მეუღლე) ერთმანეთის ჩაცმულობაში ვერევით. თუ დამინახავს რომ სულელივით გამოვიყურები მეტყვის, რომ ეს ასეა. მე მესმის და ვითვალისწინებ.“


30 ივნისი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 8304-ჯერ

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ავთო ცქვიტინიძე

Buon Viaggio
-ს პროექტის მომდევნო სტუმარი ავთო ცქვიტინიძეა . ამჯერად, კრისტის დიზაინერმა თავისივე მოდის სახლში AVTANDIL უმასპინძლა. როგორ განვითარდა მისი კარიერა, რომელი დიზაინერია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ხათუნა გავიცანი ჩემს ატელიეში. გავგიჟდი და გადავირიე.ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც წარმომედგინა ჩემი მეუღლე: ვიზუალური და გონებრივი შესაძლებლობებით. მეგობრობისა და დედობრივი თვისებებით 100%-დან 100%- ია.“

„თუ სხვა ქვეყანაში ვარ პრეზენტაციას აუცილებლად ჩემი თავით ვაკეთებ და რა თქმა უნდა ხათუნათი.“

„ძალიან შემიწყო ხელი მაღაზია „პოდიუმმა“, პირველად შეიტანეს ქართველი დიზაინერის სამოსი. მაშინ ცნება- ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი არ არსებობდა.“

23 ივნისი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 7426-ჯერ


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლიკა ევგენიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ევგენიძეს უმასპინძლა. როგორი იყო ლიკა ბავშვობაში, რა იკავებს ყველაზე დიდ ადგილს მის გარდერობში და რომელი დიზაინერის სამოსით იმსახურებს ნიუ-იორკში კომპლიმენტებს, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემს შვილს აქვს საყვარელი ფერი - მუქი ლურჯი. მეც მიყვარს ლურჯი, ნაცრისფერი, შავი. რომ ამბობდნენ, რომ თბილისში ყველას უყვარს შავიო, ნიუ- იორკში გიჟდებიან შავ ფერზე. კულტია შავი ფერის.“

19 მაი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 3262-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მარკუს მეტრეველი

BUON VIAGGIO-ს მომდევნო სტუმარია მომღერალი მარკუს მეტრეველი . მან მისი სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე კრისტისთან ისაუბრა. რომელ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები, როგორც დიზაინერის, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


„მუდმივად ვაქცევ ყურადღებას წლის ტენდენციებსა და ფერებს და შემდეგ ვუხამებ ჩემს იმიჯსა და გარეგნობას.“
„ვიპოვე ჩემი იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულია. საზოგადოებაში ჩემი ნიშა მაქვს.“
„ძირითადად, გამოსასვლელი ფეხსაცმელები მაქვს, რომლებშიც იმხელა თანხას ვიხდი ყოველდღიურისთვის აღარც მრჩება.“

28 აპრილი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 9735-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირინა ონაშვილი
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ირინა ონაშვილი

BUON VIAGGIO ირინა ონაშვილს მასპინძლობს. ირინა პროექტ „ორი ვარსკვლავისა“ და საყვარელი აქსესურების შესახებ კრისტის ესაუბრა. როგორ ჩამოყალიბდა მისი გემოვნება და სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან ვიცი, რომ დიზაინერების საქმიანობაში არ უნდა ჩაერიო. შენ ხარ მოდელი და რასაც გაცმევენ, ის უნდა ჩაიცვა. ახლაც, ასე ვარ. ერთადერთი მხოლოდ მაშინ ვერევი, თუ მეუბნებიან, რომ თამამი და გამომწვევი უნდა ჩავიცვა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს ასე ჩაცმა.“

„ყოველდღიურად ძალიან რთულია გამოპრანჭულად სიარული. ორი მეტრი როცა ხარ სიმაღლეში და კიდევ რომ ქალურად და სექსუალურად იცვამ ყოველდღე, მემგონი ეს არაფერში არ ჯდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში.“

21 აპრილი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 12372-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნანკა კალატოზიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარი ნანკა კალატოზიშვილია. საუბარი შედგა ნანკას სტილსა და გემოვნებაზე. როგორია პატარა დანის(შვილის) სტილი,ჩანთები ნანკას ცხოვრებაში და სამომავლოგეგმები. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

„ცალ-ცალი ფეხსაცმლით აღარ დავდივარ. ისე ნამდვილად არ შეცვლილა ჩემი სტილი.
მოდას ვერ მივყვები. კომფორტზე ვარ ორიენტირებული.“


„არ მიყვარს ბავშვებს პიჯაკებს რომ აცმევენ, თავისი ჰალსტუხებით. უფროსებზე არ მიყვარს და ბავშვს რატომ უნდა ჩავაცვა. მინდა სრული კომფორტი ჰქონდეს დანის (შვილს)“

„ყოველთვის უფრო მასიური რაღაცები მიყვარდა.
ტყავის სამაჯურები, ბიჭური რაღაცები უფრო მომწონს.“


15 აპრილი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4709-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ზალიკო ბერგერი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ზალიკო ბერგერს უმასპინძლა. დიზაინერის გზა მოდის სფეროში, მისთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი და გემოვნებიანი ადამიანები.როგორი იყო დიზაინერის პირველი ჩვენება და პირველი აქსესუარი, რომელზეც მან მერლინ მონრო გამოსახა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მემგონი ქართული მოდის ბიზნესი ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.პირველი მოდის კვირეული ბომბივოთ იყო,ერთ-ერთში მეც მივიღე მონაწილეობა.ჩემი აზრით,ქართული შოუ ბიზნესი დაძირა არტ-იმედის არსებობამ.“

„როცა მასალა ნაყიდი მაქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მერე უცბად მოდის ინსპირაციის წყაროც.“

„ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჩანთა.როცა არ გჭირდება შეიძლება სადმე დაგრჩეს.საზღვარგარეთ ყველა შემთხვევაში ვატარებ.მაქვს „Buon Viaggo-ს“ ჩემოდანი.ძალიან კარგი ფორმისა და ფერის არის.ძალიან ლამაზია.“

9 აპრილი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 8150-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიკა ლაბაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ლაბაძეს უმასპინძლა. პროფესიონალი ბალერინისა და ტელე წამყვანის ყოველდღიური სტილი,ბალეტის შიდა სამზარეულოს დეტალები და გზა ბალეტიდან დღემდე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბალეტი ყველაფერს გასწავლის,ფსიქოლოგიური სკოლაა.ჯარს ვეძახი.“

„ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი. ბალანჩინის და ასევე, ირჟი კილიანის ბალეტებში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა ჩამოიტანა და აქ დადგმულ თანამედროვე ბალეტებშიც ვიცეკვე.“

„ჩემთვის ძალიან ჰგავს ერთმანეთს სპექტაკლისთვის და პირდაპირი ეთერისთვის მზადება.
ორივე ცოცხალია. პირდაპირ მაყურებლის წინაშე ხარ.“


1 აპრილი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 6066-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი რამაზო რომა

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია დიზაინერი რამაზო რომა სტამბულში მოღვაწე ქართველი დიზაინერის გზა წარმატებისკენ ,ინპირაციის წყარო და სამომავლო გეგმები,ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემს კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა,რადგან ძალიან ცოტა დიზაინერი და ბრენდი ქმნის Beachwear“.
„მე არა მარტო კაბას ვქმნი, რამედ ნაჭერსაც. როგორსაც ვხედავ, მინდა ის ნაჭერი ვაქციო რეალობად.“
„მე მაინც ქართველი ვარ და ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ჩემს ქვეყანას. თბილისში ძალიან ბევრი ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანია.“

25 მარტი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 10437-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინა წკრიალაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ნინა წკრიალაშვილს უმასპინძლა. როგორ განვითარდა მომღერლის გემოვნება, მისი საყვარელი დიზაინერი და აქსესუარები,რომელთა გარეშეც მისთვის წარმოუდგენელია ყოველდღიურობა, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მაღალ ქულსიანი ფეხსაცმელი შემძულდებოდა. ძალიან ლამაზია, თუმცა, დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაგის გამო ფეხზე პრობლემაც შემექმნა. 5 წელი სამსახურში აუცილებელად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მივსულიყავი, არც ვიცი, როგორ ვძლებდი.“

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩემოდანს რომ ხელში ვიჭერ, მგონია, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.“

20 მარტი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 15376-ჯერ


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ცქიტიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია „Look Models-ის“ ხელმძღვანელი და მოდელი ნინო ცქიტიშვილი.
17 წელი სამოდელო ბიზნესში და წარმატება, რომელიც სამოდელო სააგენტო „Look Models-ის“ წყალობით, ქართველმა მოდელებმა მოიპოვეს. როგორია ნინო ცქიტიშვილის სტილი, ვინ არის მისი საყვარელი დიზაინერი და თაკო ნაცვლიშვილის წარმატების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

თაკოს სააგენტოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და მშვიდად ვარ. თვე არ გადის, რომ სააგენტოდან ორი მოდელი არ გავუშვა საზღვარგარეთ. მეხუმრებიან, მოდელი აღარ დატოვეო. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება.

„ყველაზე ხშირად ვატარებ „Céline-ს“ ჩანთას. არ აქვს სეზონი და დრო.
ვერ ველევი, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია ჩემთვის.“


12 მარტი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 5495-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიზა ვადაჭკორია

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია ლიზა ვადაჭკორია . „Music Box-ის“ ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის აზრი მოდაზე,სტილსა და გემოვნებაზე.რა წინააღმდეგობები ჰქონდა მას დედასთან და რას ფიქრობს ლიზა მოდის კვირეულებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მუდამ ვატარებ მანქანით იმ აქსესუარებს, რომლებიც შეცვლის ჩემს ლუქს. მაგალითად, პიჯაკს გამოვიცვლი, ყელსახვევს გავიკეთებ, დიდ ჩანთას კლატჩით შევცლი და ისე წავალ პრეზენტაციაზე.“

„მოდის სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მიბაძო, თუნდაც იმაში, რა რასთან ჩაიცვა.”

„ყოველთვის მიყვარდა მოკლე კაბები. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს მოკლე კაბაში ვიდრე გრძელში. მგონია, რომ გრძელ კაბაში ვიკარგები. თუ საღამოს კაბებზეა საუბარი, რომელიც აუცილებლად, გრძელი უნდა იყოს, მას სხვა ფუნქცია აქვს.“




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top