;


"საქართველოს ვარსკვლავი"-ს მონაწილე და გამარჯვებული ნინა სუბლატი მუსიკალური პროექტის დასრულების შემდეგ სადებიუტო ალბომის ჩაწერას შეუდგა, რომელიც 2014 წლის ზაფხულის სეზონისთვის გამოვა. ის სულ მალე გააგრძელებს სწავლას ლონდონში, რაც პრიზის სახით ერგო კონკურსიდან. ნინა ამ გეგმების შეცვლას გათხოვების მიუხედავად არ აპირებს. სწავლობს სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე და როგორც მისი ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ, შესაძლოა უახლოეს მომავალში აშშ.-ში გაემგზავროს.

ნინას ამ ყოველივეზე ვესაუბრეთ და გადავიღეთ მისი ჩაცმულობის სტილი პროექტისთვის 1 celebrity=5 looks

ნინა სუბლატი ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია



ნინი ზარქუა ქართველი მოდელი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. გამორჩეულად დახვეწილია ნინის სტილი, ამიტომ მოვიწვიეთ ამ პროექტში გადასაღებად. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ამჟამად რუსეთში თამაშობს, ნინი კი შვილებთან ერთად საქართველოშია და მეუღლეს პერიოდულად სტუმრობს.

ნინი ზარქუა ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: თათია მსხვილიძე


❝ ძალიან ხშირად მიწევს ევროპაში სიარული და იქ ვშოპინგობ, საქართველოშიც, თბილისში ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსს ვყიდულობ. მოდას თუ მივსდევ, ასე ძალიან რთულია მოდას მიყვე იმიტომ, რომ ტენდენციები იცვლება ძალიან ხშირად და ძალიან დიდი ფულია საჭირო რომ მოდას მისდიო. მაგალითად, როგორც ანა დელა რუსოა, აი ის მართლა მისდევს მოდას, ჩემზე მიმაჩნია რომ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ - მივსდევ მოდას. მე არ მივსდევ მოდას, მე მაცვია ის, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს. არის ისეთი რაღაცეები მოდაში,მაგალითად ტოპები, რომლებსაც მე არ ჩავიცვამ და ჩემს სტილში არ ჯდება. შეიძლება 3-4 წლის წინანდელი ნაყიდი ტანისამოსი ჩავიცვა და ისე წარმოვაჩინო, თითქოს ახალი და მოდურია ❞


ალექსანდრა პაიჭაძე ქართველი მოდელი, შოუ-წამყვანი
და GDS-ს მუსიკალური ტოპ-10-ეულის ტელეწამყვანია. ის ნამდვილად გამორჩეული - It გოგონაა,
თუმცა სანდრასთან ინტერვიუ და მხოლოდ 1 ფოტოსესია საკმარისი არ იქნებოდა:

ალექსანდრა პაიჭაძე ენჯელ.ჯი-სთვის
პროექტში 1 celebrity = 5 looks, ფოტოგრაფი ელენე გოგელია


❝ ყოველდღე ქეჟუალ-სპორტულ სტილით ვიმოსები, მომბეზრდა სამსახურიდან გამომდინარე მაკიაჟის კეთებაც და გადაპრანჭვაც, ასე რომ ყოველთვის ვარ ჩვეულებრივ ფორმაში და განსაკუთრებულ going-out დღეებში ვცდილობ მაქსიმალურად გამოვეწყო შესაფერისად, ეს აუცილებელია, არ მესმის იმ სტუდენტების რომლებიც უნვივერსიტეტში ქუსლებით და საღამოს კაბებით გამოწყობილი დადიან, ძალიან მაინტერესებს საღამოობით უფრო მეტად როგორ იპრანჭებიან :)) ❞


თაკო ვადაჭკორია თავდაპირველად პუბლიკამ ქერათმიანი როკერი გოგონას იმიჯით გაიცნო ჯგუფ ელ-დრაინიდან, შემდეგ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდეგ მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დაიწყო და თაკოს მუსიკალური კარიერა ჩრდილქვეშ მოექცა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს ვარსკვლავის კონკურსში გამოჩენამ კვლავ შეგვახსენა მისი თავი და თაკო ვადაჭკორიათ დიდი შემართებით იმკვიდრებს თავს ქართულ მუსიკალურ შოუბიზნესში.

ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს ჟურნალისტს თათია ონიანს ესაუბრა. ხოლო მისი დახვეწილი
ჩაცმის სტილის გამო კი მოვიწვიეთ ენჯელ.ჯი-ს პროექტში 1 celebrity = 5 looks,
რომლისთვისაც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო 5 დღის განმავლობაში,
5 დღე თაკო ვადაჭკორიას ცხოვრებიდან


ენჯელ.ჯის პროექტიs 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგ სტუმრად
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე შევარჩიეთ.

გიორგი გამორჩეული სტილის გამო მოვიწვიეთ ამ პროექტში, თუმცა თავად ამბობს, რომ მოდის ტენდენციებს არასდროს ეცნობა ❝ ყოველთვის ვიცმევ იმას რაც მომწონს, ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ ❞

გავეცნოთ გიორგი ვარდოსანიძის ჩაცმის სტილს - თუ როგორია ის გადასაღებ მოედანს მიღმა.
ფოტომასალა სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის


ენჯელ.ჯის პროექტი 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგი სტუმარი ნინო გაჩეჩილაძეა,
რომელიც მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალები"-დან გაიცნო "კატო"-ს პერსონაჟით. ნინომ კატო 3 სიტყვით ასე აღწერა: სულელი, კეთილი, ტრაგიკული; საკუთარი თავი კი ამ პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებულად: იდეალისტ და მიზანდასახულად დაასახელა. ვიზუალი და მეოცნებე - ხასიათის ის ნაწილია, რაც მათ აერთიანებთ. ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში ლევ ტოლსტოის ნაწარმოების "ჰაჯი-მურატი" მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მუშაობს. მის საოცნებო როლებს კი ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", უილიამ შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება" და ტენესი უილიამსის "ვნების ტრავმაი"-ში ბლანშ დიუბუას როლი წარმოადგენს.

გავეცნოთ ნინო გაჩეჩილაძის ჩაცმის სტილს - თუ როგორია ის გადასაღებ მოედანს მიღმა.
ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ მასთან 5 დღე დაჰყო, ფოტომასალა სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის


გთავაზობთ ანუკი არეშიძის 5 ლუქს,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

"მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს."

"პატარა ჯერ მხოლოდ 7 თვისაა, უფროსი კი ყოველთვის კმაყოფილია ჩემი ჩაცმულობით, ნუ მამიკოს ხშირად უთქვამს სახლიდან გასვლამდე რომ კაბა გამომეცვალა, საქართველოში ვითვალისწინებ უფრო, მილანში ხშირად ჩემი გამიტანია:) " - გაგვიმხილა ანუკიმ ინტერვიუში, რომელიც თან ახლავს ფოტომასალას.

ენჯელ.ჯი პროექტის 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგი სტუმარი ტელეწამყვანი ლიკა ქორქიაა,
რომელიც მოდუმ ტენდენციურად და მოხდენილად გამოიყურება. ვნახოთ როგორია ლიკა ტელეეკრანს მიღმა, ამისათვის პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დილით - სახლში, შემდგომ ძაღლთან ერთად სეირნობისას, საქმეზე მიმავალი, კაფეში და საჯინიბოზე!

გთავაზობთ ლიკა ქორქიას 5 ლუქს,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

ჩვენი პროექტის 1 Celebrity = 5 Looks მომდევნო სტუმრად კიაშა სიმპსონს წარმოგიდგენთ,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა თბილისი მერიოტში, რუსთაველის თეატრში, თბილისის ზღვაზე, ზვიად შევარდნაძის ბაღში „გარდენიაში“ და შოპინგის დროს გადაიღო. კიაშას ამ პროექტისთვის ვთხოვეთ აერჩია სამოსი ადგილობრივი მაღაზიებიდან! და დემონსტრირება გაეწია მისი თბილისური სტილისთვის.

კიაშა სიმპსონი = 5 Looks
ფოტოგრაფი: ანი ჟვანია
ჟურნალისტი: საბა ვაჩიბერიძე
www.angel.ge -სთვის


შორენა ბეგაშვილი - 5 look

ჩვენი პროექტის 1 Celebrity = 5 Looks მომდევნო სტუმრად შორენა ბეგაშვილს წარმოგიდგენთ,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა "იღბლიანი ბორბლის" და "ვანოს შოუს" ჩაწერებსა და კულისების შემდეგ შვილთან - ევასთან ერთად გადაიღო პარკში და შოპინგზე.

შორენა ბეგშვილი = 5 Looks
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია www.angel.ge -სთვის


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top