;


ყვავილების ფესტივალი 2013

დედაქალაქისთვის ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული ყვავილების ფესტივალი წელს პირველად ორი დღის განმავლობაში, 25-26 მაისს, სიონის ქუჩის, სიონის სკვერის, ბამბის რიგისა და კინოს მოედნის ტერიტორიაზე გაიმართება. (შარდენის ქუჩის მიმდებარედ)

ორდღიანი ბაზრობის ფარგლებში მოეწყობა საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული მცენარეების, ბაღის ფურნიტურის, ხის მერქნისაგან, გამხმარი ყვავილებისა თუ ფოთლებისგან შექმნილი კომპოზიციების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამწვანების ყველაზე მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე ზომის სანერგეები, პროფესიონალი ფლორისტები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები. ფესტივალზე ყვავილების 70-მდე კერძო კოლექცია იქნება წარმოდგენილი.

ყვავილების ფესტივალი 2013 - 25-26 მაისს


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top