;


სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის გამარჯვებული წყვილი!

მეგა-შოუ, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დღეს დასრულდა
და გამოვლინდა პირველი სეზონის გამარჯვებული წყვილი: სამორი ბალდე და
ლიკა ლაბაძე! დამეთანხმებით, პირველი ადგილის დაკავება ვერ მივა იმ სიყვარულთან,
რომელსაც ხალხი მათდამი ამჟღავნებდა ამ ხნის განმავლობაში.

სამორმა და ლიკამ ფინალში კონკურენტი წყვილი: თიკო და გიგი დაამარცხეს. პირველ ადგილზე
გასულ ვარსკვლავს, სამორს გადაეცა ბინა ბათუმში, ხოლო მე-2 ადგილზე გასულ ვარსკვლავს, თიკოს
მანქანა. ფინალში პრიზების ცვენა იყო: მე-2 ადგილზე გასულ წყვილთან, თიკოსთან და გიგისთან
ერთად ამსტერდამს ეწვევა ლელა წურწუმიაც. ნინო ანანიაშვილმა სპეციალური პრიზი, 1000
ლარი დააწესა თავისი ფავორიტი ვარსკვლავისთვის: სამორი ბალდესთვის. ფინალისტები
ევროპარკში 3 თვე უფასოდ დაისვენებენ, ხოლო პროექტის უკლებლივ ყველა მონაწილეს
ფიტნეს მომსახურებას გაუწევენ პროფესიონალები.


სამორმა და ლიკამ გამარჯვება მოიპოვეს!


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top