;


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მარკუს მეტრეველი

BUON VIAGGIO-ს მომდევნო სტუმარია მომღერალი მარკუს მეტრეველი. მან მისი სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე კრისტისთან ისაუბრა. რომელ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები, როგორც დიზაინერის, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


„მუდმივად ვაქცევ ყურადღებას წლის ტენდენციებსა და ფერებს და შემდეგ ვუხამებ ჩემს იმიჯსა და გარეგნობას.“
„ვიპოვე ჩემი იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულია. საზოგადოებაში ჩემი ნიშა მაქვს.“
„ძირითადად, გამოსასვლელი ფეხსაცმელები მაქვს, რომლებშიც იმხელა თანხას ვიხდი ყოველდღიურისთვის აღარც მრჩება.“


საბერძნეთიდან არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნებული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი ქართულ შოუ–ბიზნესში სრულიად გამორჩეული ტიპაჟია. ჩვენთან საუბრისას აშკარად ეტყობა, რომ თავისუფლება ძალიან უყვარს და სექტემბერში ახალ, ქართულ და ინგლისურ ენოვანი სიმღერით წარსდგება ქართულ ტელე-შოუებში.

თბილისი რომ პატარა ქალაქია და ათასი მითქმა-მოთქმა ხშირად ისმის სელებრითების შესახებ, ამას ლაპარაკიც აღარ უნდა, ხოდა აი ჩვენც დავინტერესდით თუ რატომ გადაწყვიტა საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მარკუსმა, რომელმაც განაცხადა, რომ -❝ საქართველოში დაბრუნება სიმართლე, რომ გითხრა არ მქონდა გადაწყვეტილი, სრულიად შემთხვევით ავღმოვჩნდი, მე მივდიოდი მოსკოვში სადაც მელოდებოდნენ, რომ უნდა დამეწყო სერიოზული ნაბიჯები რუსულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ომის შედეგად განვითარდა უარყოფითად მოვლენები და ჩამოვედი საქართველოში. ვეღარ დავრჩებოდი საბერძნეთში, რადგან ვიყავი აბარგებული და თან საბერძნეთში დაიწყო საშინელი ეკონომიური კრიზისი.❞



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top