;
19 მაი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 3167-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მარკუს მეტრეველი

BUON VIAGGIO-ს მომდევნო სტუმარია მომღერალი მარკუს მეტრეველი . მან მისი სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე კრისტისთან ისაუბრა. რომელ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და როგორია მისი სამომავლო გეგმები, როგორც დიზაინერის, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


„მუდმივად ვაქცევ ყურადღებას წლის ტენდენციებსა და ფერებს და შემდეგ ვუხამებ ჩემს იმიჯსა და გარეგნობას.“
„ვიპოვე ჩემი იმიჯი, რომელიც განსაკუთრებულია. საზოგადოებაში ჩემი ნიშა მაქვს.“
„ძირითადად, გამოსასვლელი ფეხსაცმელები მაქვს, რომლებშიც იმხელა თანხას ვიხდი ყოველდღიურისთვის აღარც მრჩება.“

28 აპრილი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 9601-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირინა ონაშვილი
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ირინა ონაშვილი

BUON VIAGGIO ირინა ონაშვილს მასპინძლობს. ირინა პროექტ „ორი ვარსკვლავისა“ და საყვარელი აქსესურების შესახებ კრისტის ესაუბრა. როგორ ჩამოყალიბდა მისი გემოვნება და სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან ვიცი, რომ დიზაინერების საქმიანობაში არ უნდა ჩაერიო. შენ ხარ მოდელი და რასაც გაცმევენ, ის უნდა ჩაიცვა. ახლაც, ასე ვარ. ერთადერთი მხოლოდ მაშინ ვერევი, თუ მეუბნებიან, რომ თამამი და გამომწვევი უნდა ჩავიცვა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს ასე ჩაცმა.“

„ყოველდღიურად ძალიან რთულია გამოპრანჭულად სიარული. ორი მეტრი როცა ხარ სიმაღლეში და კიდევ რომ ქალურად და სექსუალურად იცვამ ყოველდღე, მემგონი ეს არაფერში არ ჯდება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში.“

21 აპრილი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 12211-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნანკა კალატოზიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარი ნანკა კალატოზიშვილია. საუბარი შედგა ნანკას სტილსა და გემოვნებაზე. როგორია პატარა დანის(შვილის) სტილი,ჩანთები ნანკას ცხოვრებაში და სამომავლოგეგმები. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდნენთ:

„ცალ-ცალი ფეხსაცმლით აღარ დავდივარ. ისე ნამდვილად არ შეცვლილა ჩემი სტილი.
მოდას ვერ მივყვები. კომფორტზე ვარ ორიენტირებული.“


„არ მიყვარს ბავშვებს პიჯაკებს რომ აცმევენ, თავისი ჰალსტუხებით. უფროსებზე არ მიყვარს და ბავშვს რატომ უნდა ჩავაცვა. მინდა სრული კომფორტი ჰქონდეს დანის (შვილს)“

„ყოველთვის უფრო მასიური რაღაცები მიყვარდა.
ტყავის სამაჯურები, ბიჭური რაღაცები უფრო მომწონს.“


15 აპრილი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4566-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ზალიკო ბერგერი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ზალიკო ბერგერს უმასპინძლა. დიზაინერის გზა მოდის სფეროში, მისთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი და გემოვნებიანი ადამიანები.როგორი იყო დიზაინერის პირველი ჩვენება და პირველი აქსესუარი, რომელზეც მან მერლინ მონრო გამოსახა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მემგონი ქართული მოდის ბიზნესი ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.პირველი მოდის კვირეული ბომბივოთ იყო,ერთ-ერთში მეც მივიღე მონაწილეობა.ჩემი აზრით,ქართული შოუ ბიზნესი დაძირა არტ-იმედის არსებობამ.“

„როცა მასალა ნაყიდი მაქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მერე უცბად მოდის ინსპირაციის წყაროც.“

„ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჩანთა.როცა არ გჭირდება შეიძლება სადმე დაგრჩეს.საზღვარგარეთ ყველა შემთხვევაში ვატარებ.მაქვს „Buon Viaggo-ს“ ჩემოდანი.ძალიან კარგი ფორმისა და ფერის არის.ძალიან ლამაზია.“

9 აპრილი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 8032-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიკა ლაბაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ლაბაძეს უმასპინძლა. პროფესიონალი ბალერინისა და ტელე წამყვანის ყოველდღიური სტილი,ბალეტის შიდა სამზარეულოს დეტალები და გზა ბალეტიდან დღემდე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბალეტი ყველაფერს გასწავლის,ფსიქოლოგიური სკოლაა.ჯარს ვეძახი.“

„ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი. ბალანჩინის და ასევე, ირჟი კილიანის ბალეტებში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა ჩამოიტანა და აქ დადგმულ თანამედროვე ბალეტებშიც ვიცეკვე.“

„ჩემთვის ძალიან ჰგავს ერთმანეთს სპექტაკლისთვის და პირდაპირი ეთერისთვის მზადება.
ორივე ცოცხალია. პირდაპირ მაყურებლის წინაშე ხარ.“


1 აპრილი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 5936-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი რამაზო რომა

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია დიზაინერი რამაზო რომა სტამბულში მოღვაწე ქართველი დიზაინერის გზა წარმატებისკენ ,ინპირაციის წყარო და სამომავლო გეგმები,ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემს კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა,რადგან ძალიან ცოტა დიზაინერი და ბრენდი ქმნის Beachwear“.
„მე არა მარტო კაბას ვქმნი, რამედ ნაჭერსაც. როგორსაც ვხედავ, მინდა ის ნაჭერი ვაქციო რეალობად.“
„მე მაინც ქართველი ვარ და ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ჩემს ქვეყანას. თბილისში ძალიან ბევრი ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანია.“

25 მარტი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 10302-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინა წკრიალაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ნინა წკრიალაშვილს უმასპინძლა. როგორ განვითარდა მომღერლის გემოვნება, მისი საყვარელი დიზაინერი და აქსესუარები,რომელთა გარეშეც მისთვის წარმოუდგენელია ყოველდღიურობა, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მაღალ ქულსიანი ფეხსაცმელი შემძულდებოდა. ძალიან ლამაზია, თუმცა, დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაგის გამო ფეხზე პრობლემაც შემექმნა. 5 წელი სამსახურში აუცილებელად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მივსულიყავი, არც ვიცი, როგორ ვძლებდი.“

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩემოდანს რომ ხელში ვიჭერ, მგონია, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.“

20 მარტი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 15142-ჯერ


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ცქიტიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია „Look Models-ის“ ხელმძღვანელი და მოდელი ნინო ცქიტიშვილი.
17 წელი სამოდელო ბიზნესში და წარმატება, რომელიც სამოდელო სააგენტო „Look Models-ის“ წყალობით, ქართველმა მოდელებმა მოიპოვეს. როგორია ნინო ცქიტიშვილის სტილი, ვინ არის მისი საყვარელი დიზაინერი და თაკო ნაცვლიშვილის წარმატების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

თაკოს სააგენტოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და მშვიდად ვარ. თვე არ გადის, რომ სააგენტოდან ორი მოდელი არ გავუშვა საზღვარგარეთ. მეხუმრებიან, მოდელი აღარ დატოვეო. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება.

„ყველაზე ხშირად ვატარებ „Céline-ს“ ჩანთას. არ აქვს სეზონი და დრო.
ვერ ველევი, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია ჩემთვის.“


12 მარტი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 5370-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიზა ვადაჭკორია

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია ლიზა ვადაჭკორია . „Music Box-ის“ ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის აზრი მოდაზე,სტილსა და გემოვნებაზე.რა წინააღმდეგობები ჰქონდა მას დედასთან და რას ფიქრობს ლიზა მოდის კვირეულებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მუდამ ვატარებ მანქანით იმ აქსესუარებს, რომლებიც შეცვლის ჩემს ლუქს. მაგალითად, პიჯაკს გამოვიცვლი, ყელსახვევს გავიკეთებ, დიდ ჩანთას კლატჩით შევცლი და ისე წავალ პრეზენტაციაზე.“

„მოდის სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მიბაძო, თუნდაც იმაში, რა რასთან ჩაიცვა.”

„ყოველთვის მიყვარდა მოკლე კაბები. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს მოკლე კაბაში ვიდრე გრძელში. მგონია, რომ გრძელ კაბაში ვიკარგები. თუ საღამოს კაბებზეა საუბარი, რომელიც აუცილებლად, გრძელი უნდა იყოს, მას სხვა ფუნქცია აქვს.“

3 მარტი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 10978-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ნადირაძე-კუზანოვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნინო ნადირაძე-კუზანოვას უმასპინძლა, როგორია კარდიოლოგის ყოველდღიური სტილი, როგორ უთავსებს თეთრ ხალათს მოდურ სამოსს და რა არის მისი ყოველდღიური აქსესუარი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„დღემდე ვერ გავიგე რა არის ჩემი სტილი. ხშირად მეცვლება ხასიათი. მარტის თვის ქალი ვარ და სულ სხვადასხვა მხრიდან მიქრის ქარი. ჩემი ხასიათის ცვლილება ადამიანებთან ურთიერთობაში არ მეტყობა.“

„შეიძლება სამსახურში ერთი დღე პიჯაკითა და ჰალსტუხით წავიდე
კაცის სტილით, ხოლო მეორე დღეს პეპელასავით.“


24 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4616-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნოდიკო ტატიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნოდიკო ტატიშვილს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა მომღერლის გემოვნება და რა სამომავლო გეგმები აქვს. მომღერლის სტილსა და შემოქმედებით საქმიანობზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ზოგადად, მიყვარს სისადავე. კაცი, როცა ხარ მამაკაცურად უნდა გამოიყურებოდე,
ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვატარებ. დამატებით არ მიყვარს რაღაცების ხმარება.“


„მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. როცა პროფესიონალი მუსიკოსი ხარ, კრიტიკა უნდა აიტანო.
ვერავინ ვერ შემედრება ჩემი თავის კრიტიკაში.“

18 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 5664-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩი არველაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - აჩი არველაძე საუბარი შედგა მის ყოველდღიურსა და სავარჯიშო სტილზე .რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთას. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„თბილისიდან გამომდინარე მირჩევნია ვიყო სპორტულ სტილში. განათებული კი არის, მაგრამ სუფთა არა. მირჩევნია, რომ ჯინსს შევუხამო სამოსი.“
13 თებერვალი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 14850-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკო ფანგანი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - ეკო ფანგანი რა პროფესიისაა სინამდვილეში და სად უმუშავია თავისი პროფესიით,ტელეწამყვანის საყვარელი დიზაინერი და მისთვის დამახასიათებელი სტილი.ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ პრანჭვა გვიან დავიწყე თინეიჯერობის ასაკში. ჩემი მეგობრები უკვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდნენ, მე ვუყურებდი და გიჟი მეგონა ყველა, ვინც ასე იცვამდა.ისინი კი იმას, მეუბნებოდნენ: როდის უნდა გადამეგდო დიდი შარვლები, ქურთუკები, დიდი მაისურები. 16 წლიდან დავიწყე გაპრანჭვა, სკოლას რომ ვამთავრებდი ნელ-ნელა დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. ამ ასაკამდე ძალიან ბავშვური ვიყავი.“

9 თებერვალი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5303-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი დათუნა სულიკაშვილი

კრისტი ყიფშიძემ BUON VIAGGIO-ში დათუნა სულიკაშვილს უმასპინძლა. დიზაინერმა მის მიერ შექმნილი პირველი სამოსისა და საყვარელი ჩვენების შესახებ ისაუბრა.ვინ არის მისი ყველაზე ხშირი სტუმარი და როგორი გეგმები აქვს მას გაზაფხულისთვის. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„უკვე დავიწყე შემდეგი ჩვენებისთვის მომზადება. მინდოდა, რომ ცოტა ადრე დამეწყო, რომ ერთხელ გავაკეთო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს: სრულყოფილი და დასრულებული. მაისითვის ვაპირებ ამის დასრულებას. ასევე, მინდა ახალი ეტიკეტი გავუკეთო ჩემს კოლექციას. ჩემი სახელი და გვარი აღარ ეწერება. ბევრი სიახლე იქნება მაისის ჩვენებაზე.“

5 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6617-ჯერ
კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ქეთი ორჯონიკიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია მომღერალი და პოეტი ქეთი ორჯონიკიძე. რა პროფესიისაა ის, არის თუ არა ჩანთა მისი ყოველდღიური აქსესუარი და რა არის მისი იმიჯის ცვლილების მიზეზი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ანუ არ ვწერ არაფერს: არც ლექსს, არც მუსიკას, მაშინ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ის ერთფეროვნება, რომელიც შინაგანია, ამის შეცვლას ვერ ვახერხებ. მუზა ან არის ან არა, გამოძახებით არ მოდის, მაგრამ თმის ფერის შეცვლა შეიძლება“

  • «
  • 1
  • 2
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top