;


This Is the End
This Is the EndThis Is the End
This Is The End ახალი მძაფრსიუჟეტიანი კომედიაა ჯეიმს ფრანკოს, ჯონა ჰილის, სეტ როგენის, ჯეი ბარუშელის, დენი მაკბრაიდის, ქრეგ რობინსონის, მაიკლ სერას, ემა უოთსონისა და რიანას მონაწილეობით, რომელიც დიდ ეკრანებზე 2013 წლის 12 ივნისს გამოვა. ფილმის რეჟისურა და სცენარი, რომლის მიხედვითაც ჯეიმს ფრანკოს სახლში გამართულ წვეულებაზე შეკრებილი ვარსკვლავები მოულოდნელად აპოკალიფსის მომსწრენი ხდებიან, სეტ როგენსა და ევან გოლდბერგს ეკუთვნით, რომლებმაც წარსულში ითანამშრომლეს ისეთი წარმატებული კომედიების შექმნისას, როგორებიცაა Pineapple Express და Superbad. სურათის დახურული ჩვენება უკვე შედგა, კრიტიკოსებმა კი ის შეაფასეს, როგორც წლის ყველაზე დაძაბული და ამავდროულად, სახალისო ფილმი. ამ ეტაპზე, გავრცელებულია ფილმის სხვადასხვა კადრები, პოსტერები, თრეილერები, პრომოები და გიფები, რომლებსაც სიახლეში შემოგთავაზებთ.
This Is the End
16 +


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top