;


ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მოდის კვირეული დაბრუნდა და 6-დან 10 მაისის ჩაითვლით გაიმართება. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც საგულდაგულოდ კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. გახსნაზე მოეწყობა LIG STUDIO-ს დამფუძნებლის, ფოტოგრაფ ირაკლი ღუღუნიშვილის გამოფენა, ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის საუკეთესო ფოტოები გამოიფინება ვარდების ბაღში მოდის კვირეულის მიმდინარეობისას.

5-15 მაისს, განახლებული Flabour-ში მოეწყობა TFW Show-room. შარდენის პირველ ნომერში განლაგებულ საივრცეში წამყვანი ქართველი დიზაინერების ექსკლუზიური „კაფსულა კოლექციები“ იქნება მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის. ისინი, ვინც ვერ დაესწრებიან თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს, შეძლებენ Tbilisi Fashion Week-ზე წარმოდგენელი ექსკლუზიური სამოსის დათვალიერებასა და შეძენას Flabour-ში შარდენის #1 ასევე დაგეგმილია მასტერკლასები პროფესიონალი და ახალბედა დიზაინერებისთვის, მოდის ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top