;


ყველა ქალაქს თავისი განსაკუთრებული და მისტიური ხიბლი აქვს, რომელიც უმთავრესი ქარიზმა მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების საიდუმლოებაშია. არსებობს რამდენიმე ქალაქი რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საჭიროების მიხედვით უნდა ესტუმრო: თუ ბედნიერებას ეძებ - პარიზს უნდა მიაშურო, თუ ვნებიან სიყვარულსა და მძაფრ გრძნობებს - ბარსელონას, და ა. შ მსგავსი თავგადასავლებისთვის ყველა ადგილი გამოდგება , მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილია სადაც შეიძლება მშვიდად მიაბარო სული უფალს _ ეს ხელოვნების და სიკვდილის ქალაქი ვენეციაა - წყალზე მოტივტივე მითოლოგიურ ბურუსში გახვეული არქიტექტურული შედევრი. გარდა იტალიელი გამოჩენილი ადამინებისა, 21 საუკუნის ყველაზე დიდი პოეტი იოსებ ბროდსკი აქაა დაკრძალული და აქვე გარდაიცვალა მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე გამოუცნობი პერსონა _გუსტავ ფონ აშენბახი. მას შემდეგ ვენეციის გაგონებაზე ძნელია არ გაგახსედეს თომას მანისა და ლუკინო ვისკონტის შედევრი "სიკვდილი ვენეციაში". ნობელიანტმა მწერალმა 1911 წელს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნოველა “სიკვდილი ვენეციაში” (“Der Tod in Venedig”) შექმნა.




Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top