;




კომპანია "სოკარი"-ს მხარდაჭერით საქართველოში, ყველაზე ცნობილი და პოპულარული აზერბაიჯანული მოდური ჟურნალის NARGIS პრეზენტაცია გაიმართა "ქარვასლა"-ში. ჟურნალი 2012 წელს დაარსა იულვია რახმანოვამ, ახლა კი გადაწყვიტეს, 2014 წლის მარტიდან ჟურნალი ქართულ პუბლიკასაც წარუდგინონ. ნარგისი - მოდის ტენდენციებს და კულტურულ სიახლეებს აღწერს, ჟურნალი რუსულ ენაზე გამოიცემა.

ქარვასლაში გაიმართა Atelier Jan და სიმონ მაჩაბელის ჩვენებები, რომელიც ჯეო-მოდელსის მოდელებმა წარმოადგინეს, ღონისძიებას კი თაკო ჩხეიძე უძღვებოდა.


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის
სტუმარი დალი ჩიტალაძე

ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO-ოს ახალი პროექტის პირველი სტუმარია მოდის ექსპერტი, Fashion Icon, დახვეწილი, ლამაზი და საინტერესო ადამიანი დალი ჩიტალაძე.

როგორ აღმოჩნდა პროფესიით მუსიკოსი დალი ჩიტალაძე მოდის სფეროში, ვინ არის მისთვის მისაბაძი ქალბატონი და რას ანიჭებს უპირატესობას დალი ჩიტალაძე ამის შესახებ კრისტი ყიფშიძეს ესაუბრა
მაღაზია „BUON VIAGGIO-ში“
, რომელსაც ენჯელ.ჯი- წარმოგიდგენთ:


„გემოვნებას ღმერთი გაძლევს, ეს შიგნიდან მოდის. ამას ვერ ისწავლი, თუმცა თვითკრიტიკის უნარით ადამიანს შეუძლია გახდეს მოდური.“

„ჯობს ისწავლო, კარგს მიბაძო, ვიდრე ამბიციურად გჯეროდეს საკუთარი თავის და იყო აბსოლუტურად სასაცილო.“

„შეიძლება ჩაიცვა შავი კაბა, სხვადასხვა აქსესუარი მოირგო, სხვა ფეხსაცმელი შეუხამო, სხვა გარემოში მოხვდე და უცბად, შენ სხვანაირი ხარ!“




Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top