4 August 2011      ANGEL     Views 3 788    
Category: Stars



ცნობილი ფრაზის "$10,000 ნაკლებად საწოლიდანაც კი არ ვდგები" ავტორმა, 90 წლების სუპერმოდელმა ლინდა ევანგელისტამ შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგვაოცოს თავისი "ჰონორარებით".

46 წლის კანადელმა მოდელმა, რომელიც 4 წლის ბიჭუნა აუგუსტინის მარტოხელა დედაა (აქამდე საიდუმლოდ ინახავდა ბავშვის მამის ვინაობას!) მანჰეტენის სასამართლო (და რაღა თქმა უნდა მედია) შეძრა თავისი მოთხოვნით. აღიძრა საქმე, რომლის საფუძველზეც ლინდა ევანგელისტა მისი შვილის მამას თვიურ ალიმენტს $46,000 უწესებს, რაც მსგავს საქმეთა ისტორიაში უპრეცენდენტო თანხაა!

თუმცა კი ეს სრულაც არ გახდა პუბლიკის უდიდესი გაოცების მიზეზი. როგორც იქნა ლინდამ გაგვიმხილა ბავშვის მამის ვინაობა, რომელსაც აქამდე ასაიდუმლოებდა და ეს არც მეტი არც ნაკლები ფრანგი მილიონერი ჰოლდინგ PPR-ის აღმასრულებელი დირექტორი (ფირმა ფლობს Gucci, Yves Saint Laurent, Balenciaga და სხვა მრავალ კომპანიას) ფრანსუა-ჰენრი პინოლტი აღმოჩნდა! ან უფრო უკეთ რომ გეცნოთ მსახიობ სელმა ჰაიეკის მეუღლე რომელთანაც 3 წლის ქალიშვილი ვალენტინა ყავს. საინტერესოზე საინტერესო კი არის ის, რომ ჩვენი გამოთვლით ფრანსუას ლინდასთან და სელმასთან საკმაოდ მცირე მცირე ინტერვალიანი რომანი ქონია. უფრო სწორად კი 2006 წლის გაზაფხულზე, როდესაც ფრანსუა და სელმამ ერთმანეთი გაიცნეს ლინდა უკვე ორსულად იყო ავგუსტინზე.



უცნობია თუ რატომ ასაიდუმლოებმა აქამდე 49 წლის ფრანსუას მამობას ლინდა, თუმცა კი როგორც ჩანს დანაკარგის ანაზღაურება ახლა ერთბაშად გადაწყვიტა სუპერმოდელმა. ლინდამ განმარტა, რომ ამ ოდენობის თანხას ( $46,000 ყოველთიურად) ავგუსტინის ძიძებისთვის ითხოვს.
მოდელმა გარკვევით აგვიხსნა, რომ მისი სამუშაო რეჟიმი 16 საათიანიც შეიძლება იყოს და მაშინაც კი როდესაც დაკავებული არ არის ის ვალდებულია იმუშაოს საკუთარ თავზე - იაროს სპორტდარბაზში და იზრუნოს მის სილამაზეზე.

“it can be a 16-hour-day”. Also, this: “On days when I do not work, I am working on my image. I have to hit the gym. I have beauty appointments. I have to work toward my next job and maintaining my image, just like an athlete.”


სარჩელი ივლისის თვისთვის იქნა შეტანილი. საქმის გარკვევა ჯერაც არ დასრულებულა, საჭიროა ფრანსუა გამოცხადდეს სასამართლოში და მიიღონ გადაწყვეტილება. თუმცა ირკვევა, რომ ლინდა გარკვეულ პრობლემებს წააწყდა და საქმე შესაძლოა ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდა.



ლინდა და აუგუსტინი (ამჟამად 4 წლის) / სელმა და ვალენტინა (ამჟამად 3 წლის)
ბიჭუნა მის ნახევარ-და ვალენტინაზე 11 თვით უფროსია.
ფრანსუას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი: ქალ-ვაჟი ყავს.



ლინდასთან ერთად ოქტომბერი 2005 / სელმასთან ერთად აპრილი 2006



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top