;

10 June 2016      ta_mo     Views 4624    
Category: Stars

Kate Beckinsale QuotesKate Beckinsale Quotes

ქეით ბექინსეილის გამონათქვამები

"მახსოვს მითხრეს, რომ ადამიანს შეუძლია დაბერდეს ორგვარად, პირველი:
გახდეს ის ნეგატიური და უცნაური, მეორე კი უბრალოდ დაინახოს ასაკის მატების
თავისებური მშვენიერება. მე სწორედ ამ უკანასკნელ ვერსიას ვამჯობინებ."


Kate Beckinsale Quotes

"არავინ არ არის დამონებული იმაზე მეტად, ვიდრე მონა, რომელიც
თავს სულაც არ გრძნობს მონად."



"მომწონს ცუდი გოგოს თამაში, ვინაიდან ჩემთვის ბევრად საინტერესოდ
გამოიყურება ჩახლართული სცენარი."


Kate Beckinsale Quotes

"მე არ მაქვს გრანდიოზული სამომავლო გეგმები, ვინაიდან ყოველთვის
მივყვები დინებას და ნაკლებად ვარ კონცენტრირებული ყოველდღიურობის
დაგეგმვაზე, უბრალოდ ჩემი მიზანია ვითანამშრომლო რადიკალურად
განსხვავებულ რეჟისორებთან."


Kate Beckinsale Quotes

"ყოველი ახალი პერსონაჟის განსახიერების დროს საკუთარ თავში ვხედავ
ახალ თვისებას, ეს კი ჩემთვის საუკეთესო საშუალება თვითგანვითარებისთვის."


"როდესაც გავხდი დედა თავი ბევრად დაცულად ვიგრძენი, თუმცა
მინდა ვაღიარო რომ კინოში თამაშისთვის ეს განცდა არც ისე კარგია, ვინაიდან
საპირისპირო შემთხვევაში ბევრად მაღალია ჩემი პროფესიონალიზმი."


Kate Beckinsale Quotes

"ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გამოიყურება სასაცილოდ, ხოლო
ემოციების გამოხატვისგან არასდროს არ ვიკავებ თავს, ყოფილა ისეთი
შემთვევებიც, როდესაც მეგობრებთან მქონია ამაზე დისკუსია, თუმცა არაფრის
გამო არ ვაპირებ თავის შეზღუდვას."


Kate Beckinsale Quotes

"სილამაზის სტანდარტი ჰოლივუდში ძალიან რთული საკითხია,
ყველა და ყველაფერი ძალზედ ბრჭყვიალაა, თუმცა ამის მიღმა რეალობა
სულ სხვაა. ყველაფერი ფორმირებულია, რეტუშირებული.... რაღაც პერიოდის
უკან, ვუყურებდი ჩემს ძველ ფოტოებს და შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს, თუ რატომ
არ გამოვიყურებოდი ახლაც ანალოგიურად, ხოლო შემდეგ გავაანალიზე, რომ ასეთი
ვიზუალი მე არც არასოდეს მქონია."


Kate Beckinsale Quotes

"არ ვთვლი, რომ ლამაზი ბავშვი ვიყავი და რეალურად ეს ასეცაა."

"წიგნების მეშვეობით შეიძლება შეიძინო არარსებული ცხოვრებისეული
გამოცდილება, რომელიც სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე შეისხამს ხორცს."


Kate Beckinsale Quotes

"ოქსფორდში ენებს ვსწავლობდი, ჩემი არჩევანი გამომდინარეობდა
ალბათ გარკვეული ნიუანსებიდან გამომდინარე, ვთვლიდი რომ ამერიკაში
კარგად გამოვიყენებდი რუსული და ფრანგული ენების ფლობას."


Kate Beckinsale Quotes

"ძალიან იშვიათდ ვუყურებ ტელევიზორს, ამის არც სურვილი მაქვს
და არც დრო, თუმცა გამოვარჩევდი ტელე შოუს "24 საათი" ნამდვილად
დინამიური და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის."


Kate Beckinsale Quotes

"ვცდილობ ძალიან დიდი დოზით მივაწოდო ორგანიზმს ვიტამინები,
ვინაიდა ვეწევი, მოწევა კი ფიტავს გარკვეულწილად ორგანიზმს."


Kate Beckinsale Quotes

"ჩემი სილამაზის საიდუმლოდ შემიძლია მივიჩნიო იოგა, იოგას მეშვეობით
ვახერხებ რელაქსაციას და აგრეთვე ტონუსში ყოფნასაც."


Kate Beckinsale Quotes

"არასდროს მიფიქრია ამნერიკელზე გათხოვება, უბრალოდ ეს თავისთავად მოხდა."

"ოქსფორდის შემდეგ რუსულად მხოლოდ ერთ ქალბატონთან ვსაუბრობ,
რომელიც ეპილაციას მიკეთებს. აი ასეთი ცვლილებები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში
ჰოლივუდმა."


Kate Beckinsale Quotes


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top