25 March 2016      ANGEL     Views 3 937    
Category: Stars

VOGUE videos: Kendall Jenner and Gigi Hadid
VOGUE-ს ახალი ნომრის სპეციალური გამოცემა კენდალ ჯენერს დაეთმო. კენდალი და ჯიჯი ჰადიდი, ახალგაზრდა მოდელები, რომელმაც წარმატებას არა მხოლოდ საკუთარი ვიზუალით მიაღწიეს, ისინი IT girl-ები არიან, გოგონების ცხოვრების წესი და სტილი აქტიურად განიხილება პოდიუმს მიღმა. ჰადიდი და კარდაშიანების უმცროსი და რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობენ, გოგონები სუპერ-მდიდარი და ცნობილი ოჯახებიდან VOGUE-მ გამოცემისთვის დაგეგმილ ფოტოსესიებს შორის გადაიღო სასტუმრო პლაზაში.

ჯიჯი და კენდალი შანელის სამოსში გამოწყობილები ხალისიანად და თამამად ერთობიან,
მათ არ ზღუდავთ, ის, რომ კაბები couture ხაზიდანაა, IT girl-ებისთვის ყველაფერი დასაშვებია. VOGUE მთელი თვის განმავლობაში გვაწვდის კენდალის ვიდეოებს, სადაც მუდამ ჩანს მისი განუყრელი მეგობარი და კოლეგა - ჯიჯი ჰადიდი.

VOGUE-ს სპეციალური გამოცემა, რომლის ფურცლებიც მხოლოდ კენდალის ფოტოებს დაეთმო გაყიდვაში არ ჩაეშვება, ის დაეგზავნებათ ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში ჟურნალის აპრილის ნომრის გამომწერებს. გამოცემაში კენდალის ფოტოებთან ერთად მოდის სფეროში მოღვაწე ხალხის ინტერვიუა მოცემული მის შესახებ, მარკ ჯეიკობსი და კარლ ლაგერფელდი ხოტბას ასხამენ ახალგაზრდა მოდელის ხასიათს და მიზანდასახულობას. მოდელი 64 მილიონი ფოლოუერით სოც. ქსელში - დაიბეჭდა ჟურნალის გარეკანზე დიდი შრიფტით, თუმცა ამ ანონსის შემდეგ კენდალის ფოლოუერების რიცხვი უკვე 4 მილიონით გაიზარდა და 68 მლნ.-ს ადგენს! კენდალ ჯენერი ნამდვილი სენსაციაა და რთულია ამოხსნა მისი მიზიდულობის ძალა.


Kendall Jenner and Gigi Hadid's Sleepover Party in Chanel Couture
Is it a normal slumber party when you’re clad in Chanel couture and dancing your way through The Plaza? For Kendall Jenner and Gigi Hadid, it totally is.
Directed by Cass Bird. Music: Grimes, “Kill V. Maim”




Watch What Happens When We Give Kendall Jenner and Gigi Hadid a Selfie Stick


















Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top