4 March 2016      lexiepedia     Views 5 021    
Category: Stars



მის კოლუმბია არიადნა გუტიერესი xXx: The Return of Xander Cage-ს სამსახიობო დასს უერთდება.
როგორც ცნობილია ფილმის მესამე ნაწილში ასევე მონაწილეობას მიიღებს "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი ნინა დობრევი, რომელმაც სატელევიზიო შოუ 1 წლის წინ დატოვა, ქასთს ასევე დაემატა ავსტრალიელი მსახიობი რუბი როსი.


არიადნა გუტიერესი ფილმში ვინ დიზელის პერსონაჟის სასიყვარული ინტერესს განასახიერებს.
არიადნა გუტიერესი "მისს კოლუმბია"-ს ტიტულის მატარებელია, მან საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა "მის სამყარო"-ზე მომხდარი ინციდენტით, როდესაც წამყვანმა სტივ ჰარვიმ სილამაზის კონკურსის გამარჯვებულად შეცდომით არიადნა დასახელა, ხოლო პაულინა ვეგამ გვირგვინი არიადნას დაადგა. სტივ ჰარვიმ ბოდიში მოიხადა და თქვა რომ შეცდა "მის სამყარო"-ს ტიტული ფილიპინების წარმომადგენელს პია ვურცბახს ეკუთვნის,ამ ინციდენტმა ინტერნეტ სივრცე მოიცვა.




გადაღებები ტორონტოში მიმდინარეობდა, ახლა კი დომინიკის რესპუბლიკაში სადაც გადაღებებს არიადნაც შეუერთდა. ფილმის პირველი ნაწილი 2002 წელს გამოვიდა მესამე ნაწილის პრემიერა კი 2017 წელს იგეგმება, მასში მონაწილეობას იღებენ მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან: ნინა დობრევი ბულგარეთიდან, დიპიკა პადუკონე ინდოეთიდან, რუბი როუსი ავსტრალიდაან, სამუელ ელ ჯექსონი ჩინეთიდან, არიადნა გუტიერესი კოლუმბიდაა.
გთავაზობთ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან










Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top