28 December 2015      TataNakani     Views 8 315    
Category: Stars


2015 წელი ვარსკვლავებისთვის წარმატებული იყო, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. იყო გამორჩეული მომენტები, რომლებიც პაპარაცების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და საზოგადოებას მაშინვე გადაეცემოდა სიახლეები. იხილეთ 2015 წლის 15 გამორჩეული წყვილის: ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის, ამალ და ჯორჯ კლუნების, ტეილორ სვიფტისა და კელვინ ჰარისისს, მაილი საირუსისა და სტელა მაქსველის და სხვების 2015 წლის ისტორიები.

2015 წლის 15 გამორჩეული წყვილი

#1 KIM KARDASHIAN WEST & KANYE WEST
2015 წელს კიმ კარდაშიანის სიახლე მეორე ფეხმძიმობის დაანონსება იყო. 5 დეკემბერს კიმს ვაჟი შეეძინა. Saint West დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც იპყრობს პაპარაცების ყურადღებას. რამდენიმე კვირის პატარას, მალე მთელი მსოფლიო იხილავს.

#2 THE DUCHESS OF CAMBRIDGE & PRINCE WILLIAM
დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეფო ოჯახის მეორე პატარა წევრს. პრინცესა შარლოტა 2 მაისს დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეითმა საკუთარი ორგანული საკვების ხაზის დაარსება გადაწყვიტა. 2016 წელი სამეფო ოჯახის წევრების სურპრიზებით სავსე აუცილებლად იქნება.

#3 BRAD PITT & ANGELINA JOLIE-PITT
By the Sea ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბიტის რიგით მეორე საერთო ნამუშევარია. მცდელობის მიუხედავად ფილმის შესახებ ინფორმაცია მალე გაჟღერდა და ფილმს ყველა მოთმინებით ელოდა. წყვილმა ფილმში განვითარებულ მოვლენებზე, ოჯახისა და ანჯელინას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ თამამად ისაუბრა.

#4 TAYLOR SWIFT & CALVIN HARRIS
2014 წლის მიწერულს ტეილორმა განაცხადა რომ ის არავის ხვდებოდა. 2015 წელი კი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, როგორც კარიერაში ასევე, პირად ცხოვრებაში. მომღერლები უკვე დიდი ხანია ერთად ჩნდებიან პაპარაცების წინაშე და მათი ურთიერთობის ამსახველ ფოტოებს საკუთარ სოციალურ გვერდებზეც თამამად ტვირთავენ.

#5 CHRISSY TEIGEN & JOHN LEGEND
2015 წელი ბედნიერი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის საყვარელი წყვილისთვის. ქრისიმ თავისი ფეხმძიმობის შესახებ საზოგადოებას ინსტაგრამის ფოტოს მეშვეობით აცნობა.

#6 BLAKE SHELTON & GWEN STEFANI
The Voice-მა ორი მომღერალი დააკავშირა. გვენიც და ბლეიკიც ახლახან დაშორდნენ მეორე ნახევრებს, თუმცა მათ ერთმანეთი მალე იპოვეს.

#7 SOFIA VERGARA & JOE MANGANIELLO
2015 წელი გამორჩეული იყო სოფია ვერგარასთვის. სამდღიანი ქორწილის შემდეგ სოფიამ თაყვანისმცემლებისთვის ქორწილის ფოტოები გაასაჯაროვა და მისი ქორწილის შესახებ არაერთ გადაცემაშიც ისაუბრა.

#8 DAVID & VICTORIA BECKHAM
ბექჰემების ოჯახმა წელს დაიპყრო სოციალური სივრცე.

#9 AMAL & GEORGE CLOONEY
კლუნის ოჯახი ქორწილის შემდეგ მუდმივად არის პაპარაცების ყურადღების ცენტრში. ამალის სტილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მოდის სივრცეში.

#10 BRADLEY COOPER & IRINA SHAYK
ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის საყვარელ ადამიანებთან განშორებები არ გამოჰპარვიათ პაპარაცებს. მალევე ყველასთვის ცნობილი გახდა რომ მათ ერთმანეთი იპოვეს და მათ მიმართ ყურადღება უფრო და უფრო გამახვილდა.

#11 MILA KUNIS & ASHTON KUTCHER
2014 წელს მსახიობებს ქალიშვილი შეეძინათ. მას შემდეგ ისინი აქტიურად ჩნდებიან ფესტივალებსა და ცერემონიალებზე.

#12 JOHNNY DEPP & AMBER HEARD
წყვილი ყველა ცერემონიალზე საუცხოოდ გამოიყურება. ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ამბერმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საჩუქარია, ის რომ ჯონის შვილების დედინაცვალია.

#13 SOPHIE HUNTER & BENEDICT CUMBERBATCH
ნოემბერში დაინიშნენ, ოსკარის დაჯილდოებამდე რამდენიმე ხნით ადრე იქორწინეს, პირველი პატარაც მალე შეეძინათ. სოფისა და ბენედიქტისთვის 2015 ნამდვილად გამორჩეული წელი იყო.

#14 MILEY CYRUS & STELLA MAXWELL
ხმაურიანი იყო 2015 წელის მომღერლისა და VS-ის ანგელოზისთვის. მათ დაიპყრეს სოციალური მედია.

#15 RIHANNA & LEONARDO DICAPRIO
ჩასაფრებულ პაპარაცებს არაფერი გამოსჩებათ, თუმცა რიანასა და ლეონარდოს ურთიერთობა არ დამტკიცებულა. მითუმეტეს
ოქტომბერში ლეონარდო მოდელთან Kelly Rohrbach-თან ერთად არაერთხელ შენიშნეს.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top