;

14 December 2015      liliana     Views 2979    
Category: Stars

Ophélie Guillermand

ოფელია გვილერმანდი 21 წლის ფრანგი მოდელია,რომელიც დაიბადა ვერდუნში ,საფრანგეთში. 5 წლის იყოს როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ფრანგული ალპების რეგიონში გადავიდა,სადაც სკოლა წარჩინებით დაასრულა და ფარმაცევტის პროფესიის დასაუფლებლად ქალაქ ლიონში გადავიდა საცხოვრებლად ,სწორედ აქ ერთ-ერთმა აგენტმა აღმოაჩინა ოფელია და სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად ნიუ იორკში გაუშვა.ფრანგული დახვეწილი გარეგნობის გამო მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სამოდელო ბიზნესში და 2013 წელს Alexander Wang-დან დაწყებული Céline-ით დამთავრებული თითქმის ყველა ცნობილი მოდის კვირეულზე გამოვიდა. 2014 წელს Vogue UK-ის გარეკანიც დაამშვენა და Prada-ს ლუქბუქისათვის სტივენ მეისელთანაც იმუშავა.დღესდღეობით ოფელია აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას სამოდელო სფეროში და ხშირად გვევლინა ცნობილი ჟურნალების ფურცლებზე.წარმოგიდგენთ მცირე ბლიც ინტერვიუს ოფელია გვილერმანდთან.

Ophélie Guillermand

-როგორ დაიწყე სამოდელო საქმიანობა?
-სამოდელო სფეროს თავიდან არასერიოზულად ვუყურებდი, რადგან როდესაც კარიერის დასაწყისში გახლდით სწორედ მაშინ დავასრულე სკოლა და უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძლელებლად ვემზადებოდი.მეგონა მოდელობა ჩემი ჰობი იყო ,თუმცა 2 თვით ნიუ იორკში წასულმა მივხვდი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ჰობი, ბედნიერი ვარ რომ დღეს მაქვს სამუშაო.

-რა არის შენთვის მოდა?

-თავდაჯერებულობა, როცა თავს გრძნობ კომფორტულად სამოსში.ვგიჟდები ტყავის სამოსზე,სვიტერებზე, ბეწვეულზე და ფერად ქსოვილებზე.

-საყვარელი დიზაინერი..

-Alexander Wang, Celine და Prada.

-სად ცხოვრობ?
-ერთი წელია ნიუ იორკში ვცხოვრობ, თუმცა გადაღებებისათვის ბევრს ვმოგზაურობ. ძალიან მინდა მომავალში სადმე აზიაში წავიდე.

-საყვარელი სამზარეულო

-რათქმაუნდა ფრანგული ,აგრეთვე ტაილანდური და იაპონური .სხვათა სორის კარგი მზარეული ვარ , მეხერხება ფრანგული კერძების მომზადება მათ რეცეპტებს კი საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ვაგროვებ.

-საყვარელი ფოტოგრაფი

-რათქმაუნდა სტივენ მეისელი, ამ ლეგენდამ ხომ შეცვალა ჩემი ცხოვრება!

-ყველაზე მეტად რითი ამაყობ?
-იმითომ რომ სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა სრულიად გამოუცდელმა დავიწყე და ახლა ყველაზე ცნობილ მოდის სახლებთან და ფოტოგრაფებთან ვთანამშორბლობ.

-რომელი მოდელი მოგწონს ყველაზე მეტად?
-კრისტი ტარლინგტონი და ჟიზელ ბიუნჩენი.

-რა არის შენი სილამაზის საიდუმლო?
-ვარჯიში ,სწორი კვება, სირბილი,ტენისი, კანის მოვლა,განსაკუთრებით ზამთარში ,თითქმის არასოდეს გამოვდივარ სახლიდან მაკიაჟის და სუნამოს გარეშე ,აგრეთვე ძალიან მომწონს Avène და La Roche Posay -ის კრემები.

-საყვარელი ადგილი

-რესტორანი Brasserie Flottes პარიზში

-რა გასწავლა მოდელობამ?
-კომუნიკაცია ,აგრეთვე მომცა მოგზაურობის საშუალება .თითქმის ყოველ დღე ვხვდები სასიამოვნო ადამიანებს და ვეცნობი ახალ ქვეყნებსა და კულტურებს.

-მოდელის პროფესიის დასრულების შემდეგ რას გააკეთებ?
- არვიცი,თუმცა მინდა ისე ვისიამოვნო ცხოვრებისაგან როგორც ეხლა.



Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand
Ophélie Guillermand


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top