;

29 November 2015      liliana     Views 4197    
Category: Stars

ენ ჰეტევეი ორსულადაა!


28 ნოემბერს E! News-მა დაადასტურა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ენ ჰეტევეი და მეუღლე, პროდიუსერი ადამ შულმანი პირველ ბავშვს ელოდებიან. ონლაინ გამოცემამ მსახიობის პაპარაცული ფოტო გაავრცელა, რომელშიც ენს კარგად ეტყობა წინ წამოწეული მუცელი. ენმა და ადამმა 2012 წელს იქორწინეს და ამ პერიოდიდან მოყოლებული ხშირად ვრცელდებოდა ჭორები მსახიობის ორსულობის შესახებ, თუმცა E! News-მა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით ისიც კი დაწერა რომ მსახიობი ორსულობის მეორე ტრიმესტრში იმყოფება და თავს უბედნიერესად გრძნობს. აურზაური ენის ორსულობის შესახებ სექტემბერში დაიწყო, როცა ფილმ The Intern-ის პრემიერაზე ლონდონში ჩასულ ჰეტევეის პაპარაცებმა ტანზე მომდგარ თეთრ კაბაში მკვეთრად გამოწეული მუცელი დაუფიქსირეს. 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ენმა განაცხადა რომ დედობისათვის მზადაა და მას და მის მეუღლეს ძალიან სურთ მათ ოჯახს პატარა შეემატოს.აღნიშნული სიახლეს ჯერჯერობით არც ენი და არც მისი ოფიციალური წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა ფოტომასალა სიახლის ნამდვილობაზე მიუთითებს.


ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!
ენ ჰეტევეი ორსულადაა!


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top