30 November 2015      candice     Views 5 424    
Category: Stars

Sofia Vergara Gets Married – in Zuhair Murad Dress!


მსახიობებმა 43 წლის უმშვენიერესმა სოფია ვერგარამ და 38 წლის ჯო მანგანიელომ ფლორიდაში, პალმ ბიჩზე გამართულ საქორწილო ღონისძიებაზე უმასპინძლეს ჰოლივუდის ცნობილ სტუმრებსა და მეგობრებს სერიალიდან Modern Family და ფილმიდან Magic Mike! ქორწილი 22 ნოემბერს ფლორიდაში შედგა, საქორწილო ცერემონიიის ღირებულებამ $4 მილიონი შეადგინა.

სოფიას საწორეილო კაბა Zuhair Murad-ის მიერ იყო შექმნილი, რომელიც აბრეშუმის ნაჭრისაგან იყო შეკერილი და უმშვენიერესი მარგალიტები ამშვენებდა, გარდა ამისა მას ეკეთა Lorraine Schwartz-ის სამკაული.

Sofia Vergara Gets Married – in Zuhair Murad Dress!


სოფია საკურთხეველთან მისმა 23 წლის ვაჟიშვილმა მანოლომ მიაცილა Amanda McBroom-ის "The Rose" სიმღერის ფონზე, წყვილმა "I do"-ს ნაცვლად საქორწილო ფიცი "I will"-ით დაადასტურა. ეს სოფიასთვის მეორე, ჯოსთვის კი პირველი ქორწინებაა, გამოირჩეოდა საქმროს სიტყვა, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე წაიკითხა სოფიას ოჯახის საპატივცემულოდ. ქორწინების ცერემონიის შემდეგ საცეკვაო მოედანზე ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი შეუერთდნენ ახალდაქორწინებულებს, მოგვიანებით კი Backstreet Boys-ის "I Want It That Way" სიმღერის ჩართვისას ჯომ შეასრულა მისი ცნობილი ეროტიული საცეკვაო ილეთები ფილმიდან Magic Mike XXL, საღამოს მიწურულს კი მეუღლეს სერენადად უმღერა Guns N Roses-ის "Sweet Child O' Mine."

Sofia Vergara Gets Married – in Zuhair Murad Dress!

Sofia Vergara Gets Married – in Zuhair Murad Dress!


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top