;

25 November 2015      ANGEL     Views 4852    
Category: Stars



ჩატარდა AMERICAN MUSIC AWARDS, ანუ ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი ღონისძიება, სადაც თავს იყრის შოუბინზესში მოღვაწე ცნობილი და ყველაზე გავლენიანი ხალხი და აღნიშნავენ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ წლის მუსიკალურ მიღწევებს. და როგორც მუსიკალური და მოდის ინდუსტრია მეტად მჭიდრო კავშირშია, ღონისძიებაზე უამრავმა მოდელმა და ულამაზესმა ქალბატონმა მოიყარა თავსი.

წელს AMA-ს უძღვებოდა ჯენიფერ ლოპესი, ჯეილომ წლის საცეკვაო ჰიტების მეშ-აპ ნომრით გახსნა ღონისძიება, შემდგომ გამოვარჩევდით სელენა გომეზის შესრულებას Same Old Love და არიანა გრანდეს მისი ახალი სინგლით FOCUS; დემი ლოვატომ კი შეასრულა Confident; სელინ დიონმა აუდიტორია ააჩუყა ფრანგული სიმღერით Hymne à L’Amour, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა; კრის მარტინმა კი შიმპანზე მაიმუნის ფორმა მოირგო და ბენდმა Coldplay შეასრულა მათი უახლესი სინგლი Adventure of a Lifetime; გვენ სტეფანიმაც აგვიჩუყა გული საკუთარი განშორებისადმი მიძღვნილი სიმღერით Used to Love You, ჯასტინ ბიბერმა კი What Do You Mean, Where Are U Now და Sorry-ს მიქსი სცენაზე წვიმისა და აუდიტორიაში ოვაციების ფონზე შეასრულა.



წითელ ხალიჩაზე კი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ ჯიჯი ჰადიდი და კენდალ ჯენერი, გოგონები VIP ლოჟაში იმყოფებოდნენ. წვეულების შემდგომ კი ჯიჯი ჰადიდს მისმა ახალმა შეყვარებულმა ზეინმა მოაკითხა მანქანით და გოგონა სახლამდე მიაცილა. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი სულ ახლახანს დაშორდა ჯო ჯონასს ზეინი კი არ დასწრებია დაჯილდოების ცერემონიას, სადაც მისმა ყოფილმა ბენდმა One Direction წლის არტისტის და ბენდის წოდება მიიღეს. ჩანს მის ინტერესს საღამოს მხოლოდ ჯიჯი წარმოადგენდა.
































American Music Awards of 2015
Winners


One Direction - Artist of the Year
Sam Hunt - New Artist of the Year
Enrique Iglesias - Favorite Latin Artist
Casting Crowns - Favorite Contemporary Inspirational Artist
1989 Taylor Swift - Favorite Pop/Rock Album
Calvin Harris - Favorite Electronic Dance Music Artist
Nicki Minaj - Favorite Rap/Hip-Hop Artist
"Anything Goes" Florida Georgia Line - Favorite Country Album
"The Pinkprint" Nicki Minaj - Favorite Rap/Hip-Hop Album

"Beauty Behind the Madness" The Weeknd - Favorite Soul/R&B Album
"Blank Space" Taylor Swift - Single of the Year
Taylor Swift - Favorite Adult Contemporary Artist
Ed Sheeran - Favorite Pop/Rock Male Artist
Ariana Grande - Favorite Pop/Rock Female Artist
"Pitch Perfect 2" Favorite Soundtrack

Carrie Underwood - Favorite Country Female Artist
Rihanna - Favorite Soul/R&B Female Artist
One Direction - Favorite Pop/Rock Band/Duo/Group
The Weeknd - Favorite Soul/R&B Male Artist
Luke Bryan - Favorite Country Male Artist
Florida Georgia Line - Favorite Country Band/Duo/Group
Fall Out Boy - Favorite Alternative Artist
"Where Are Ü Now" Justin Bieber, Skrillex, Diplo - Collab of the Year





























რამდენიმე სასაცილო მემეც გამოჩნდა ინტერნეტში:
ნიკი მინაჟის გამომეტყველებაზე, როდესაც ჯეილომ ANACONDA-დან მონაკვეთზე იცეკვა
და ჯეი-ლოს წითელ კაბასთან დაკავშირებით



Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top