24 November 2015      AnnLennon1     Views 1 752    
Category: Stars

James Bay/ჯეიმს ბეი


ჯეიმს მაიკლ ბეი გახლავთ ბრიტანელი მომღერალი, მწერალი და გიტარისტი, რომელიც დაიბადა 1990 წლის 4 სექტემბერს. საკუთარი ალბომი ‘ქაოსი და სიმშვიდე’ გამოსცა 2015 წელს, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში უმალვე მოწინავე პოზიცია დაიმკვიდრა, ხოლო ამერიკულ ბაზარზე მე-15 ადგილი მოიპოვა. ჯეიმსის ერთ-ერთმა პოპულარულმა სიმღერამ ‘Hold Back the River’ გამოსვლისთანავე მოხიბლა მსმენელი და მისით პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტიც დაინტერესდა. ტეილორი მისი ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელია. 2015 წელს, ბეიმ ‘Brit Awards’-ზე ‘Critics' Choice’-ის ჯილდო მოიპოვა. დღესდღეობით, ახალგაზრდა მუსიკოსი წერს სიმღერებს, მართავს კონცერტებს და ცდილობს ამერიკულ ბაზარზეც ისეთივე პოპულარობა მოიპოვოს, როგორც ევროპულ ბაზარზე. კრიტიკოსები მას უდიდეს აღიარებას უწინასწარმეტყველებენ და აცხადებენ, რომ ჯეიმს მაიკლ ბეი ედ შერანზე არანაკლებ პოპულარული გახდება. გთავაზობთ, მოკლე ბიოგრაფიას, კარიეულ და სხვა საინტერესო ფაქტებს უნიჭიერესი ჯეიმს ბეის შესახებ.

James Bay/ჯეიმს ბეი


✖ ადრეული ცხოვრება ✖

James Bay/ჯეიმს ბეი


ბეი დაიბადა და გაიზარდა ჰერტფორდშირში. 11 წლის იყო, როდესაც კლასიკური გიტარისადმი ინტერესი გაუჩნა, მას შემდეგ, რაც მამამისმა მისთვის ერიკ კლეპტონის ‘Layla’ დაუკრა. 7 წლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ბრაიტონში, სადაც გიტარის და ზოგადად მუსიკის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა. თავისუფალ დროს მართავდა პატარა, ღია კონცერტებს. ‘ამ გამოცდილებამ ძალიან ბევრი მასწავლა ზოგადად წერაზე და შესრულებაზე აუდიტორიის წინაშე.’ - აცხადებს ბეი.

ის აღმოჩენილ იქნა ‘Republic Records A&R’-ის მესვეურების მიერ, როდესაც ჯეიმსის ერთ-ერთმა ფანმა ‘YouTube’-ზე მისი ვიდეო ატვირთა. ჯეიმსის პერფორმანსმა ხმისჩამწერი სტუდია იმდენად მოხიბლა, რომ ერთ კვირაში მას დაუკავშირდნენ და მათთან თანამშრომლობა შესთავაზეს. ჯეიმსიც რა თქმა უნდა დათანხმდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა და აღიარება ბრიტანეთში.

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი


★ კარიერა ★

James Bay/ჯეიმს ბეი


ხმისჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბეიმ 2013 წლის 18 ივლისს პირველი სიმღერა ‘The Dark of the Morning’ გამოუშვა, ხოლო 2014 წელს კი ‘Let It Go’, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში მოწინავე პოზიცია უმალვე მოიპოვა. 2014 წელსვე მან გაიცნო ასევე ბრიტანელი მუსიკოსი ჰოზიერი, რომელსაც იმავე წელს ტურში გაჰყვა და მასთან ერთად რამოდენიმე სიმღერა შეასრულა.

James Bay/ჯეიმს ბეი


2015 წელს, ბეის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი დადგა, როდესაც ნეშვილში, ცნობილ პროდიუსერ ჯეკუაიარ კინგთან ერთად ითანამშრომლა სადებიუტო ალბომისთვის ‘ქაოსი და სიმშვიდე’. ალბომმა ბრიტანეთში პირველ ადგილი მოიპოვა, ხოლო ამერიკაში კი საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა.

James Bay/ჯეიმს ბეი


● საინტერესო ფაქტები ●

James Bay/ჯეიმს ბეი


✖ გიტარაზე დაკვრა 11 წლის ასაკში სმენით ისწავლა.

✖ ამბობს, რომ 13-14 წლის ასაკში რეგულარულად უსმენდა ‘The Rolling Stones’ და ‘Pink Floyd’-ს.

✖ პირველი სიმღერა, რომელიც დაწერა და დაუკრა 14 წლის ასაკში ეს იყო ‘It's Raining’.

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი


☛ ჯეიმს ხშირად ამსგავსებენ ლეგენდარულ მსახიობს ჯონი დეპს.

☛ მისი შთაგონების წყარონი არიან ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი და ბრუს სპრინგსტინი.

☛ ის არასოდეს ტოვებს თავის საყვარელ ქუდს ‘fedora’ და საზოგადოების წინაშე მუდამ ამ იმიჯით გვევლინება.

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი


★ ჯეიმსის ერთ-ერთი გამორჩეული ფანი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი გახლავთ. ‘ტეილორი თავად მოვიდა ჩემთან და აღნიშნა, რომ ჩემი მუსიკა მოსწონს, რაც ნებისმიერი დამწყები მუსიკოსისთვის ალბათ სიხარულის მომტანია, რადგან ის ამჟამად პოპის დედოფალია. მან თავისი სიმღერების ფლეილისტი მანახა, სადაც ჩემი შემოქმედებაც ვიხილე, ხოლო შემდგომ კი ტეილორმა ჩემთან ერთად ‘Let It Go’-ს შინაარსი განიხილა.’

James Bay/ჯეიმს ბეი


▲ 2013 წელს ჯეიმსმა ‘Hyde Park’-ში გამართული ლეგენდარული როკ ჯგუფის
‘როლინგ სტოუნზის’ კონცერტზე დაუკრა
, რაც მისთვის ერთ-ერთი განხორციელებული ოცნებაა.

▲ 2015 წელს, ჯეიმსმა მარიო ტესტინოს ‘Burberry’-ის სარეკლამო კაპმანიაში მიიღო
მონაწილეობა ბრიტანელ მოდელთან როზი ჰეტინგტონ უაითლისთან
ერთად.

James Bay/ჯეიმს ბეი


✌ ის საკმაოდ ამბიციური და ამაზე გულახდილად საუბრობს: ‘სიმართლე გითხრათ მსურს ჩემი მუსიკა ფართო
მასამ გაიცნოს და ჩემს კონცერტებს მილიონობით ადამიანი ესწრებოდეს. ამ მიზანს აუცილებლად განვახორციელებ.’


✌ მისთვის ერთ-ერთი ღიმილის მომგვრელი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ლონდონში სეირნობისას მას ფანი მიუახლოვდა. ‘ახალგაზრდა გოგონა ტირილით მოვიდა ჩემთან და მაშინ დავფიქრდი თუ რა დავუშავე მას და ვკითხე კიდეც, ხოლო მან კი მიპასუხა, რომ წინა ღამეს დავესიზმრე და მას სიზმარი რეალურად აუხდა.’

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი


◆ ბეიმ თავის სადებიუტო ალბომზე მსგავსი კომენტარი გააკეთა: ‘ყველაზე მეტად ალბომში მომწონს, რომ მართლაც სადებიუტოა. მსგავს ალბომს მუდამ თან ახლავს განსხვავებული მუსიკა, რადგან კარიერის დასაწყისში შენ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ხარ და ეძებ განსხვავებულ ფერებს, განსხვავებულ ჟღერადობას. რაც შეეხება ჩემს ბენდს, ამჟამად ბენდი მყავს, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ მე და ჩემი გიტარა ვმართავდით პერფორმანსებს და მსმენელს ეს მოსწონდა. ვფიქრობ, რომ ნამდვილი პერფორმერის უპირატესობა სწორედ ესაა, როდესაც ბენდის გარეშე, მარტო ახერხებ ხალხის აყოლიებას.’

◆ სამომავლოდ ისურვებდა, რომ მისი და ბრიტანელი მომღერლის სემ სმიტის კოლაბორაცია
შემდგარიყო, რადგან თვლის, რომ სემის მუსიკა ერთ-ერთი გამორჩეულია დღესდღეობით.

James Bay/ჯეიმს ბეი


ჯეიმსის რამოდენიმე ლაივ შესრულება:








ფოტომასალა/გიფები:

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეიJames Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი

James Bay/ჯეიმს ბეი


Category: Stars
Tags: James Bay

Share it
Comments
Back to Top