;

1 November 2015      ta_mo     Views 4668    
Category: Stars

კრისტენ სტიუარტს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, ჟურნალ "ნეილონთან" ინტერვიუში
ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა და მაღალანაზღაურებადმა
მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა, საჯაროდ ისაუბრა საკუთარ ორიენტაციაზე.
გოგონა თითქმის 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა მისივე ასისტენტს ალისია
კარგაილს, რომელთანაც თანაცხოვრებაც მალევე გადაწყვიტა და ერთი შეხედვით
წყვილს სტაბილური ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კრისტენი და ალისია, მსახიობის გადატვირთული
განრიგის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. სულ ცოტა ხნის წინ კი ტაბლოიდებმა
კარგაილის შემცვლელზეც დაიწყეს საუბარი.

კრისტენ სტიუარტს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!

"კრისტენმა და ალისიამ ერთობლივად მიიღეს ეს გადაწყვეტილება,
ყოველგვარი სკანდალების გარეშე
"-იუწყება წყარო.

კრისტენ სტიუარტს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!

ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს კრისტენი ახალი ურთიერთობის
წამოწყებას არ ერიდება. მსახიობი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში პაპარაცებმა
PVRIS-ის ვოკალისტთან ლინდსი გალუფსენთან ერთად აღბეჭდეს ფირზე. ტაბლოიდები
იუწყებიან, რომ ალისიასთან ურთიერთობის დასრულების მიზეზი, სწორედ ლინდსი
გახლავთ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად არაფერი დასტურდება.

კრისტენ სტიუარტს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს?!


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top