;

23 September 2015      Ancho.     Views 5607    
Category: Stars



სკანდალური ფაქტები ბიონსეზე
სკანდალები ყველაზე კომერციული და წარმატებული თანამედროვე არტისტის გარშემო


სექტემბერში ბიონსე ნოულზს 34 წელი შეუსრულდა. მეცო-სოპრანო დიაპაზონის მფლობელმა უკვე მოასწრო მუსიკალური სამყაროს ისტორიაში შესულიყო თავისი გამორჩეული ნიჭის წყალობით. ამასთან, არ აცდა ბევრჯერ მოხვედრილიყო საჭორაო გვერდებზე თავისი მუდმივი სკანდალების გამო, რომელიც მუდამ თან სდევს მის კარიერას. ერთია, მის შეუდარებელ იმიჯზე არცერთმა მათგანმა არ იმოქმედა. წარმოგიდგენთ ყველაზე ორაზროვან მომენტებს მის ბიოგრაფიაში.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce

➽ საქმე პლაგიატზე

"კარგი მხატვრები ასლს იღებენ, გამოჩენილი მხატვრები კი იპარავენ" - პაბლო პიკასოს ამ ფრაზით რამდენჯერმე იხელმძღვანელა ბიონსემ თავის შემოქმედებაში. მომღერალი თითქმის რეკორდმენია პლაგიატში დადანაშაულებების რიცხვით. მისი ერთ-ერთი ჰიტის, Countdown-ის გამოსვლის შემდეგ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დივამ უყურა ბელგიელი ქორეოგრაფის ანა ტერეზა დე კეერსმაკერის ქორეოგრაფიას. საბოლოოდ, ბიონსეს მოუწია აეხსნა, რომ მოძრაობები ნამდვილად იყო ნასესხები ვიდეოდან Rosas danst Rosas, მაგრამ ეს მხოლოდ მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო იყო მრავალთაგან.



«Run the world» -- ცერემონიალზე Billboard Music Awards

Billboard Music Awards ცერემონიალზე, სიმღერის Run the world-ის პრეზენტაციისთვის დადგმულ ნომერში, მომღერალმა სხვადასხვა წყაროებს მიმართა. უფრო ზუსტად კი, მისი გამოსვლა ზუსტი კოპია აღმოჩნდა იტალიელი მოცეკვავის ლორელ კუკარინის საცეკვაო ნომრის. რისი შემჩნევაც აშკარაა.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

ϟ ვინ დაწერა ეს სიმღერა?

თავად ბიონსესაც კი პერიოდულად ავიწყდება, ვის ეკუთვნისს მის რეპერტუარში არსებულ სიმღერებზე საავტორო უფლება. "გულმავიწყობა, სუსტი მეხსიერება" -უწევს ხოლმე თავის მართლება ვარსკვლავს, როცა ჟურნალისტები მის სიცრუეში გამოჭერას ცდილობენ. ერთხელ, თავის თავზე მიიწერა ჯგუფ Destiny`s Child-ის ჰიტის "Survivor"-ის ავტორობა. გოგონების ბენდის ჰიტის მოხვედრისას ჰიტ-პარადების მოწინავე პოზიციებზე, ბიონსემ თქვა, რომ ტექსტი მისი შედგენილიცაა. სინამდვილეში, ეს კომპოზიციაა მიითვისა ბიონსეს მამამ, მისმა პირადმა პროდიუსერმა და მომღერალს არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

ერთხელ, არტისტმა გადაწყვიტა ისტორიის გადაწერა - ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი სიმღერების შესრულებისას ის ახლიდან განიცდის თავისი ცხოვრების სხვადასხვა მომენტებს, რადგან კომპოზიციები პირადად მისი დაწერილია. მაგალითისთვის მან მოიყვანა სინგლი "Emotions". წამყვანს მოუწია დელიკატურად გაეხსენებინა მომღერლისთვის, რომ ეს იყო ჯგუფ Bee Gees-ის ჰიტის ქავერ-ვერსია. გოგონამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უბრალოდ წამოცდა.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

₴ სიმღერა ფონოგრამაზე

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

2013 წელს, ბიონსეს ანდეს საპატიო მისია-შეესრულებინა შეერთებული შტატების ჰიმნი ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიალზე. თითქოს, ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა, მაგრამ მალევე, პრესაში გაჩნდა ცილისწამება მომღერლის მიმართ, იმის გამო, რომ მან ფონოგრამაზე იმღერა. ბიონსეს წარბიც არ შეუხრია: "მე არ მქონდა დრო ორკესტრთან რეპეტიციის გავლის, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი და არ მინდოდა გარისკვა, ამიტომაც ვიმღერე ცოტათი ადრე ჩაწერილ ხმასთან ერთად - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა."



☢ მამა-ტირანი

იმის მცდელობაში, რომ თავისი ქალიშვილისგან ვარკვლავი შეექმნა, მეთიუ ნოლზმა სიგიჟის ზღვარს გადააბიჯა. იმისათვის, რომ ბიონსეს მსუბუქად შეძლებოდა სიმღერა და ცეკვა ერთდროულად, რეპეტიციის სახით აიძულებდა ერბინა დღეში 5 კილომეტრი და ამის დროს თავისი სიმღერები ემღერა. 2011 წელს, უკვე თავისი დროის ერთ-ერთი წარმატებული არტისტი რომ გახდა, ბიონსემ დაითხოვა მამამისი პირადი მენეჯერის პოზიციიდან. ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ მეთიუ დიდ თანხებს იპარავდა თავისი ქალიშვილის ჰონორარებიდან.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

✦ პლასტიკური ქირურგია

თავად ბიონსე, არასოდეს ადასტურებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი გარეგნობა რაიმე სახის ქირურგიული ჩარევას ექვემდებარებოდა. ერთია, პროფესიონალმა ქირურგებმა, ვარსკვლავის ფოტოების გამადიდებელი შუშით თვალიერებისას არაერთხელ დაადასტურეს, რომ ვარსკვლავმა მაინც მიმართა ცვლილებებისთვის მათ კოლეგებს. სპეციალისტების აზრით, დივამ შეიცვალა ცხვირის ფორმა, გაზარდა ზედა ტუჩის მოცულობა, ჩაიდგა მკერდის იმპლატენტები და გაიკეთა ლიპოსაქცია. ამას გარდა, ბევრი ამჩნევს, რომ მომღერლის სახის კანი ახლა უფრო ღია ფერისაა, ვიდრე კარიერის დასაწყისში..

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

▼ დიქტატორის კორპორატიული საღამო



საახალწლო და საშობაო დღესასწაულების დრო დატვირთული პერიოდია სელებრითებისთვის. კორპორატული საღამოებისთვის ნადირობენ მსოფლიო ვარსკვლავებზე. 2010 წელს, ბიონსემ მიიღო წინადადება გამოსულიყო ლიბიის დიქატორის მუამარა კადაფის შვილის საშობაო წვეულებაზე. ჰონორარი შეადგენდა 2 მილიონ დოლარს. როდესაც ეს ფაქტი გამოქვეყნდა სკანდალურ საიტზე Wikileaks, მომღერალმა სასწრაფოდ გადარიცხა თანხა საქველმოქმედო ფონდში და განაცხადა, რომ ის საქმის კურსში არ იყო თუ ვინ წარმოადგენდა მის დამკვეთს.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

⚓ საიდან ჩნდებიან ბავშვები?

QUEEN BEE: Scandals about BeyonceQUEEN BEE: Scandals about Beyonce

ყველაზე გახამაურებულ სკანდალად ითვლება საქმე მისი ქალიშვილის ბლუ აივის გაჩენასთან დაკავშირებით. R`n`B-ის ვარსკვლავმა თავის ორსულობაზე MTV Video Music Awards-ზე გამოაცხადა, 2011 წლის აგვისტოში. რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალმა ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ავსტრალიურ არხს. აქ კი მოხდა დაუდევარი შეცდომა-როდესაც ბიონსე დივანზე ჩამოჯდა, მისი მუცელი უცნაურად შეიჭმუხნა და არაბუნებრივი ფორმა მიიღო. კარტერ-ნოულზების ოჯახზე მაშინვე მიიტანეს ეჭვი, რომ მათ სუროგატი დედა დაიქირავეს, მომღერალი კი ორსულობას მხოლოდ და მხოლოდ თამაშობდა. ბევრი სკეპტიკოსი იმანაც არ დაარწმუნა, რომ ბიონსე პაპარაცებს სანაპიროზე არ ემალებოდა, პირიქით ამაყად ახდენდა მუცლის დემონსტრირებას. ცეცხლზე ნავთი დაასხა ფაქტმა, რომ ახალშობილის გაჩენისას, ნიუ-იორკის კლინიკაში დარეგისტრირებული იყო ვინმე ინგრიდ ჯექსონი, რომელიც ჭორების მიხედვით მათი შვილის სუროგატი დედაა. ინტერვიუებში ბიონსემ არაერთხელ უწოდა ამ ინფორმაციას აბსურდი და ახსნა, რომ სხვისი სახელით დარეგისტრირდა სამშობიაროში რადგან ყურადღება არ მიექცია.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

♒ სიყვარული თუ პიარი?

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

პრესაში კიდევ ერთი მუდმივი განხილვის საგანი ეს არის ბიონსეს არასტაბილური ურთიერთობა თავის ქმართან, რეპერ ჯეიზისთან. წყვილი ხან შორდებოდა, ხან რიგდებოდა, ხან გაყრას გადაწყვეტდა, ხანაც პუბლიკისათვის განკუთვნილ ხმამაღალ შერიგებებს აწყობდა. ბოლო დროს, ტაბლოიდები უფრო და უფრო ხშირად წერენ იმაზე, რომ 7 წლიანი ქორწინება გაიბზარა.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce

☼ ასაკი

სკეპტიკოსები ადასტურებენ ეჭვს ბიონსეს ნამდვილი ასაკის შესახებ. საქმე იმაშია, რომ გამოჩნდა მომღერლის მშობლიური ქალაქის, ჰიუსტონის სამედიცინო ცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებმაც სიამოვნებით წარმოადგინეს ბიონსეს სამედიცინო ბარათის ასლი, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაიბადა 1974 წლის 4სექტემბერს, ოფიციალური ინფორმაციით კი დივა 1981 წელს დაიბადა.

QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce

☂ სამსახიობო კარიერა

QUEEN BEE: Scandals about Beyonce

მართალია, შემსრულებელმა კარიერაში ყველა შესაძლო სიმაღლეს მიაღწია, მაგრამ მას დარჩა აუხდენელი ოცნებები. ბიონსეს ფატალურად არ უმართლებს სამსახიობო კარიერაში. Austin Powers in Goldmember, The Fighting Temptations, The Pink Panther – ვერცერთმა ფილმმა მისი მონაწილეობით, გაქირავებაში წარმატებას ვერ მიაღწია. ერთადერთი იმედი "ოსკარზე" მას ჰქონდა ფილმის DREAMGIRLS-ის გამოსვლის შემდეგ, მაგრამ ისისც ნომინაციაში "საუკეთესო სიმღერა". მაგრამ მომღერალმა ვერ შეძლო საბოლოო ნომინანტებში მოხვედრა, ამერიკული კინოაკადემია სიაში მხოლოდ კომპოზიციის ორ მთავარ ავტორს ასახელებს, ბიონსეს კი არ ჰქონია პირდაპირი მონაწილეობა მუსიკალური შედევრის შექმნასთან.


QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce
QUEEN BEE: Scandals about Beyonce


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top