;

29 August 2015      Ancho.     Views 18750    
Category: Stars



She is such one: Zemfira
ცნობილი რუსი მომღერალი და მისი ცხოვრება


სულ ცოტა ხნის წინ ზემფირას 39 წელი შეუსრულდა. ზემფირა რამაზანოვა 90-იანების ბოლოს რუსეთის წამყვანი პოპ და როკ შემსრულებელი გახდა. პირველი ალბომის გამოსვლიდან უკვე 15 წელზე მეტი გავიდა, მისი მუსიკა კი ძველებურად კონკურენციაშია.



მიუხედავად მუსიკალური განსხვავებისა, ზემფირა ალა პუგაჩოვას თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობითაც არ იღებდა როგორც უფროს კოლეგას. მის სიმღერებს ბავშვობაშიც არ უსმენდა და მისი შემოქმედებითაც არ იხიბლებოდა. თავისი ბავშვობის ნამდვილ სიყვარულად ზემფირა ვიქტორ ცოის სიმღერებს ასახელებს, რომელიც მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსია.






ზემფირას პირად ცხოვრებაზე ცოტა რამაა ცნობილი. წერდნენ ახალგაზრდა მამაკაცზე, ვლად კოლჩინზე, რომელთან ერთადაც მომავალი ვარსკვლავი მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. მათი რომანი დასრულდა, როცა კოლჩინი პეტერბურგში გადავიდა წარმატების მისაღწევად. მის ისტორიაში კიდევ ნახსენებია სერგეი ანაცკინი. რაც შეეხება ზემფირას "ვარსკვლავური ცხოვრების" რომანებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მასზე ყურადღების მიქცევა დაიწყეს, პუბლიკისა დაინტერესებისა და პიარისთვის გახვეული იყო ჭორებში, ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერთან ვიაჩესლავ პეტკუნთან ურთიერთობის შესახებ. ბურუსით მოცული რომანი, საკმაოდ სწრაფად დასრულდა.

ამის შემდეგ, პრესამ აქვეყნებდა მის "საქმიან" ურთიერთობას რომან აბრამოვიჩთან. ოლიგარქი უეცრად გამოჩნდა მისი ალბომის "ვენდეტას" პრეზენტაციაზე 2005 წელს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ტაბლოიდები აქვეყნებდნენ, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდე ზემფირას კარიერის დაწყებამდე იცნობდა და აბრამოვიჩი ეხმარებოდა წინსვლაში ახალგაზრდა მუსიკოსს. როდესაც მომღერალს წამოსცდა, რომ ალბომ "ვენდეტას" სამუშაო სახელი ნავთობი იყო, არ არის გასაკვირი, რომ პუბლიკამ ამაში ოლიგარქთან კონტაქტის დადასტურება დაინახა. ზემფირას დაეხმარა ალექსანდრ მამუტიც, რომელსაც მეცენატის რეპუტაცია ჰქონდა და ხელოვნებას აფასებდა. მამუტი მომღერალს ფინანსურად უჭერდა მხარს, უხდიდა ჰოლანდიელ სპეციალისტებს, რომლებიც ზემფირას ტურში მუშაობდნენ. ამას გარდა, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ხელი შეუწყო პროექტს, რომელიც დაკავშირებული იყო ალბომთან "ვენდეტა". "საქმიან" ხალხთან ურთიერთობამ ზემფირა ავტომატურად მოახვედრა ელიტის რანგში.










ზემფირამ და რენატა ლიტვინოვამ ურთიერთობა 2000-ანების შუაში დაიწყეს. წყვილს მაშინვე მიაწერეს "ზედმეტად ახლო" ურთიერთობა და მათი "დაქორწინებაც მოასწრეს", როცა ისინი სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ისინი სულ ერთად მუშაობენ - ზემფირას კლიპებზე, კონცერტებზე, რენატას ფილმებზე. რა ხდება მხოლოდ მათ შორის, საზოგადოებისთვის უცნობია. ორივე ერთმანეთს უახლოეს მეგობრად მოიხსენიებს.

ზემფირას 39-ე დაბადების დღე რენატამ ინსტაგრამზე შემდეგნაირად მიულოცა: მისი ფოტო ატვირთა და დაურთო: «Невесомую, независимую от притяжения, невозможную, немыслимую, недопустимую... без кожи, единственную, бесстрашную ...с Днем Рождения,Земфира!».



ზემფირას მარტოობა არ აფრთხობს. მომღერალს არ ჰყავს მეგობრები და არ იზიდავს ხმაურიანი კამპანიები. "მე მყავს ერთი ადამიანი, რენატა და ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია."-აცხადებს მომღერალი.




2007 წელს, პრესა წერდა სკანდალზე, რომელიც მოხდა აეროპორტში, ზემფირამ უარი განაცხადა ეფრინა თვიმფრინავით ჯგუფ "ზვერთან" ერთად. როდესაც გაიგო, რომ ბორტზე ამ ჯგუფთან ერთად ავიდოდა, მან თვიმფრინავში ასვლა გადაიფიქრა. კოლეგების მიმართ მსგავსი რექციის მიზეზი მას არ აუხსნია, პირდაპირ გაემართა სალაროსკენ სადაც უახლოესი ფრენის ბილეთი იყიდა.

სოჩის ოლიმპიადის გახსნაზე, სხვებთან ერთად გაისმა ზემფირას სიმღერაც. არტისტი აღაშფოთა იმან, რომ მისთვის თანხმობა არ უკითხავთ და პრეტენზია საქვეყნოდ გამოთქვა პირველი არხის და შოუს დამდგმელის კონსტანტინ ერნსტის მიმართ. საპასუხოდ, ზემფირა მეწვრილმანედ მოიხსენიეს: "მე ვფიქრობ, რომ ზემფირასთვის, მისი კარიერისათვის, ამით ძალიან ბევრი გავაკეთე. ასეთი მეწვრილმანობა მას მხოლოდ არცხვენს." ერნსტმა ამასთან გააფრთხილა, რომ სასამართლოს შემთხვევაში მას იმავეთი უპასუხებდა, აღმოჩნდა, რომ ზემფირას დარღვეული ჰქონდა კონტრაქტი Real Records-სთან, რომლის უფროსიც მაშინ ერნსტი იყო.






2008 წელს, ზემფირა გახდა კონფლიქტის მონაწილე ქსენია საბჩაკსა და რენატა ლიტვინოვას შორის. ერთ-ერთ გლამურულ ღონისძიებაზე, რომელიც საბჩაკს მიჰყავდა, რენატა საქვეყნოდ წაეკინკლავა საბჩაკს. ისტორია იმ საღამოსვე გაგრძელდა კლუბში The Most: საბჩაკმა ირონიულად უსაყვედურა რეჟისორს უტაქტობაზე, რენატამ ემოციური რეაგირება მოახდინა და ზემფირასაც კი მოუხმო დასახმარებლად. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან მომღერალმა კინკლაობა საღი და ნათელი მონოლოგით დაასრულა.

სიმღერამ "Хочешь", რომელსაც ზემფირასთან ერთად "მღერიან" ცნობილი საბჭოელი მსახიობები, ამ გაზაფხულზე ინტერნეტ ბუმი მოახდინა. ვიდეო ინტერნეტ ქსელის ჰიტი გახდა, Vimeo-ზე პირველი 5 დღის განმავლობაში 800 000 ნახვა ააგროვა.



ისტორიის მე-9 კლასის წიგნში, ზემფირა მოხსენიებულია, როგორც ახალგაზრდული კულტურის ახალი სულისჩამდგმელი.

2015 წელს, ზემფირამ დაიკავა 24 ადგილი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში რუს ცნობილ ადამიანებს შორის. ჟურნალის მიხედვით, მომღერლის შემოსავლებმა შეადგინა $2,8 მლნ.



ზემფირას ალბომმა "Жить в твоей голове", რმელიც ინდექსზე 2013 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა, პირველი 14 საათის განმავლობაში მილიონზე მეტი მსმენელი ააგროვა.

რეიტინგში "100 ყველაზე გავლენიანი რუსი ქალბატონი", 2014 წელს ზემფირამ მე-60 ადგილი დაიკავა.






2013 წლის ოქტომბერში, როსტოვში გამართულ კონცერტზე სკანდალი მოხდა. დაიღალა რა პუბლიკის შეძახილებით მისი ერთ-ერთი სიმღერის მოთხოვნაზე, ზემფირამ სიმღერაში "აღივედერჩი" გააჟღერა: "მე არასოდეს დავბრუნდები როსტოვში".






ის რევოლუციონერი არ არის, თუმცა ისევე წარმოადგენს სამოქალაქო პოზიციას, როგორც ნებისმიერი სხვა. "მე მხარს ვუჭერ რევოლუციას ჩვენ შიგნით" -ამბობს მომღერალი. მუსიკას ის ნებისმიერ პოლიტიკაზე ძლიერად მიიჩნევს. ამასთან, თავის პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე ის რაღაც კუთხით სულ ასაჯაროვებს: მარტში, თავის საიტზე გამოაქვეყნა უკრაინელი ჯგუფის "Океан Эльзы"-ს სიმღერა, რომელიც თავად შეასრულა. ამ ზაფხულს კი, თბილისი Open Air-ის კონცერტზე უკრაინის დროშა ააფრიალა.



2011 წელს ზემფირამ ალბომისათვის ღია ფოტოგრაფიებიც გადაიღო მიხაილ კარალევთან.

სიბერეში თავის თავს ხედავს "ერთმნიშვნელოვნად" ამერიკაში.






"მე მგონია, რომ ყველა გოგონა ქალურია, და ყველა კაცი მამაკაცური."
"ზედმეტად გლუვი სახეები მე მაშინებს. მე მათ ვერ ვანსხვავებ."
"სიყვარული - ნამდვილად არსებობს ამ უბადრუკ რეალობაში."
"შეიძლება ყველაზე მარტივი არტისტი არ ვარ, მაგრამ სხვა თქვენ არ გყავთ."









Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top