;

27 July 2015      AnnLennon1     Views 2180    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


კრისტოფერ მაიკლ პრატი ცნობილი, როგორც კრის პრატი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1979 წლის 21 ივნისს, მინესოტაში. ბავშვობიდან დაკავებული იყო სპორტით და ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსის მოთამაშეც გახლდათ სკოლაში, თუმცა ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადაწყვიტა სამსახიობო სფეროში ეცადა ბედი. უსახლკაროდ ცხოვრების, წარუმატებელი ფილმების და უამრავი სირთულის შემდეგ პრატმა მოახერხა და გახდა ჰოლივუდში ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს მსახიობის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


✖ ✖ ✖
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


◆ კრის პრატი დაიბადა 1979 წლის 21 ივნისს, მინესოტაში, ამერიკაში.
◆ მისი სრული სახელია: კრისტოფერ მაიკლ პრატი
◆ მისი ზედმეტსახელია: Monkeyboy
◆ მისი სიმაღლეა: 1.88 სანტიმეტრი
◆ სამარკო ნიშანი: ხშირად ხმარობს ‘dude’-ს როგორც
ეკრანზე, ასევე ეკრანს მიღმა
ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


◆ პრატი დაიბადა ვირჯინიაში კეტლინ ლუისისა და დანიელ კლიფტონის ოჯახში. დედა სუპერმარკეტში
მუშაობდა, ხოლო მამა კი სახლების რეკონსტრუქციის სააგენტოში. მამა გარდაიცვალა 2014 წელს.

◆ დედამისი წარმოშობით გახლდათ ნორვეგიელი, ხოლო მამა კი ინგლისელი, გერმანელი, შვეიცარიელი და ფრანგი.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


◕ ის ადრეული ასაკიდან სპორტით იყო დაკავებული და პროფესიონალურ
დონეზე ეუფლებოდა ბოქსს
. სკოლაში შეჯიბრებაზე მან მე-5 ადგილი მოიპოვა.

◕ ბავშობიდან გატაცებული იყო ნადირობითა და
თევზაობით.
მან 12 წლის ასაკში იყიდა პირველი იარაღი.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


◕ სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა კოლეჯში გააგრძელა, თუმცა პირველი სემესტრის შუა პერიოდში გადაწყვიტა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ფული ეშოვა. ყიდდა ბილეთებს, მუშაობდა სტრიპტიზის მოცეკვავედ ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში. თუმცა, ამ გზამ უსახლკარობამდე მიიყვანა, ეძინა მანქანაში და კარავში. ‘ნამდვილად კარგი გამოცდილება იყო უსახლკაროდ ცხოვრება, ქუჩაში. ვსვამდით, ვეწეოდით მარიხუანას, ძალიან ცოტას ვმუშაობდით და ვცხოვრობდით ისე, როგორც გვსურდა.’- იხსენებს კრისი.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


☛ კოლეჯში სწავლისას კრისი გაიტაცა დრამის გაკვეთილებმა და გადაწყვიტა მსახიობობა. საცხოვრებლად გადასახლდა ჰავაიზე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ერთ-ერთ რესტორანში მუშაობისას შეხვდა ქალს, რომელსაც ემსახურებოდა და რომელმაც წარმტებისკენ გზა გაუკვალა. ეს იყო რეჟისორი რაი დონ ჩონგი, რომელმაც კრისში დადებითი ხასიათი და ქარიზმატულობა დაინახა, ხოლო შემდგომ კი თავის სადებიუტო ფილმში ‘Cursed Part Three’-ში ერთ-ერთო როლის შესრულება შესთავაზა. რამოდენიმე დღეში პრატი ჰავაიდან ჰოლივუდში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ფილმში. თუმცა, დაბინავდა ჰოლივუდში და დაიწყო ახალი როლების ძიება.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


☛ წარუმატებელი საშინელებათა ჟანრის ფილმის შემდეგ კრისმა როლი მოიპოვა სატელევიზიო შოუში ‘Everwood’,
რომელიც 4 სეზონის განმავლობაში გაგრძელდა, ხოლო შემდგომ კი გამოჩნდა ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში ‘The O.C.’.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


Δ კრისს არასოდეს უსწავლია სამსახიობო სფერო პროფესიონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე ხშირად ამბობს, რომ უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში მსახიობ ფილიპ სემორ ჰოფმანისგან შეიძინა, რომელიც ‘Moneyball’-ის გადასაღრებ მოედანზე გაიცნო. ‘ფილი ძალიან მაგარი ადამიანია. ის უამრავ კითხვას მისვამდა, რადგან უკეთ სურდა ჩემი გაცნობა. ის შეხვდა ჩემსო ოჯახს. მე მისგან ბევრი რამე ვისწავლე, რაც მარწმუნებს იმაში, რომ ოცნება ამიხდა.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


■ მსახიობობასთან ერთად კრისი არაჩვეულებრივი მუსიკოსია. უკრავს გიტარაზე და მღერის კიდეც.

■ კრისი თავისუფლად საუბრობს გერმანულ ენაზე.

■ მისი საუკეთესო მეგობარია ობრი პლაზა.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


■ კრისი უაღრესად მორწმუნე ქრისტიანია, როგორც მისი
ცოლი ანა. ისინი ხშირად დადიან ეკლესიაში და ლოცულობენ.

■ 2014 წელს, ‘CinemaCon’-ის დაჯილდოებაზე
პრატს გადაეცა ‘Breakthrough Performer’-ის
ჯილდო.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


★ 2011 წელს კრისმა მონაწილეობა მიიღო სპორტულ დრამაში ‘Moneyball’ და პარტნიორობა გაუწია ლეგენდარულ ბრედ პიტს. თავდაპირველად, ფილმის შემქმნელებმა პრატი დაიწუნეს და განუცხადეს, რომ ჰეტერბერგის როლის შესასრულებლად ზედმეტად მსუქანი იყო. მსახიობს მართლაც ზედმეტი კილოგრამები ჰქონდა აკიდებული თავისი მეუღლის ანას შესანიშნავი კულინარიული ნიჭის დახმარებით. თუმცა, მსახიობს იმდენად სურდა პროექტში მონაწილეობის მიღემა, რომ ძალიან მოკლე დროში სასურველ წონას დაუბრუნდა და სურათი კვლავ გააგზავნა ფილმის პროდიუსერებთან და როლიც მოიპოვა.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


★ 2014 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ერთ-ერთი წარმატებული ფილმი თავის ჟანრში ‘Guardians of the Galaxy’. თავდაპირველად ფილმის რეჟისორ ჯეიმს განს არც კი სურდა პრატის ქასთინგის ხილვა, რადგან დარწმუნებული არ იყო მის შესაძლებლობებში, თუმცა ასისტენტმა საპირისპიროში დაარწმუნა. ქასთინგის ხილვის შემდეგ რეჟისორი იმდენად მოიხიბლა მსახიობით, რომ მის ზედმეტ კილოგრამებზეც კი თვალი დახუჭა.

★ ამ როლისთვის კრისმა 6 თვეში 27 კილოგრამი დაიკლო, რასაც ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად მიაღწია.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


★ 2015 წელს კრისმა ფილმ ‘Jurassic World’-ში შეასრულა გმირი ოვენის როლი. როლისთვის იბრძოდნენ არმი ჰამერი,
ჰენრი კავილი, ჯაისონ სუდეიკისი, ჯონ კრასინსკი და ჯეისონ სტეტჰემი, თუმცა ოვენის როლი პრატმა ღირსეულად მოიპოვა.


საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


❤ პირადი ურთიერთობები ❤

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


❥ 2004 წელს კრისმა სატელევიზიო შოუს ‘Everwood’-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო კანადელი მსახიობი ემილი ვენკამპი. კრისმა და
ემილიმ გაცნობიდან მოკლე დროში გააბეს სასიყვარულო ურთიერთობა, რომელმაც 2 წელს გასტანა. ისინი 2006 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


♥ 2007 წელს, პრატმა ფილმ ‘Take Me Home Tonight’-ის გადასაღებ მეოდანზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ანა ფარისი. იმ პერიოდში ანა სხვას ხვდებოდა, თუმცა ამ ფაქტმა კრისსისთვის ხელი არ შეუშლია ფარისის გული მოენადირებინა. მან საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს ქალბატონი მისი გახდებოდა და ასეც მოხდა. წყვილმა 2009 წელს იქორწინა ბალიში. 2012 წელს მათ პირველი შვილი ჯეკ დენიელი შეეძინათ. მათი სიყვარული დასტურია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს ჰოლივუდში.

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ

საინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებსაინტერესო ფაქტები კრის პრატის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top