12 August 2015      Stobrev ✿     Views 5 923    
Category: Stars


ნინა დობრევს ახალი ბოიფრენდი ყავს. ოსტინ სტოუელი 30 წლის ამერიკელი მსახიობია, რომელიც სელენა გომესმა ნინას გააცნო. ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ისვენებენ კუნძულ სან-ტროპეზე საფრანგეთში. როდესაც ნინა დობრევმა სატელევიზიო შოუ "ვამპირის დღიურები" დატოვა ჭორები სოციალურ ქსელებში მალე გავრცელდა, ფანების უმეტესობა ფიქრობდა ნინამ სერიალი მისი ყოფილი შეყვარებულის იან სომერჰალდერის და ყოფილი მეგობრის ნინა დობრევის რომანის გამო დატოვა, რადგან ისინი ერთად არიან. მაგრამ "ვამპირის დღიურები"-ს სცენარისტმა ჯული პლეკმა 5 სეზონის დასასრულს იცოდა, რომ ნინა სერიალის დატოვებას აპირებდა, მანამ სანამ იანი და ნიკი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ჭორები იმის შესახებ, რომ ნინა "ვამპირის დღიურები"-ს ვარსკვლავს კრის ვუდს ხვდებოდა ცრუ აღმოჩნდა, ნინა ჯერ კიდევ საანამ სატელევიზიო შოუ დამთავრდებოდა გამოსამშვიდობებელ საღამოზე ოსტინთან ერთად გამოცხადდა.



უკანასკნელ დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება წყვილის პაპარაცული ფოტოები კუნძულ სან-ტროპედან. ნინამ იანთან დაშორების შემდეგ განაცხადა, რომ მანამ არ ეყოლებოდა მეორე ნახევარი სანამ სერიოზული ურთიერთობები და ოჯახი არ ენდომებოდა, როგორც ჩანს მისი რჩეული ოსტინია. პაპარაცულ ფოტოებში ისინი ძალიან ბედნიერები ჩანან და აგრძელებენ მათ რომანტიკულ არდადეგებს.









Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top