;

23 July 2015      ta_mo     Views 6065    
Category: Stars

8 არაორდინალური სახე მოდის ინდუსტრიაში



1) ლინდსი ვიქსონი

გოგონა თოჯინის ვიზუალით, ღარით კბილებს შორის, არასტანდარტული
სახის ოვალითა და ნაკვთებით. ლინდსი 15 წლიდან მოღვაწეობს მოდის ინდუსტრიაში,
მისი კარიერის მანძილზე კი ითანამშრომლა ისეთ ფოტოგრაფებთან როგორებიც არიან მარიო
ტესტინო, ტერი რიჩარდსონი, მარიო სორენტი და სხვ.. გარდა ამისა ვიქსონი არაერთი
წამყვანი მოდის სახლის რჩეულიც გახლავთ, რომლებთანაც გრძელვადიანი
კონტრაქტებით თანამშრომლობს.



2) ფრეია ბეა ერიქსონი

დანიელი ლამაზმანი, რომელიც უკვე წლებია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი
და სტაბილური მოდელია ინდუსტრიაში. კარიერის დასაწყისშივე ყურადღებას იქცევდა
ტატუების რაოდენობით, იმ პერიოდში კი ეს იშვიათ გამონაკლისად მიიჩნეოდა, ვინაიდან
ტატუაჟის მოყვარული გოგონების წარმატება იმ პერიოდში თითქმის
მინიმუმამდე იყო დაყვანილი.



3) ლილი მაკმენამი

მოდია აიკონისა და კარლ ლაგერფელდის მუზის, კრისტენ მაკმენამის
ქალიშვილი ლილი ინდუსტრუიაში ახალბედა მოდელად მიიჩნევა, თუმცა მან
ამ მცირე პერიოდის მანძილზე ტრიუმფით აიღო სტარტი. ლილის პირველი ნაბიჯი
გახლდათ მარკ ჯეიკობსის ჩვენება, რომლის შედეგადაც გოგონა ფართო საზოგადოებამ
იხილა, მისი უნიკალური სახე კი ინტრიგად იქცა წამყვანი ფოტოგრაფებისთვის.
დიდი ტუჩები, წინ გამოწეული კბილები... თუმცა ლილის ვიზუალის მიუხედავად,
კითხვისნიშნად რჩება ფაქტი მის კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით, რის
მიზეზადაც კრისტენის ცნობადობა მიიჩნევა.



4) ქეისი ლეგლერი

ქეისი პირველი ანდროგენი ქალი მოდელი გახლავთ, რომელმაც სპორტული
კარიერის დასრულების შემდეგ მამაკაცის სამოსის სარეკლამო ახედ იქნა შერჩეული.



5) დანდრა ფორესტი

აფროამერიკელი ალბინოსი მოდელი დანდრა, რომელსაც საკმაოდ
რთული ბავშვობა ჰქონდა, რაც მისი უცხო და გამორჩეული ვიზუალიდან
გამომდინარეობდა. თუმდა ვინაიდან მოდის ინდუსტრიაში ინდივიდუალურობა
ძვირად ფასობს, გოგონას არ გაუჭირდა საკუთარი ნიშის დაკავება.



6) ჰანე გაბი ოდიელე

ჰანე მოდის სამყაროში 10 წელზე მეტია რაც სტაბილურად მოღვაწეობს,
ბელგიელი სუპერმოდელი გახლდათ ისეთი დიზაინერების რჩეული როგორებიც არიან:
ალექსანდერ ვანგი, მარკ ჯეიკობსი, რაფ საიმონი და სხვ... ჰანეს სახე ყველა ასპექტში
ამსხვრევს კლასიკური სილამაზის იდეოლოგიას. დიდი შუბლი, წინ წამოწეული ნიკაპი,
არაპროპორციული ნაკვთები და გამორჩეული პროფილი ფოტოგრაფებისთვის
ნამდვილ აღმოჩენად მიიჩნეოდა.



7) შანთელ იანგი

გოგონა იშვიათი დაავადებით, რომლის კანიც საუცხოო მასალად იქცა
ინდუსტრიაში კონტრასტული ფერების გამო. შანთელის სავიზიტო ბარათი
სწორედ კანი გახლავთ. იგი ტაირა ბენქსის აღმოჩენა გახლავთ, რომელმაც რეალით
შოუში მიიწვია იგი და მას შემდეგ სხვა და სხვა შემოთავაზებებიც მიიღო.



8) ვიქტორია მოდესტა

გოგონა, რომელსაც არაერთი წარუმატებელი ოპერაციების შედეგად ფეხის
ამპუტაცია გაუკეთეს დღეს ინდუსტრიაში სენსაცია გახლავთ, იგი არაერთი
ფოტოსესიის გმრად იქცა და ყოველგვარი კომპლექსების გარეშე ყოველ ჯერზე
თავდაჯერებული და ძლიერი ქალის ამპლუაში გვევლინება.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top