16 July 2015      liliana     Views 5 844    
Category: Stars

მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
სუპერმოდელი მირანდა კერი SnapChat-ის შემქმნელ ევან სპიგელს ხვდება

32 წლის ავსტრალიელ სუპერმოდელ მირანდა ქერს ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს. იგი 25 წლის მულტიმილიონერი ფოტო-ვიდეო აპლიკაციის SnapChat-ის დამაარსებელი ევან სპიეგელია. წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები რამდენიმე კვირაა ვრცელდება ყვითელი მედია საშუალებებით, Us Weekly კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყვილი ერთმანეთს ივნისიდან ხვდება.

მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი

25 წლის პროგრამისტი და დეველოპერი ელიტარულ წრეს მიეკუთვნება და ხოტა ხნის წინ ფორბსმა ყველაზე ახალგაზრდა მილიონერადაც დაასახელა, მაგრამ შოუბიზნესში ცნობილთა სიას არ მიეკუთვნება. ჩვენთვის უცნობია თუ სად გაიცნეს ერთამენთი სუპერმოდელმა და პროგრამისტმა. ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი მირანდა კი ჯერ სრულიადაც არ არის სნაპჩატის მომხმარებელი : )

მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი

ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ წყვილი მირანდას (და ორლანდო ბლუმის) ვაჟთან ფლინთან ერთად სანაპიროზე ისვენებდა. პაპარაცებმა პირველად ევანი და მირანდა ერთად ლოს ანჯელესის აეროპორტში 12 ივლისს დააფიქსირეს. წყვილი ყვავილებით ხელში მოსეირნობდა და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ. წარმოგიდგენთ მირანდასა და ევანის პირველ პაპარაცულ ფოტოებს.

მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი
მირანდა ქერის ახალი მეგობარი მამაკაცი

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top