1 July 2015      liliana     Views 3 022    
Category: Stars

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი შორდებიან?! ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი შორდებიან?!

ბოლო დროს ყვითელი გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის დაცილების შესახებ . ამჯერად ჟურნალმა PEOPLE-მა წყვილის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაცილდა და ამჟამად ფორმალური მხარის მოგვარებაზე ზრუნავენ: "ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ დაცილება. ჩევნ დიდი ხანია მეგობრები ვართ და კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. ძალიან გთხოვთ ყველას პატივი სცეთ ჩვენს ოჯახს ამ რთულ მომენტში და თავი შეიკავოთ სიცრუის გავრცელებისაგან. მადლობას გიხდით თანადგომისათვის"-განაცხადა ჯენიფერმა.

ჯერჯერობით უცნობია 42 წლის აფლეკისა და 43 წლის გარნერის დაცილების რეალური მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა და წელს მათი ქორწინებიდან 10 წლის თავიც აღნიშნეს. ბენსა და ჯენიფერს 3 შვილი ჰყავთ: 9 წლის ვაიოლეტი, 6 წლის სერაფინა და 3 წლის სემუელი.


Ben Affleck and Jennifer Garner Are Getting Divorced!















Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top