;

27 June 2015      AnnLennon1     Views 5651    
Category: Stars

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


ლილი კოლინზი გახლავთ წარმოშობით ბრიტანელი, თუმცა ამერიკაში გაზრდილი მსახიობი და მოდელი, რომელიც დაიბადა 1989 წლის 18 მარტს. ხელოვანთა ბექგრაუნდში გაზრდილ ლილის ჟურნალისტობა სურდა, თუმცა საბოლოოდ ბედი მსახიობობას და ჰოლივუდს დაუკავშირა. მეორეხარისხოვანი როლების შემდგომ კოლინზი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახე ახალგაზრდა სელებრითებს შორის. დღესდღეობით ლილი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად დაკავებულია ქვემოქმედებით და ჟურნალისტური სტატიების წერით. გთავაზობთ, თქვენთვის უცნობ და საინტერესო ფაქტებს ლილი ჯეინ კოლინზის ცხოვრებიდან.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✿ ✿ ✿
საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✖ ლილი კოლინზი დაიბადა 1989 წლის 18 მარტს, ბრიტანეთში.
✖ მისი სრული სახელია: ლილი ჯეინ კოლინზი
✖ მისი სიმაღლეა: 1.65 სანტიმეტრი
✖ სამარკო ნიშანი: სქელი, გამოყვანილი წარბები

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✖ მამა ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი ფილ კოლინზი გახლავთ, ხოლო დედა კი ამერიკელი ჯილ ტაველმენი, რომელიც ‘Beverly Hills Women's
Club’-ის ყოფილი პრეზიდენტია. მშობლების განქორწინების შემდეგ 5 წლის ლილი დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლოს ანჟელესში.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


☞ ლილის წინაპრები წარმოშობით იყვნენ კანადელი ებრაელები.

☞ კოლინზმა დაამთავრა ‘Harvard-Westlake’-ის სკოლა, ხოლო შემდგომ კი კალიფორნიის უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით და უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ არაერთხელ უთანამშრომლია ჟურნალებთან ‘Elle Girl’, ‘Seventeen’, ‘Teen Vogue’. ‘რაც ნამდვილად მიყვარს - ჟურნალისტიკაა’ - აცხადებს მსახიობი.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


★ თავისი კარიერის ფარგლებში არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი ყოფილა და მსახიობობასთან ერთად მოდელის
ამპლუასაც ითავსებს. სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო და დასაწყისშივე არაერთი მოდური სახლის ფავორიტი სახე გახდა.

★ ლილი ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის ‘ლანკომეს’ სახე გახლავთ. მან ბრიტანელი მსახიობი
ემა უოტსონი შეცვალა, რომელიც ბრენდის წარმომადგენელი 2009 წლიდან გახლდათ.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✄ 2013 წელს, საშინელებათა ჟანრის ფილმში ‘Evil Dead’-ში მთავარი როლის მორგება სწორედ ლილის შესთავაზეს, თუმცა
გადატვირთული გრაფიკის გამო ახალგაზრდა მსახიობმა უარი განაცხადა შემოთავაზებაზე და ამ გადაწყვეტილებით შანსი მისცა ჯეინ ლევის.

✄ ერთ-ერთი მისი პირველი ქასთინგი შედგა 2007 წელს ბელა სვონის
როლზე
ფილმში ‘ბინდი’, თუმცა როლი კრისტენ სტუარტმა მოირგო.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


❀ 2012 წელს, ჟურნალ ‘People’-ის მიერ დასახელდა რიგით მეოთხე ‘ყველაზე მშვენიერ’ ქალბატონად.

❀ 2009 წელს, ჟურნალმა ‘მაქსიმმა’ კოლინზი პირველ ადგილზე დაასახელა ‘Hottest Daughters of Rock Stars’-ის სიაში.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


☢ ის გატაცებულია მოგზაურობით და ჯერ კიდევ სკოლის ასაკში სტუმრობდა
სხვადასხვა ადგილებს,
რათა ზოგადი განათლება უფრო გაეღრმავებინა.

☢ 2008 წელს, მან შექმნა აქსესუარები და კოლექციას ბებიამისის სახელი დაარქვა.
მოგვიანებით ხელთნაკეთი ნივთებით შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა.

☢ ლილი წლებია ადვოკატია ორგანიზაცია ‘Bystander Revolution’,
რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და ყველას მოუწოდებს იყვნენ თანასწორები.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✌ მისი ჰობია ძველი ნივთების ყიდვა და შეგროვება.

✌ ლილის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია მსახიობი კევინ ზიგერსი.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✖ ლილის მოსწონს ‘შიმშილის თამაშების’ ყველა ნაწილი.

✖ ის ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი დიდი ფანი და გულშემატკივარია, ხოლო მისი
საყვარელი ნაწარმოები მწერლის შემოქმედებიდან არის ‘Pride and Prejudice’.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


✖ მისი ფავორიტი ბენდია ‘ქოლდფლეი’.

✖ სასუსნავი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე შეჭამდა შავი შოკოლადია.

✖ სკოლაში სწავლისას გატაცებული იყო ისტორიით, ხოლო ვერ იტანდა ქიმიას.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


◕ დღესდღეობით მისი სამარკო ნიშანი წარბებია, რომელსაც ადრეულ ასაკში ვერ იტანდა, რადგან ხშირ შემთხვევაში აკომპლექსებდა და უხერხულ სიტუაციებში ახვედრებდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მსახიობმა გაიაზრა, რომ სწორედ ყველასგან განსხვავებული ფაქტები გამოარჩევს ადამიანებს ერთმანეთისგან და ანიჭებს უპირატესობას.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


★ 2009 წელს ლილიმ მონაწილეობა მიიღო ფილმში ‘უხილავი მხარე’, სადაც
სანდრა ბალოკის პერსონაჟის ქალიშვილი განასახიერა და ყველას თავი კარგად დაამახსოვრა.

★ 2012 წელს კი მან ქასთინგი გაიარა ‘Snow White and the Huntsman’-ში ფიფქიას როლზე, თუმცა კიდევ ერთხელ დამარცხდა კრისტენ
სტუარტთან
ბრძოლაში. თუმცა, მთავარი როლის მფლობელი გახდა ამავე დატვირთვის ფილმში ‘სარკევ სარკევ’, სადაც პარტბიორობა ჯულია რობერტს გაუწია.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


★ 2013 წელს, ახალგაზრდა მსახიობის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი ‘The Mortal Instruments: City of Bones’, სადაც ის
ქასთინგის გარეშე დაამტკიცეს, რადგან ყველა ვინც პროექტში იყო ჩაბმული ერთხმად აღიარებდა, რომ როლი კოლინზს უნდა მოერგო.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


★ 2014 წელს, მისი მონაწილეობით გამოვიდა სასიყვარულო დრამა ‘Love, Rosie’, სადაც ბრიტანელი
როზი განასახიერა და პარტნიორობა გაუწია სემ კლაფლინს. ფილმი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


♥ პირადი ურთიერთობები ♥

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


* 2010 წელს, ლილიმ ფილმ ‘Abduction'-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო თინეიჯერების კუმირი და ‘ბინდის’ მსახიობი ტეილორ
ლოტნერი
. ლილიმ და ტეილორმა მოკლე დროში დაიწყეს სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა მათმა კავშირმა სულ რაღაც ერთ თვეს გასტანა.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


❤ 2012 წელს ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლინზი და ზაკ ეფრონი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობა არ გაღვივებულა და იმავე წელს ფილმ ‘The Mortal Instruments: City of Bones’-ის გადასაღებ მოედანზე ლილიმ ჯეიმი ბელ ბაუერი გაიცნო. წყვილი გარკვეული მიზეზების შედეგად 2013 წლის აგვისტოს დაშორდა ერთმანეთს. 2015 წელს მსახიობს კრის ივანსთან ურთიეთობას მიაწერდნენ მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა ლოს ანჟელესში შენიშნეს ერთად, თუმცა 2015 წელს კოლინზმა ყველანაირი ჭორი გაფანტა, როცა სოციალური მედიის საშუალებით ყველას ამცნო, რომ ის და ჯეიმი კვლავ ერთად არიან.

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


ფოტომასალა/გიფები:

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებსაინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ

საინტერესო ფაქტები ლილი კოლინზის შესახებ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top