;

2 June 2015      Ancho.     Views 9618    
Category: Stars



კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, სქესის შეცვლის შემდეგ
Vanity Fair-ის გარეკნიდან გაგვეცნო - როგორც ქეთლინი


ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი მოითხოვს მას
ჟურნალის გამოსვლის დღიდანვე ქეთლინად მოიხსენიონ


ჩვენ უკვე შევეჩვიეთ, რომ ჟურნალის გარეკანზე გვევლინებიან პროფესიონალი მოდელები და უფრო ხშირად, მსახიობები, მომღერლები და საზოგადო პირები. ამჟამად კი "Covergirl"ის სტატუსი ამერიკელი სატელევიზიო ოჯახის "მთავარმა მამამ", კიმ კარდაშიანის და კენდალ და კაილი ჯენერების სქესშეცვლილმა მამამ მიიღო. Vanity Fair-მა გადაწყვიტა გარეკნის ისტორია სენსაციური გაეხადა და ამისათვის ქეთლინ ჯენერი, წარსულში ბრიუს ჯენერი დაპატიჟა.




65 წლის ქეთლინ/ბრიუსი ლეგენდარული ანე ლეიბოვიცის ობიექტივის წინ დადგა. ეს არის მისი პირველი გაელვება პუბლიკაში სქესის შეცვლის პროცედურების შემდეგ. სურათების გამოქვეყნების შემდეგ, ჯენერმა ბლოგზე ჩანაწერი დატოვა: "მე ისეთი ბედნიერი ვარ საკუთარი თავის აღმოჩენით ამხელა ბრძოლის შემდეგ. კეთილი იყოს შენი ყოფნა სამყაროში, ქეთლინ. მოუთმენლად ველი, როდის გაიცნობთ მას/მე."

ინტერვიუში ჯენერმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა. მან თქვა, რომ სქესი შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ უბრალოდ აღარ შეეძლო საკუთარ სხეულში ცხოვრება და საკუთარი თავის მოტყუება.








გადაღებებმა ამერიკასა და ევროპაში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. "კარდაშიანების ოჯახის" გულშემატკივრებმა დაცნობილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ქეთლინისთვის და აქვეყნებდნენ თავიანთ ექაუნთებზე ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოებს ჰეშთეგებით #CallMeCaitlyn. ჯენერის საგულშემატკივრო ჯგუფში, თავისი ცნობილი ნათესავების ჩათვლით, არც ისე ცოტა ვარსკვლავები აღმოჩნდნენ: სემ სმიტი, მია ფეროუ, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი ჰადიდი და სხვები.

2015 წელი

1976 წელი


1976 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრიუს ჯენერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამ წლის აპრილში განაცხადა, მას შემდეგ რაც კრის ჯენერთან განქორწინების პროცესი დასრულდა. მათმა ქორწინებამ 24 წელს გასტანა. ბრიუსსა და კრის 2 საერთო ბავშვი ჰყავთ კენდალი და კაილი ჯენერი, ამას გარდა ბრიუსი ზრდიდა ცოლის წინა ქორწინებიდან გამოყოლილ 4 შვილს, მათ შორის კიმს. ამას გარდა, ბრიუსი ორჯერ იყო დაქორინებული. პირველი ცოლისგან მას ჰყავს ბიჭი და გოგო, ხოლო მეორესგან 2 ბიჭი. მრავალშვილიანი მამა ინტერვიუში გამოტყდა, რომ თავის თავს ყოველთვის ქალად აღიქვამდა, მაგრამ მამაკაცებისადმი მიზიდვას არ განიცდიდა. ის ასევე გამოტყდა, რომ მრავალი წლის მანძილზე იღებდა ქალის ჰორმონებს.










Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top